2024 წლის დასაწყისში საფრანგეთში ათასობით ფრენა გაუქმდება, რაც საჰაერო მოძრაობის კონტროლის სისტემის მოდერნიზაციის აუცილებლობითაა გამოწვეული. ცვლილებები გავლენას იქონიებს როგორც შიდა, ისე საერთაშორისო რეისებზე.

თუ თქვენ დაგეგმილი გაქვთ ან აპირებთ პარიზში გამგზავრებას, ან პარიზის გავლით სხვა დანიშნულების ადგილზე მოხვედრას, თვალყური უნდა ადევნოთ ფრენის სტატუსს და გაეცნოთ ავიაკომპანიების მიერ მოწოდებულ ინფორმაციას.

საერთო ჯამში, იანვარსა და თებერვალში დაგეგმილი 16 ათასზე მეტი რეისი გაუქმდება. 

თბილისი პარიზი

გამგზავრების თარიღიდაბრუნების თარიღიავიაკომპანიის ლოგოავიაბილეთების მოძებნა
27 ნოემბერი 202629 ნოემბერი 2026Georgian Airwaysავიაბილეთები 1 283 -დან
4 დეკემბერი 202611 დეკემბერი 2026Georgian Airwaysავიაბილეთები 912 -დან
19 იანვარი 202726 იანვარი 2027Georgian Airwaysავიაბილეთები 909 -დან
5 თებერვალი 202712 თებერვალი 2027Georgian Airwaysავიაბილეთები 922 -დან

 

Air France -მა უკვე გამოაცხადა, რომ 4200-ზე მეტ მოკლე და საშუალო მანძილის ფრენას აუქმებს.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტი -დან ავიაკომპანია Air France პირდაპირ ფრენას პარიზის ჩარლზ დე გოლის აეროპორტიში ახორციელებს. ხოლო ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი -დან პირდაპირ ავიამიმოსვლას ავიაკომპანია Wizz Air -ი ასრულებს, რომელიც ბოვე ტილის აეროპორტის მიმართულებით დაფრინავს.

ქუთაისი პარიზი

გამგზავრების თარიღიდაბრუნების თარიღიავიაკომპანიის ლოგოავიაბილეთების მოძებნა
5 დეკემბერი 20268 დეკემბერი 2026Wizz Airავიაბილეთები 460 -დან
21 იანვარი 202726 იანვარი 2027Wizz Airავიაბილეთები 334 -დან
11 თებერვალი 202716 თებერვალი 2027Wizz Airავიაბილეთები 363 -დან

 

„სარემონტო სამუშაოების“ გამო, ფრანგულ და უცხოურ ავიაკომპანიებს, რომლებიც რეისებს პარიზში ახორციელებენ სთხოვეს, რომ 9 იანვრიდან 14 თებერვლამდე 20%-ით შეამცირონ ფრენების რაოდენობა დედაქალაქის საჰაერო ჰაბის აეროპორტებში – შარლ დე გოლი, ორლი, ბოვე და ლე ბურჟე. ავიაკომპანიები თავად გადაწყვეტენ აღნიშნულ პერიოდში რომელ ფრენებს არ განახორციელებენ.

საფრანგეთის საავიაციო ხელისუფლებამ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო, რომ პარიზის აეროპორტებში ფრენის კონტროლის სისტემის მოდერნიზება დაწყებულიყო, რომელსაც 1970-იანი წლებიდან დიდი ცვლილებები არ განუცდია. ამიტომ, ადგილობრივ სპეციალისტებს ახლა სისტემის დაახლოებით 80%-ის შეცვლა უწევთ.

შეიძინეთ ავიაბილეთები ყველაზე იაფად Avia.ge -ზე და გაემგზავრეთ სასურველი მიმართულებით საუკეთესო ფასად. დაგვირეკეთ: 551 907 907 ხელმისაწვდომია ვაიბერიც.

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიRed Wings -ი საქართველოში კიდევ ერთ მიმართულებას ამატებს
შემდეგი სტატია2-3 დეკემბერს რუსეთიდან ქუთაისის მიმართულებით 3 ახალი რეისი განხორციელდა
5 3 votes
შეაფასე სტატია
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted