fbpx
7.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, დეკემბერი 11, 2024

მომსახურების ხელშეკრულება

 

  1. განმარტებები

1.1 წინამდებარე პირობებში:

“კომპანია” გულისხმობს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება “ავია ჯი”_ს, რეგისტრირებული საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ს/კ 424073308, იურიდიული მისამართი:

“კლიენტი” გულისხმობს ნებისმიერი ფიზიკურ ან იურიდიულ პირს რომელიც ეთანხმება წინამდებარე პირობებს და სურს კომპანიის დახმარებით სერვისის მიღება.

  1. ხელშეკრულების დადება

2.1 კომპანიას და კლიენტს შორის, წინამდებარე მომასხურების ხელშეკრულება დადებულად ჩაითვლება თუ ინვოისის საფუძვალზე კლიენტი ჩარიცხავს თანხას, რითაც ეთანხმება წინამდებარე პირობებს და შესაბამისად კომპანიასთან აფორმებს იურიდიული ძალის მქონე ნამდვილ მომსახურების ხელშეკრულებას.

2.2 წინამდებარე ხელშეკრულება არეგულირებს კომპანიის მიერ კლიენტისთვის მომსახურების გაწევის  პირობებს.

3.მომსახურების საგანი

3.1 წინამდებარე ხელშეკრულების დადებით, კლიენტი კომპანიას ავალებს წინასწარ შერჩეული სერვისის გაწევას, რომელიც დაკავშრებულია სამგზავრო ბილეთებისა და სასტუმროს ჯავშნების შეძენასთან, სამოგზაურო დაზღევის გაკეთებასთან, სავიზო განაცხადის შევსებასთან.

  1. კლიენტის უფლებები და მოვალეობები:

4.1.1 კლიენტი ვალდებულია კომპანიას წარუდგინოს ყველა საჭირო ინფორმაცია/დოკუმენტაცია  სრული და სწორი სახით.

4.1.2 კლიენტს აქვს უფლება მოითხოვოს ზარალის ანაზღაურება, ასეთის არსებობის შემთხვევაში, თუ ბილეთის შეძენა ან სასტუმროს დაჯავშნა მოხდა მის მიერ მიწოდებული მონაცემებისგან განსხვავებულად, არასწორ მიმართულებაზე, არასწორ თარიღზე, არასწორი სახელი და გვარით.

4.1.3 კლიენტის მიერ წინამდებარე ხელშეკრულებით კომპანიისთვის მინიჭებული უფლებები მოქმედებს მხოლოდ ამ ხელშეკრულების ფარგლებში გასაწევ მომსახურებასთან დაკავშირებით.

  1. კომპანიის უფლებები და მოვალეობები:

5.1 კომპანია ვალდებულია კლიენტისთვის  3.1  პუნქტით გათვალისწინებული მომსახურების გაწევამდე  დააზუსტოს დეტალები მასთან.

5.2 კომპანია იღებს პასუხისმგებლობას 3.1  პუნქტით გათვალისწინებული მომსახურების კეთილსინდისიერად/ჯეროვნად შესრულების შესახებ.

  1. კომპანიის პასუხისმგებლობის შეზღუდვა

6.1 “ავია ჯი” წარმოადგენს მხოლოდ შუამალ კომპანიას, შესაბამისად პასუხს არ აგებს ბილეთებში/ჯავშნებში/სადაზღვევო პოლისში შეტანილ ცვლილებებზე, კერძოდ, ფრენის გაუქმება,  გადადება, ავიაბილეთების გადაცვლა, ავიაბლეთების გაუქმება, სასტუმროს ჯავშნის გაუქმებაზე, სასტუმროში არასათანადო პირობების  დახვედრაზე და ა.შ. მიუხედავად ამისა კომპანია შეეცდება დახმარება გაუწიოს მომხმარებელს.

6.2 კომპანია არ იღებს პასუხისმგებლობას, კლიენტისთვის ზარალის ანაზღაურების შესახებ, თუ მიყენებული ზარალი გამოწვეულია კომპანიისგან დამოუკიდებელი მიზეზით.

6.3 კომპანია  არ აგებს პასუხს მგზავრობასთან დაკავშირებულ არც ერთ საკითხზე ან/და მათ ინფორმირებაზე (საზღვარზე წარსადგენი დოკუმენტაცია, Covid რეგულაციების მოთხოვნები და სხვ.);

6.4  „ავია.ჯი“ არ აგებს პასუხს მგზავრის ფრენაზე არ გამოცხადებისა ან/და დაგვიანების შედეგებზე;

  1. ავიაბილეთის გადაცვლისას მოქმედებს შემდეგი წესები:

7.1.1 ავიაბილეთის გადაცვლასთან დაკავშირებით კლიენტი უფლებამოსილია დაუკავშირდეს კომპანიას,   “ავია ჯი”_ს ან მიმართოს შესაბამის ავიაკომპანიას.

7.1.2 კომპანია გადასცემს შესაბამის ავიაკომპანიას/სააგენტოს კლიენტის მოთხოვნას ბილეთის გადაცვლის შესახებ.

7.1.3 ავიაბილეთის გადაცვლის საკითხს ავიაკომპანია/სააგენტო განიხილავს და წყვეტს საკუთარი შიდა პოლიტიკის, წესებისა და პირობების შესაბამისად, რომელიც ავიაკომპანიას/სააგენტოს აქვს საჯაროდ გამოქვეყნებული.

  1. ავიაბილეთის გაუქმებისას მოქმედებს შემდეგი წესები:

8.1 ავიაბილეთის გაუქმებასთან დაკავშირებით კლიენტი უფლებამოსილია დაუკავშირდეს კომპანიას,  “ავია ჯი”_ს ან მიმართოს ავიაკომპანიას.

8.2კომპანია გადასცემს შესაბამის ავიაკომპანიას/სააგენტოს კლიენტის მოთხოვნას ბილეთის გაუქმების შესახებ.

8.3 ავიაბილეთის გაუქმების საკითხს ავიაკომპანია/სააგენტო განიხილავს და წყვეტს საკუთარი შიდა    პოლიტიკის, წესებისა და პირობების შესაბამისად, რომელიც ავიაკომპანიას/სააგენტოს აქვს საჯაროდ გამოქვეყნებული.

8.4 ავიაკომპანიისგან დაბრუნებული თანხა კლიენტს უბრუნდება ეროვნულ ვალუტაში, კომპანიის მომსახურების საკომისიოს გამოკლებით.

  1. ავიაბილეთი სხვა პირზე გადაცემის წესი:

9.1  ავიაბილეთის სხვა პირზე გადაცემს საკითხს ავიაკომპანია/სააგენტო განიხილავს და წყვეტს საკუთარი შიდა პოლიტიკის, წესებისა და პირობების შესაბამისად, რომელიც ავიაკომპანიას/სააგენტოს აქვს საჯაროდ გამოქვეყნებული.

  1. ავიაბილეთის დაბრუნების წესი:

10.1 ავიაბილეთის დაბრუნებასთან დაკავშირებით მომხმარებელი უფლებამოსილია დაუკავშირდეს ავიაკომპანიას ან/და  „ავია.ჯის“;

10.2  მომხმარებლის მიერ „ავია.ჯის“-სთან დაკავშირების შემთხვევაში, „ავია.ჯი“; უკავშირდება ავიაკომპანიას.  „ავია.ჯი“ არ არის პასუხისმგებელი ავიაკომპანიის უკუკავშირზე;

10.3 „ავია.ჯი“ არ არის პასუხისმგებელი ბილეთის დაბრუნებასთან, ავიაკომპანიის კომუნიიკაციასა ან/და ბილეთის დაბრუნებასთან დაკავშირებულ სხვა ტექნიკურ დეტალებზე.

10.4  ბილეთის დაბრუნების საკითხს შესაბამისი ავიაკომპანია განიხილავს და წყვეტს საკუთარი შიდა პოლიტიკის, წესებისა და პირობების ან/და სხვა რელევანტური რეგულაციების შესაბამისად; კომპანია არ არის პასუხისმგებელი ავიაკომპანიის გადაწყვეტილებებზე.

10.5 ავიაკომპანია ბილეთის დაბრუნების შემთხვევაში თავად განსაზღვრავს მომხმარებლისთვის დასაბრუნებელ თანხის ღირებულებას.

10.6  „ავია.ჯი“ მომხმარებელს ავია კომპანიის მიერ დაბრუნებული თანხიდან უბრუნებს კომპანიის საკომისიოსა და ტრანზაქციის საკომისიოს გამოკლებით არაუმეტეს 15 სამუშაო დღის ვადაში.

  1. სასტუმროს ჯავშნის შემთხვევაში მოქმედი წესები:

11.1 სასტუმროს ჯავშნის თარიღების შეცვლის შემთხვევაში გადაწყვეტილებას იღებს სასტუმროს ადმინისტრაცია.

11.2 სასტუმროს ჯავშნის გაუქმება ხდება სასტუმროს ადმინისტრაციის მიერ წინასწარ მათ მიერ დადგენილი წესის მიხედვით.

11.3  სასტუმროს ჯავშნის სხვაზე გადაცემა ხდება სასტუმროს ადმინისტრაციის მიერ წინასწარ დადგენილი წესებით.

11.4 სასტუმროში ადგილზე შეუსაბამო პირობების აღმოჩენის შემთხვევაში კლიენტს აქვს უფლება პასუხი მოსთხოვოს სასტუმროს ადმინისტრაციას.

  1. კონფიდენციალობის და პერსონალური მონაცემების დამუშევბის წესები:

12.1 ავია.ჯი ახორციელებს მომხმარებლის პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას იმ ფარგლებში, რაც აუცილებელია მომხმარებლისათვის მომსახურების გასაწევად. ამასთან მომხმარებლის მიერ შეთავაზების გამოყენება (შეძენა ან შეძენის მცდელობა) წარმოადგენს მის დამატებით თანხმობას პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე. ავია.ჯი უფლებას იტოვებს დაამუშაოს მომხმარებლის მონაცემები პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვის კანონით დასაშვებ ფარგლებში, ხოლო მომხმარებელს უფლება აქვს ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ მონაცემთა პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვის გამოყენების შეწყვეტა. ავია.ჯი უფლებას იტოვებს, ხოლო მომხმარებელი თანახმაა, გადაეცეს მისი პერსონალური მონაცემები ავია.ჯის პარტნიორ კომპანიებს კლიენტისთვის/მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევის მიზნით, საჭიროების შემთხვევაში, მომხმარებელს შეუძლია მოითხოვოს მონაცემების წაშლა.

12.2 ავია.ჯი მიმართავს ყველა გონივრულ საშუალებას, რათა უზრუნველყოს მომხმარებლის მონაცემების დაცვა. ავია.ჯი პასუხს არ აგებს თუ მესამე პირთა მიერ განხორციელდა უკანონო წვდომა მომხმარებლის მონაცემებზე (მათ შორის, პერსონალური მონაცემებზე).

  1. კომუნიკაცია, შეტყობინებები

13.1 მხარეთა შორის ნებისმიერი ოფიციალური ურთიერთობა უნდა ატარებდეს წერილობით (როგორც ბეჭდური ისე ელექტრონული სახით) ფორმას. მხარისათვის გათვალისწინებული წერილობითი შეტყობინება მას შეიძლება მიეწოდოს პირადად ან გაეგზავნოს კურიერის ან საფოსტო გზავნილის საშუალებით. ოპერატიულობის მიზნით და მოცემული დებულებების გათვალისწინებით, დასაშვებია კომპანიისთვის შეტყობინების მიწოდება შემდეგ ([email protected]) ელექტრონული ფოსტის მეშვეობით

13.2 მხარეები ურთიერთობას განახორციელებენ ხელშეკრულებით განსაზღვრულ მისამართზე (ან სხვა ნებისმიერ მისამართზე, რომელსაც ერთი მხარე აცნობებს მეორეს წერილობით). მხარე ვალდებულია აღნიშნული მისამართ(ებ)ის ან მათი რომელიმე მონაცემის ცვლილების შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს მეორე მხარეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მხარის მიერ აღნიშნულ მისამართზე გაგზავნილი შეტყობინება ჩაითვლება ჯეროვნად ჩაბარებულად.

  1. ფორს-მაჟორი

14.1 მხარეთა მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობა არ გამოიწვევს საჯარიმო სანქციების გამოყენებას, თუ ხელშეკრულების შესრულების შეფერხება ან მისი ვალდებულებების შეუსრულებლობა პირდაპირ არისდაკავშირებული ფორს-მაჟორული გარემოების შედეგთან;

14.2 ამ მუხლის მიზნებისათვის „ფორს-მაჟორი“ ნიშნავს მხარეებისათვის გადაულახავ და მათი კონტროლისაგან დამოუკიდებელ გარემოებებს, რომლებიც არ არიან დაკავშირებული მხარეების შეცდომებსა და დაუდევრობასთან და რომლებსაც გააჩნია წინასწარ გაუთვალისწინებელი ხასიათი. ასეთი გარემოება შეიძლება გამოწვეული იქნას ომით, სტიქიური მოვლენებით, ეპიდემიით, კარანტინით და საქონლის მიწოდებაზე ემბარგოს დაწესებით და სხვა;

14.3 ფორს-მაჟორული გარემოებების დადგომის შემთხვევაში, მხარემ, რომლისთვისაც შეუძლებელი ხდება ნაკისრი

ვალდებულებების შესრულება, დაუყოვნებლივ უნდა გაუგზავნოს მეორე მხარეს წერილობითი შეტყობინება.

14.4 იმ შემთხვევაში, თუ მხარე, რომლისთვისაც შეუძლებელი ხდება ფორს-მაჟორული გარემოების დადგომის მიზეზით ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, აღნიშნული გარემოების დადგომის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე არ განახორციელებს მეორე მხარისათვის შესაბამისი შეტყობინების გაგზავნას, არ თავისუფლდება საჯარიმო სანქციების გადახდის ვალდებულებისგან.

14.5 იმ შემთხვევაში, თუ ფორსმაჟორული გარემოება გრძელდება 3 თვეზე მეტი ვადის განმავლობაში, მეორე მხარე უფლებამოსილია შეწყვიტოს ხელშეკრულების მოქმედება, მხარისთვის შეტყობინებით.

  1. დავის განხილვის წესი

15.1 მხარეები უზრუნველყოფენ, რომ ხელშეკრულების ირგვლივ წამოჭრილი ნებისმიერი უთანხმოება მხარეთა შორის გადაწყდებს მოლაპარაკების გზით. მხარეთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში, წინამდებარე ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ნებისმიერი შინაარსის დავა (მათ შორის, ხელშეკრულების არსებობასთან, ინტერპრეტაციასთან, შესრულებასთან და აღსრულებასთან

დაკავშირებით) განიხილება საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

  1. დასკვნითი დებულებები

16.1 ბათილობა – თუ ამ ხელშეკრულების ნებისმიერი დებულება ძალას დაკარგავს ან აღმოჩნდება ბათილი, ეს არ იმოქმედებს მთლიან ხელშეკრულებაზე და მის სხვა დებულებებზე. მხარეები ყველა ძალას იხმარენ, რათა ძალადაკარგული ან ბათილი დებულებები შეცვალონ იურიდიული ძალის მქონე ისეთი დებულებით, რომლის შინაარსიც მაქსიმალურად მიახლოებულია იმ ნებასთან, რომლის გამოხატვასაც მხარეები ძალადაკარგული ან ბათილი დებულებით ცდილობდნენ.

16.2. ცვლილებები – კომპანიას უფლება აქვს ცალმხრივად შეცვალოს ამ ხელშეკრულების პირობები ან/და დაადგინოს დამატებითი პირობები, ნებისმიერ დროს, კლიენტისათვის დამატებითი შეტყობინების გარეშე. მიუხედავად ამისა, კომპანია გამოიყენებს ყველა გონივრულ ზომას რათა კლიენტს მუდმივად დროულად შეატყობინოს ასეთი ცვლილებების შესახებ. ნებისმიერი ისეთი ცვლილება რომელიც აუარესებს კლიენტის მდგომარეობას, ძალაში შევა მხოლოდ კლიენტის მიერ მასზე თანხმობის გამოთქმის შემდეგ.

16.3 გადაცემა – კლიენტს არ აქვს უფლება ამ ხელშეკრულებიდან ან მასთან დაკავშირებული სხვა დოკუმენტისგან გამომდინარე უფლებები და ვალდებულებები გადასცეს რომელიმე მესამე პირს კომპანიის წერილობითი თანხმობის გარეშე.