Avia.ge  აცხადებს ვაკანსიას სავიზო კონსულტანტის პოზიციაზე.

Avia.ge არის ავიაბილეთების სააგენტო, რომელიც მომხმარებელს მუდმივად სთავაზობს ავიაბილეთების
შეძენას ყველაზე დაბალ ფასად. ვეძებთ გრძელვადიან თანამშრომლობაზე ორიენტირებულ, მოტივირებულ და
ენერგიულ ადამიანებს.

თუ ხართ ორიენტირებული, გახდეთ კოლეგიალური, მეგობრული, პროფესიონალი, განვითარებაზე
ორიენტირებული გუნდის წევრი, მაშინ „Avia.ge“ ის ადგილია, სადაც უნდა გამოავლინოთ თქვენი პროფესიული
უნარები!

ფუნქცია მოვალეობები:

  • სავიზო პროცედურების შესახებ კონსულტაციის გაწევა;
  • ვიზის მისაღებად საჭირო დოკუმენტაციის მომზადება;
  • ოფისში მოსული მომხმარებლისათვის სავიზო პროცედურებთან დაკავშირებული ინფორმაციის
    მიწოდება და მათი მომსახურება;
  • სატელეფონო ხაზისა და სოციალურ ქსელების მეშვეობით მოსული მომხმარებლის მომსახურება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • საოფისე კომპიუტერული პროგრამებისა და საძიებო სისტემების გამოყენების ცოდნა;
  • ინგლისური ენის ცოდნა (აუცილებელია);
  • რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა (სასურველია);
  • გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
  • უპირატესობა მიენიჭება კანდიდატს, მსგავს პოზიციაზე მშაობის გამოცდილებით;

კომპეტენციები და უნარები:

  • წერითი და ვერბალური კომუნიკაცია;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
  • პასუხისმგებლობის აღების უნარი;
  • მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
  • პუნქტუალურობა;

სამუშაო განაკვეთი: 10:00 – 19:00 (ორშაბათი-პარასკევი);
ანაზღაურება: 1500 (ფიქსირებული, ხელზე ასაღები) + მაღალი საბონუსე სისტემა

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და შეგახსენებთ, რომ შეზღუდული დროიდან და ვაკანსიის
მნიშვნელობიდან გამომდინარე, შესაძლებელია, კომპანიამ შერჩევის პროცესი დაიწყოს ვაკანსიის
მიმდინარეობის პარალელურად. შესაბამისად, კომპანია მიესალმება თქვენ მიერ, რაც შეიძლება მოკლე ვადაში
გადმოგზავნილ რეზიუმეს.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე
[email protected] და „SUBJECT“ ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: „სავიზო
კონსულტანტი“.

გისურვებთ წარმატებას!

წინა სტატიაშიგამყვანი  ტურ-ოპერატორი
შემდეგი სტატიაAir Moldova კიშინიოვის მიმართულებით ფრენებს ამატებს
3.5 6 votes
შეაფასე სტატია
Subscribe
Notify of
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments