თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ჩარტერული რეისების განრიგს კიდევ 3 რეისი დაემატა. ფრენები თელ ავივის, მინსკისა და დოჰას მიმართულებით შესრულდება შემდეგი განრიგით:
თბილისი თელ ავივი
15 და 23 სექტემბერს თბილისიდან თელ-ავივის მიმართულებით ჩარტერული რეისები შესრულდება. მგზავრთა ტრანსპორტირება მოხდება ცალმხრივად, მხოლოდ თბილისი-თელ-ავივის საჰაერო ხაზზე. ჩარტერულ რეისს ავიაკომპანია Israir Airlines-ი შეასრულებს.
თბილისი მინსკი
თბილისი-მინსკის საჰაერო ხაზზე ჩარტერული რეისები 17 და 24 სექტემბერს შესრულდება. ავიაკომპანია Belavia მგზავრებს თბილისიდან მინსკის მიმართულებით გადაიყვანს.
თბილისი დოჰა
Qatar Airways-ი თბილისიდან დოჰას მიმართულებით ჩარტერულ რეისებს 16 და 30 სექტემბერს შეასრულებს. გარდა დოჰაში გამგზავრებისა, ამ რეისის გამოყენება ტრანზიტული მიზნითაც შესაძლებელია. მაგალითად, ამერიკაში გამგზავრების მსურველებს ნებისმიერ ქალაქში შეუძლიათ მოხვედრა, სადაც დოჰადან ავიარეისები სრულდება.