ევროპა უამრავი ცნობილი ტურისტული ლოკაციითაა ცნობილი. თუმცა, ტურისტებს მსოფლიოს ამ ნაწილში კიდევ უფრო მეტი უცნობი განძის აღმოჩენაც შეუძლიათ. მოგზაურებისთვის კარგად ნაცნობი ტურისტული ცენტრების გარდა, თქვენ შეგიძლით დამატებით ესტუმროთ საკმაოდ ლამაზ და საინტერესო ქალაქებსაც:
მარსელი, საფრანგეთი
ევროპის ამ მხარეში მთელი ყურადღება თითქმის ყველა სეზონზე პარიზისკენაა მიმართული. თუმცა, მარსელი სიდიდით რიგით მეორე ქალაქია საფრანგეთში და მართლაც იმსახურებს ასევე დიდ ყურადღეას. იგი მდიდარია ღვინის კულტურითა და საოცარი ადგილობრივი კულინარიული შედევრებით. აქ შეხვდებით ულამაზეს საპორტო ხედებს, მუზეუმებსა და ნოტრ-დამ დე ლა გარდეს ბაზილიკას, რომლის მონახულების დროსაც ყველაზე საოცარი მზის ჩასვლის ხილვა შეგეძლებათ.
ტროხეიმი, ნორვეგია
ვიკინგების დროინდელი ნორვეგიის დედაქალაქი მდინარე ნიდელვას პირას მდებარეობს. იგი კულტურული მემკვიდრეობის ცენტრადაც კი შეიძლება ჩათვალოთ. იგი საშუალებას მოგცემთ დაათვალიეროთ მეჩვიმედე საუკუნით დათარიღებული სამეფო სასახლე და ჩრდილოეთ ევროპის ყველაზე დიდი ძველებური კათედრალი. ასევე, ტროხეიმი მართლაც სამოთხეა ყავის მოყვარულებისთვის, რადგან აქ ამ სასმლის კულტურა უკვე დიდ დროს ითვლის.
პრევეზა, საბერძნეთი
ეს ულამაზესი ქალაქი ხშირად ტურისტების რადარის მიღმა რჩება. საოცარი ქვებით მოპირკეთებული ქუჩებითა და ტავერნებით სავსე ეს მხარე კომფორტულ პორტულ ნავსაყუდელს წარმოადგენს მოგზაურებისთვის. პრევეზა საბერძნეთის ამ მხარის არტისტული სცენის ცენტრს წარმოადგენს, რასაც ხშირი ფესტივალებითა და აქტივობებით აღნიშნავენ. ამ მხარეში ულამაზესი სანაპირეობის გარდა, შეგიძლიათ მდინარეზე ნავით დაშვებითაც ისიამოვნოთ ზაფხულის ცხელი დღეების სასიამოვნოთ გასატარელად.
ოსიეკა, ხორვატია
მდინარე დრავაზე გაშენებული ეს ორიგინალური ქალაქი არქიტექტურული შედევრების ნავსაყუდელს წარმოადგენს. ქალაქის ცენტრის ფორტი მეთვრამეტე საუკუნეშია აშენებული, ხოლო ულამაზესი ძველებური ეკლესია ასევე სულისშემძვრელ სანახაობას სთავაზობს თითოეულ დამთვარიელებელს. აქ თითოეულ ბარში განსხვავებული სახეობის ლუდს აღმოაჩენთ, რაც საზაფხულო მოგზაურობას მართლაც დასამახსოვრებელს გახდის.
გენტი, ბელგია
გენტი ბელგიის ერთ–ერთი ყველაზე მყუდრო ქალაქია, რომელიც საერთოდ დაგავიწყებთ ბრიუსელს. მეთოთხმეტე საუკუნის ციხესიმაგრეებით თავმომწონე ეს ქალაქი იდეალური ლოკაციაა შაბათ–კვირის გასატარებლად. აქ მოხვედრილი მოგზაურები საუკეთესო დროს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში გაატარებენ, სადაც საკმაოდ პროვოკაციულ და დამაფიქრებელ ნამუშევრებს დაათვალიერებთ.