ბათუმის ალექსანდრე ქართველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი მდებარეობს ბათუმის სამხრეთ ნაწილში. ასაფრენ-დასაფრენი ზოლი ჭოროხის მარჯვენა სანაპიროზეა წარმოდგენილი.

აეროპორტი 2007 წლის 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს გაიხსნა  და ის შ.პ.ს. TAV Urban Georgia-ს მმართველობაში იმყოფება. 2021 წლის მარტში მას ახალი ტერმინალი დაემატა, რის გამოც დღეისთვის მას მილიონზე მეტი მგზავრის მომსახურება შეუძლია.

ბათუმის აეროპორტიდან საერთაშორისო ფრენები ხორციელდება ისეთ მიმართულებებზე, როგორიცაა:

  • სტამბოლი
  • ბაქო
  • თელ-ავივი
  • ვარშავა
  • ასტანა
  • ერევანი
  • ელ ქუვეითი
  • თეირანი
  • მინსკი
  • ერ რიადი
  • ამანი
  • ბეირუთი
  • ხარკოვი
  • კიევის რამდენიმე ქალაქის მიმართულებით.

შესაძლებელია ადგილობრივი რეისებით მგზავრობაც, რომელიც თბილისის მიმართულებით ხორციელდება. თუ კი ბათუმიდან თბილისში ან თბილისიდან ბათუმში დროის მოკლე მონაკვეთში გინდათ მოხვედრა, მაშინ ეს საუკეთესო ვარიანტია.

რომელი ავიაკომპანიები ასრულებენ ფრენას ბათუმის აეროპორტიდან?

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ფრენებს ათამდე ავიაკომპანია ასრულებს და მათი გარკვეული ნაწილი, მხოლოდ სეზონზე ემსახურება მგზავრებს. ავიკომპანიების ჩამონათვალში შეხვდებით Air Arabia-ს, Belavia-ს, რომელსაც პირდაპირი რეისები აქვს ბელარუსიის ქალაქების მიმართულებით, Turkish Airlines , ჯორჯიან აირვეის, Arkia Airlines, El Al და ა.შ.

2016 წლიდან ბათუმის საერთაშორისო აეროპორტს დაემატა რამდენიმე ახალი ჩარტერული რეისი და მგზავრების რაოდენობამ 300 000 -ს გადააჭარბა.

ტრანსპორტირება ბათუმის აეროპორტში

ბათუმის აეროპორტი უზრუნველყობს ტაქსითა და ავტობუსით მომსახურებას. ასევე შესაძლებელია ავტოსადგომით სარგებლობაც.

ტაქსის სადგომის ნახვა შესაძლებელია აეროპორტიდან გამოსვლისთანავე, ქალაქის ცენტრში მოსახვედრად კი დაახლოებით 15 წუთია საჭირო.

ავტობუსის გაჩერება მდებარეობს ტერმინალის წინ. ქალაქის ცენტრამდე მგზავრობას დაახლოებით 20 წუთი სჭირდება.

რაც შეეხება ავტოსადგომს, რომელიც სრულიად არის აღჭურვილი მომხმარებლის მოთხოვნების შესაბამისად, 100-მდე ავტომანქანაზეა გათვლილი. გასათვალისწინებელია, რომ ის ფასიანია და პარკირების საფასური 1 სთ – 2 ლარია, 2 სთ – 4 ლარი, 6სთ – 5 ლარი, 12 სთ – 7 ლარი, ხოლო 24 სთ – 10 ლარი.

კვება და მაღაზიები ბათუმის აეროპორტში

მგზავრებს შესაძლებლობა აქვთ ესტუმრონ აეროპორტის კაფეს – “კანტინი” , სადაც მრავალფეროვან ადგილობრივ კერძებსა და სასმელს დააგემოვნებენ. კაფე მდებარეობს გამგზავრების დარბაზში.

რაც შეეხება სავაჭრო ობიექტებს, აქ შესაძლებელია ქართული ტრადიციული ხელნაკეთი ნივთების, აქსესუარების და სუვენირების შეძენა. ასევე, შეხვდებით Duty Free-ს, რომელიც უზრუნველყოფს მსოფლიოში ცნობილი ბრენდების მრავალფეროვნებას, სადაც მგზავრებს საშუალება ეძლებათ შეიძინონ სუნამოები, კოსმეტიკა, ტკბილეული და სხვ. მაღაზია მდებარეობს საპასპორტო კონტროლის უკანა მხარეს და მუშაობს 24 საათის განმავლობაში.

აეროპორტში ასევე შესაძლებელია ისარგებლოთ საქართველოს ბანკისა და ბანკ რესპუბლიკას სერვისცენტრებით, რომლებიც განთავსებულია გამგზავრების დარბაზში.

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში კითხვების ან გზამკვლევის მოძიების მიზნით შესაძლებელია, ცნობათა ბიუროს მიმართოთ, რომელიც გამგზავრების დარბაზში მდებარეობს და 24 საათის განმავლობაში ფუნქციონირებს. ინფორმაციის მიღება შესაძლებელია როგორც ადგილზე, ასევე ონლაინ რეჟიმში – ტელეფონით, დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში.

აეროპორტს ასევე სამედიცინო პუნქტიც ემსახურება. ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა ყველაზე პრიორიტეტულ საკითხს წარმოადგენს და ამისათვის მნიშვნელოვან ღონისძიებებსაც ატარებს.

ბათუმის აეროპორტიდან იაფი ავიაბილეთების დასაჯავშნად დაგვიკავშირდით ნომერზე: 551 907 907

ავიაბილეთები იაფად ბათუმიდან

მიმართულებაგამგზავრების თარიღიდაბრუნების თარიღიავიაბილეთების მოძებნა
ერევანი29 იანვარი 20271 თებერვალი 2027ავიაბილეთები 89 -დან
სოჭი29 დეკემბერი 20268 იანვარი 2027ავიაბილეთები 118 -დან
მოსკოვი11 ივნისი 202715 ივნისი 2027ავიაბილეთები 295 -დან
სტამბოლი4 დეკემბერი 20269 დეკემბერი 2026ავიაბილეთები 360 -დან
მინვოდი6 ნოემბერი 202613 ნოემბერი 2026ავიაბილეთები 373 -დან
კრასნოდარი23 ნოემბერი 20261 დეკემბერი 2026ავიაბილეთები 404 -დან
კაზანი29 დეკემბერი 20269 იანვარი 2027ავიაბილეთები 528 -დან
ანკარა28 ნოემბერი 202629 ნოემბერი 2026ავიაბილეთები 579 -დან
ანთალია17 ნოემბერი 202624 ნოემბერი 2026ავიაბილეთები 579 -დან
ბაქო24 ნოემბერი 202629 ნოემბერი 2026ავიაბილეთები 581 -დან
კიშინიოვი21 ნოემბერი 202622 ნოემბერი 2026ავიაბილეთები 606 -დან
ნიკოსია25 ნოემბერი 20268 დეკემბერი 2026ავიაბილეთები 611 -დან
სამარა29 დეკემბერი 20269 იანვარი 2027ავიაბილეთები 617 -დან
დალამანი10 ნოემბერი 202617 ნოემბერი 2026ავიაბილეთები 631 -დან
ჰურგადა22 ნოემბერი 20261 დეკემბერი 2026ავიაბილეთები 649 -დან
შარმ-ელ-შეიხი22 ნოემბერი 20261 დეკემბერი 2026ავიაბილეთები 649 -დან
კეისერი4 ნოემბერი 20267 ნოემბერი 2026ავიაბილეთები 654 -დან
თბილისი24 ივნისი 20274 ივლისი 2027ავიაბილეთები 679 -დან
ტრაბზონი2 დეკემბერი 20262 დეკემბერი 2026ავიაბილეთები 687 -დან
დუბაი9 თებერვალი 202720 თებერვალი 2027ავიაბილეთები 694 -დან
პენზა30 ოქტომბერი 20266 ნოემბერი 2026ავიაბილეთები 705 -დან
ტირანა5 დეკემბერი 202620 დეკემბერი 2026ავიაბილეთები 736 -დან
ეკატერენბურგი23 იანვარი 202730 იანვარი 2027ავიაბილეთები 738 -დან
ჰანოვერი13 ნოემბერი 202617 ნოემბერი 2026ავიაბილეთები 740 -დან
სანკტ პეტერბურგი30 დეკემბერი 20268 იანვარი 2027ავიაბილეთები 743 -დან
აბუ-დაბი11 ნოემბერი 202615 ნოემბერი 2026ავიაბილეთები 757 -დან
ბიშკეკი15 დეკემბერი 202622 დეკემბერი 2026ავიაბილეთები 765 -დან
მერსინი23 დეკემბერი 202628 დეკემბერი 2026ავიაბილეთები 769 -დან
ალექსანდრია11 ნოემბერი 202613 ნოემბერი 2026ავიაბილეთები 770 -დან
ბელგრადი2 აპრილი 202713 აპრილი 2027ავიაბილეთები 777 -დან
kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშითბილისის აეროპორტი TBS
შემდეგი სტატიაგრძელი დისტანციის ავიაბილეთები იაფად
5 2 votes
შეაფასე სტატია
13 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted
FlyOne 2026 წლის გაზაფხულიდან ერევნიდან ბათუმში იფრენს
11 months ago

[…] რომ ამ დროისათვის ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი -დან ერევნის მიმართულებით პირდაპირი […]

თბილისის აეროპორტის გაფართოების პროექტი წარდგენილია
10 months ago

[…] ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი: ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის 5 მილიონ დოლარზე მეტი გამოიყო. აჭარის მთავარი აეროპორტის განვითარება კრიტიკულად მნიშვნელოვანია რეგიონის ტურისტული პოტენციალის სრულად ასათვისებლად. […]

თბილისის აეროპორტის რეკორდი: 5 მილიონი მგზავრი
10 months ago

[…] […]

ბათუმის აეროპორტის მასშტაბური გაფართოების პროექტი
10 months ago

[…] დოკუმენტი, საიდანაც ირკვევა, რომ „ბათუმის აეროპორტის“ გენერალური მენეჯერის მოადგილემ, […]

Armenian Airlines საახალწლო პერიოდში ერევანსა და ბათუმს შორის გეგმავს ფრენებს
10 months ago

[…] Armenian Airlines -ი საახალწლო პერიოდში ერევანი ბათუმი ბათუმი ერევანი -ს მიმართულებით […]

ფრენები ნოვოსიბირსკი-ბათუმი: Red Wings-ის ახალი რეისები
8 months ago

[…] მიმოსვლის დაწყება ნოვოსიბირსკიდან ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი-ს მიმართულებით. აღნიშნული მარშრუტი […]

Turkish Airlines სტამბოლი-ერევნის მიმართულებით იფრენს
7 months ago

[…] ახორციელებს ფრენებს თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან, რითაც საქართველოს მოქალაქეებს […]

Turkish Airlines -ი საქართველოდან ფრენების სიხშირეს ზრდის
7 months ago

[…] ამჟამად, სტამბოლი -დან თბილისის და ბათუმის საჰაერო ხაზზე ფრენებს, კვირაში 42 […]

Flydubai დუბაიში პირდაპირ ფრენებს ბათუმის აეროპორტიდანაც შეასრულებს
7 months ago

[…] საამიროების ავიაკომპანია Flydubai ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი -ს მიმართულებით სეზონურ […]

Air Astana-ს საზაფხულო გეგმები თბილისიდან და ბათუმიდან
6 months ago

[…] ასტანა სეზონურ ფრენებს განაახლებს ბათუმი–ალმათი-ბათუმის და […]

თბილისიდან და ბათუმიდან 8 ფრენა შეწყდა
6 months ago

[…] მოქმედებების ფონზე, თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში საავიაციო განრიგი […]

OneClick Airways-მა თელ-ავივი-ბათუმის რეისები დაიწყო
3 months ago

[…] ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მმართველი კომპანია TAV Georgia-ს ინფორმაციით, ავიაკომპანიამ პირველი საინაუგურაციო რეისი საიმედო Boeing 737 ტიპის საჰაერო ხომალდით განახორციელა. […]

ირანიდან პირდაპირი ფრენების შეწყვეტა
1 month ago

[…] მთავარი მიმართულება თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი იყო. ამ რეისებით ძირითადად ტურისტები […]