პოლონეთის დედაქალაქი ვარშავა ერთ-ერთი ქალაქია, რომელმაც საკმაოდ რთული გზა და ისტორია განვლო. მეორე მსოფლიო ომის დროს ქალაქი თითქმის სრულიად განადგურდა, თუმცა მალევე აღდგა და ფეხზე დადგა. დღეს კი მისი ისტორიული ცენტრი იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია შესული.

ავიაბილეთები ვარშავის მიმართულებით გამოგზაურებთ ქალაქში, სადაც საკმაოდ საინტერესო და მრავალფეროვან არქიტექტურას აღმოაჩენთ. ბაროკოს, გოთიკური, ნეოკლასიკური და რენესანსული არქიტექტურის სტილი ერთმანეთს ერწყმის და საოცარ სანახაობას ქმნიან. მუზეუმები და გალერეები კი, რომლებიც ქალაქში მრავლადაა, ვარშავის ისტორიას და კულტურას საკმაოდ ახლოს გაგაცნობთ და მასზე განსაკუთრებულ შთაბეჭდილებებს შეგიქმნით.

რა უნდა მოინახულოთ ვარშავაში?

ძველი ქალაქი ის ადგილია, რომელსაც ვარშავაში გვერდს ვერ აუვლით. აქ სერინობისას დატკბებით როგორც ულამაზესი ქუჩების დათვალირებით, ისე საკმაოდ საინტერესო ღირსშესანიშნეობების ნახვით. პატარა ვიწრო ქუჩებში არსებულ კაფეებში კი შეგიძლიათ დასხდეთ და სასიამოვნო გარემოში სასიამოვნო დრო გაატაროთ.

ვარშავის სამეფო ციხე-სიმაგრე კი ამ ქალაქის მთავარი ისტორიული ძეგლი და ღირსშესანიშნაობაა. გამორჩეული არქიტექტურის მქონე სამეფოში თქვენ გაეცნობით პოლონეთის მონარქების ისტორიას და ცხოვრებას, თუ როგორ ნადგურდებოდა სხვადასხვა შემოსევების დროს სამეფო, თუმცა დღეს მაინც ამაყად დგას ქალაქის ცენტრში და უამრავი ტურისტის ყურადღებას იპყრობს.

ავიაბილეთები ვარშავის მიმართულებით თქვენ ასევე გამოგზაურებთ გამოჩენილი და აღიარებული კომპოზიტორისა და პიანისტის, ფრედერიკ შოპენის სამშობლში. თქვენ შეგიძლიათ ესტუმროთ მისი სახელობის მუზეუმს და გაეცნოთ მის ცხოვრებასა და მოღვაწეობას, რაც თქვენი მოგზაურობის ყველაზე საინტერესო ნაწილი იქნება.

თუ გეგმავთ პოლონეთში გამგზავრებას, შესაძლოა პოლონეთის სამუშაო მოწვევა თქვენთვის ხელსაყრელ საბუთს წარმოადგენდეს, რომელიც დაგეხმარებათ მარტივად და გარანტირებულად გადაკვეთოთ ქვეყნის საზღვარი. აღნიშნული დოკუმენტის დამზადებას მხოლოდ 5-7 სამუშაო დღე სჭირდება. დეტალური ინფრმაციისთვის დაგვიკავშირდით: 551 907 907

Avia.ge ასევე გაგიწევთ შესაბამის მომსახურებას, რათა მარტივად მიიღოთ პოლონეთის ვიზა 

ვარშავის ავიაბილთები, თბილისი ვარშავა, ქუთაისი ვარშავა.

როგორ უნდა გაერთოთ და დაისვენოთ ვარშავაში?

დასვენებისთვის ვარშავა ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია. ქალაქში და მის შემოგარენში არსებული პარკები და რეკრეაციული ზონები თქვენ საშუალებას მოგცემთ ცოტა ხნით თავი აარიდოთ ხმაურიან გარემოს და დაისვენოთ მშვიდ და წყნარ გარემოში.

უიაზდოვსკის პარკი ხელოვნების ერთ-ერთი ყველაზე ღირებული ძეგლია, რომელიც დაპროექტდა და გაიხსნა 1896 წელს. იგი მდებარეობს ვარშავის ცენტრში, ლააზიენკის პარკიდან სულ რაღაც 600 მეტრში. ის შედარებით პატარა და ნაკლებად ხალხმრავალია, ვიდრე ლაზიენკის პარკი, ამიტომ აქ თავისუფლად შეძლებთ განიტვირთოთ დამღლელი დღის ბოლოს. პარკი შესვლა უფასოა, თუმცა გაითვალისწინეთ, რომ ის მუშაობს დილის 6 საათიდან საღამოს 9 საათამდე.

ხოლო რაც შეეხება გართობას, შეგიძლიათ საკმაოდ აქტიურად გაატაროთ დრო ქალაქში არსებულ კლუბებსა და ბარებში, დააგემოვნოთ საკმაოდ მრავალფეროვანი პოლონური სამზარეულო. იმ შემთხვევაში კი, თუ უფრო მეტად კულტურული აქტივობები გიზიდავთ, ოპერისა და სიმფონიური წარმოდგენების არჩევანიც გექნებათ.

როგორ უნდა მოხვდეთ ვარშავაში?

ავიაბილეთები ვარშავის მიმართულებით საქართველოს სამივე აეროპორტიდან შეგიძლიათ შეიძინოთ.

ქუთაისი ვარშავა -ს მიმართულებით, როგორც ყოველთვის, ყველაზე ბიუჯეტურ მოგზაურობას ავიაკომპანია Wizz Air Georgia გვთავაზობს. პირდაპირი ფრენა კვირაში სამჯერ – სამშაბათს, ოთხშაბათს და შაბათს სრულდება. ქუთაისის აეროპორტიდან ვარშავის შოპენის აეროპორტამდე ფრენის ხანგრძლივობა 3 საათსა და 35 წუთს შეადგენს.

ქუთაისი ვარშავა

გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
27 მაისი 202431 მაისი 20241 ᲒაჩერებაWizz Airავიაბილეთები 879 -დან
10 ივნისი 202417 ივნისი 20241 ᲒაჩერებაWizz Airავიაბილეთები 635 -დან
8 ივლისი 202411 ივლისი 20241 ᲒაჩერებაWizz Airავიაბილეთები 809 -დან
11 აგვისტო 202421 აგვისტო 20242 ᲒაჩერებაWizz Airავიაბილეთები 934 -დან
20 სექტემბერი 202423 სექტემბერი 20242 ᲒაჩერებაWizz Airავიაბილეთები 866 -დან

ვარშავაში თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან პირდაპირი რეისით პოლონური ავიაკომპანია LOT-ი მოგახვედრებთ. რეისები კვირაში ხუთი სიხშირით – სამშაბათს, ხუთშაბათს, პარასკევს, შაბათს და კვირას სრულდება. ავიაბილეთებს მისაღებ ფასად შეიძენთ, თუ თქვენს მოგზაურობას წინასწარ დაგეგმავთ.

თბილისი ვარშავა

გამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
29 მაისი 202429 მაისი 2024LOT Polish Airlinesავიაბილეთები 1 225 -დან
3 ივნისი 20247 ივნისი 2024LOT Polish Airlinesავიაბილეთები 1 298 -დან
4 ივლისი 202420 ივლისი 2024LOT Polish Airlinesავიაბილეთები 1 353 -დან
13 აგვისტო 202416 აგვისტო 2024LOT Polish Airlinesავიაბილეთები 1 148 -დან

tbilisi varshava -ს მიმართულებით შეგიძლიათ ისარგებლოთ ისეთი ავიაკომპანიების ტრანზიტული რეისებით, როგორებიცაა : Air Baltic , Ukraine International Airlines და Turkish Airlines-ი.

ბათუმი ვარშავა -ს მიმართულებით კი ტრანზირულ რეისებს ასევე Turkish Airlines – გვთავაზობს.

თბილისი ვარშავა

გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
21 მაისი 202426 მაისი 20242 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 871 -დან
3 ივნისი 20249 ივნისი 20242 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 999 -დან
21 ივლისი 202410 აგვისტო 20242 ᲒაჩერებაTurkish Airlinesავიაბილეთები 1 094 -დან
27 აგვისტო 20245 სექტემბერი 20241 ᲒაჩერებაTurkish Airlinesავიაბილეთები 1 074 -დან
20 სექტემბერი 202415 ოქტომბერი 20242 ᲒაჩერებაTurkish Airlinesავიაბილეთები 1 093 -დან
13 ოქტომბერი 202413 ოქტომბერი 20241 ᲒაჩერებაTurkish Airlinesავიაბილეთები 1 185 -დან
16 ნოემბერი 202424 ნოემბერი 2024პირდაპირიLOT Polish Airlinesავიაბილეთები 859 -დან
11 დეკემბერი 202418 დეკემბერი 2024პირდაპირიLOT Polish Airlinesავიაბილეთები 803 -დან
1 იანვარი 20251 იანვარი 2025პირდაპირიLOT Polish Airlinesავიაბილეთები 803 -დან
5 თებერვალი 20259 თებერვალი 2025პირდაპირიLOT Polish Airlinesავიაბილეთები 743 -დან

ავიაბილეთები ვარშავის მიმართულებით შეგიძლიათ მოიძიოთ AVIA.GE-ის ვებსაიტზე ან მობილურ აპლიკაციაში და თქვენთვის საუკეთესო ვარიანტი შეარჩიოთ. უფრო მეტი კომფორტისთვის და საუკეთესო შეთავაზებისთვის კი ჩვენი გუნდი დაგეხმარებათ.

ვარშავის მიმართულებით იაფი ავიაბილეთების დასაჯავშნად დაგვიკავშირდით ნომერზე: 551 907 907

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიავიაბილეთები ათენის მიმართულებით
შემდეგი სტატიაბუდაპეშტის მიმართულებით ავიაბილეთები
4.6 9 votes
შეაფასე სტატია
Subscribe
Notify of
5 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments