საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, თბილისში ახალი საერთაშორისო აეროპორტი აშენდება – პროექტის განხორციელება 2024 წლიდან დაიწყება. პირველი ტექნიკური კვლევა უკვე დაწყებულია, რომელსაც მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო საავიაციო-საკონსულტაციო კომპანია ასრულებს.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში კი 3.5 კმ. სიგრძის, ფართო ასაფრენ-დასაფრენი ზოლი აშენდება. რაც აეროპორტს შესაძლებლობას მისცემს მოემსახუროს ნებისმიერი ზომის საჰაერო ხომალდს, შექმნას მეტი ავიარეისის მიღების შესაძლებლობა და შეზღუდვების გარეშე უზრუნველყოს სატვირთო საჰაერო ხომალდების ოპერირება. პროექტზე მუშაობის დასრულება განსაზღვრულია 2023 წლის დეკემბერში, რის შემდეგაც დაიწყება სამშენებლო სამუშაოები.

ფრენები ქუთაისიდან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაბილეთების პოვნა
სტამბოლი5 სექტემბერი 202410 სექტემბერი 2024ავიაბილეთები 190 -დან
აბუ დაბი29 მაისი 20242 ივნისი 2024ავიაბილეთები 263 -დან
ფრანკფურტი6 ივნისი 20249 ივნისი 2024ავიაბილეთები 325 -დან
კოპენჰაგენი14 ივნისი 202417 ივნისი 2024ავიაბილეთები 352 -დან
რომი2 ივნისი 20247 ივნისი 2024ავიაბილეთები 433 -დან

 

სიახლეა ისიც, რომ თელავში ახალი სამგზავრო ტერმინალის მშენებლობა იწყება, რომელიც ოთხივე სეზონის განმავლობაში წელიწადში 50 000-მდე მგზავრს მოემსახურება. მთლიანად განახლდება და 1700 მეტრამდე დაგრძელდება ასაფრენ-დასაფრენი ზოლი, აშენდება ახალი სანავიგაციო კოშკურა და მოეწყობა თანამედროვე სანავიგაციო სისტემები, სრულად განახლდება აეროპორტის შიდა და გარე ინფრასტრუქტურა, ასევე მოეწყობა მგზავრებისთვის კომფორტული სივრცეები და ახალი საპარკინგე ადგილები. თელავის აეროპორტი მგზავრებს, სავარაუდოდ, 2024 წელს უმასპინძლებს.

იმისათვის რომ შეიძინოთ იაფი ავიაბილეთები ნებისმიერი მიმართულებით, დაგვიკავშირდით ნომერზე: 551 907 907 ხელმისაწვდომია ვაიბერიც.

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიGeorgian Airways-ი თელ ავივის ბილეთებზე თარიღების შეცვლის საშუალებას უფასოდ იძლევა
შემდეგი სტატიაGeorgian Airways-ი რეისებს ნიცას მიმართულებით ზამთარშიც განახორციელებს
5 2 votes
შეაფასე სტატია
Subscribe
Notify of
0 კომენტარები
Inline Feedbacks
View all comments