ევროკავშირში შესვლის ახალი სისტემის ამოქმედება, ერთი თვით გადაიდო. შეფერხების ოფიციალური მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ახალი გრაფიკის მიხედვით, EES (შესვლის/გასვლის სისტემა) 2024 წლის 10 ნოემბერს ამოქმედდება.

ადრე აეროპორტები აცხადებდნენ, რომ ჯერ არ იყვნენ მზად ახალი სისტემის დასანერგად. ასევე, ზოგიერთ ქვეყანას არ დაუსრულებია ყველა მოსამზადებელი ეტაპი. ახალი სისტემის დანერგვას ევროკავშირი 2021 წლიდან აპირებდა. გაშვების თარიღმა მოგვიანებით 2024 წლის 6 ოქტომბრამდე გადაინაცვლა, ეხლა კი ირკვევა, რომ ის 10 ნოემბრიდან ამოქმედდება.

EES -ის დანერგვის შემდეგ, ევროკავშირის გარედან ყველა მოგზაურს სისტემაში დარეგისტრირება მოეთხოვება. ახალი სისტემა პასპორტში შტამპებსაც ჩაანაცვლებს. ევროკავშირის გამშვებ პუნქტზე მოგზაურებმა უნდა წარადგინონ პასპორტის დეტალები, დატოვონ თითების ანაბეჭდები და გადაიღონ ფოტო. მონაცემები სისტემაში შეინახება 3 წლის ვადით.

პირდაპირი ფრენები თბილისიდან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
სოჭი8 აპრილი 202511 აპრილი 2025Red Wingsავიაბილეთები 323 -დან
ალმაატა14 მაისი 202521 მაისი 2025Air Astanaავიაბილეთები 935 -დან
ამსტერდამი1 ოქტომბერი 20258 ოქტომბერი 2025Transaviaავიაბილეთები 681 -დან
ათენი4 ივნისი 202510 ივნისი 2025Aegean Airlinesავიაბილეთები 395 -დან
აბუ დაბი8 მაისი 202511 მაისი 2025Air Arabia Abu Dhabiავიაბილეთები 760 -დან
ანტალია8 აპრილი 202515 აპრილი 2025Pegasus Airlinesავიაბილეთები 335 -დან
ბაჰრეინის კუნძული12 აპრილი 202519 აპრილი 2025Gulf Airავიაბილეთები 1 704 -დან
ბაქო25 ოქტომბერი 202531 ოქტომბერი 2025აზერბაიჯანის ავიახაზებიავიაბილეთები 265 -დან
ბელგრადი1 ივლისი 20256 ივლისი 2025Air Serbiaავიაბილეთები 676 -დან
ბერლინი19 აპრილი 202526 აპრილი 2025Georgian Airwaysავიაბილეთები 1 323 -დან

 

EES არის ავტომატური სისტემა, რომელსაც ევროკავშირი მესამე ქვეყნების მოქალაქეების მიერ საზღვრის გადაკვეთის ავტომატური მონიტორინგისთვის გამოიყენებს. სისტემა გამიზნულია პასპორტის ბეჭდის ჩანაცვლებისთვის. EES ეფუძნება ევროკავშირის 2017/2226 რეგულაციას.

სისტემა ნაცნობი იქნება მათთვის, ვინც მიჩვეულა აეროპორტის ბიომეტრიული სკანერების გამოყენებას. ახლა ოფიციალური პირები ძირითადად ამოწმებენ, შეესაბამება თუ არა თქვენს პასპორტის ფოტო თქვენს სახეს, მაგრამ EES ტექნიკა ასევე ამოწმებს, რა ვადით გაქვთ უფლება დარჩეთ ევროკავშირში.

შეიძინე ავიაბილეთები ყველაზე იაფად Avia.ge-ზე. დაგვირეკე: 551 907 907 ხელმისაწვდომია ვაიბერიც.

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიავიაკომპანიები და აეროპორტები შეფერხებით მუშაობენ
შემდეგი სტატიაქუთაისის აეროპორტში სარეაბილიტაციო სამუშაოებია
0 0 votes
შეაფასე სტატია
Subscribe
Notify of
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments