10.8 C
Tbilisi
სამშაბათი, აპრილი 1, 2025

სამოგზაურო ინტერნეტი ფასდაკლებით MobineX

მიიღე 15% ფასდაკლება

ხშირად დასმული კითხვები

გაეცანი ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებს და მიიღე ამომწურავი ინფორმაცია mobineX შესახებ.

რა არის mobineX? arrow faq
mobineX–ი არის პირველი ქართული მობილური ოპერატორი დიდ ბრიტანეთში, რომელმაც ოპერირება 2023 წლის დასაწყისში დაიწყო და ქართველ მოგზაურებს პირველმა შესთავაზა აქამდე არსებული სტანდარტული როუმინგ ინტერნეტის პირობებისგან განსხვავებული და ბევრად უფრო კომფორტული სერვისი.
ფიზიკური Sim ბარათი თუ eSim? - რომელი უფრო კომფორტულია სამოგზაუროდ arrow faq
ფუნქციურად ფიზიკური და ელექტრონული ბარათები იდენტურია, განსხვავება მათ ფორმატში მდგომარეობს. თუ სმარტფონს აქვს eSIM-ის მხარდაჭერა, შესაძლებელია ულიმიტო eSIM-ების გააქტიურება ისე, რომ არ დაგჭირდება მობილურის დაშლა და მიმდინარე SIM-ის ჩანაცვლება. თუმცა, დღესდღეობით რადგან ყველა ტელეფონს არ აქვს ელექტორნული SIM-ის გააქტიურების ფუნქციონალი, მოგზაურების დიდი ნაწილი ისევ ფიზიკურ SIM-ებს ანიჭებენ უპირატესობას.
რატომ სჯობს სამოგზაურო ინტერნეტის ყიდვა საზღვარგარეთ წასვლამდე? arrow faq
თუ თადარიგს წინასწარ დაიჭერ, დანიშნულების ადგილას უკვე მომზადებული ჩახვალ და უცბად არ მოგიწევს შესაფერისი ალტერნატივების ძიება. ჩაფრენისთანავე შეძლებ საყვარელ ადამიანებთან დაკავშირებას. გარდა ამისა, სამოგზაურო ინტერნეტის არჩევის შემთხვევაში, დაზღვეული ხარ გაუთვალისწინებელი ხარჯებისგან თუ MB-ებს გამგზავრებამდე შეიძენ, ინტერნეტ პაკეტის ყიდვა ეროვნულ ვალუტაში - ლარში შეგიძლია. ამასთან, არ მოგიწევს ბიუროკრატიული პროცესის გავლა, რაც ახალი SIM ბარათის აღებისთვის არის აუცილებელი.
როგორ განვახორციელოთ საზღვარგარეთიდან ზარები საქართველოში ყველაზე შეღავათიანი ტარიფებით? arrow faq
mobineX-ის აპლიკაციას ერთი მნიშვნელოვანი დეტალი გამოარჩევს. MB-ების შემოწმება/დამატებასთან ერთად შესაძლებელია ზარების მიღება-განხორციელება როგორც საერთაშორისო და ლოკალურ ფიქსირებულ, ასევე - მობილურ ნომრებზე. ამასთან, ზარის მიმღებს არ სჭირდება ინტერნეტი. ასე რომ, mobineX-ის აპლიკაციით სარგებლობის შემთხვევაში, დამატებით როუმინგის ჩართვა აღარ დაგჭირდება.
რა უპირატესობებს გვთავაზობს სამოგზაურო ინტერნეტი? arrow faq
ერთი შეხედვით, შეიძლება იფიქრო, რომ სამოგზაუროდ მობილური ინტერნეტის ჩართვა სრულებითაც არ არის საჭირო. ისედაც თავისუფლად შეძლებ სასტუმროს, აეროპორტისა და ლოკალური კაფე-ბარების Wi-Fi-ით სარგებლობას. თუმცა, ნურც ის დაგავიწყდება, რომ საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში გადატვირთული მოხმარების გამო შენი კავშირი ვერ იქნება უწყვეტი. თუ ინტერნეტი შეფერხებით ფუნქციონირებს, ამან შეიძლება საკმაოდ დაგაზარალოს. გარდა ამისა, ინტერნეტთან კავშირი გზის გაკვლევის მიზნითაც შეიძლება დაგჭირდეს. MB-ების გარეშე გაგიჭირდება უცხო ქუჩებში ნავიგაცია. მსგავსი შემთხვევები რომ თავიდან აირიდო და მოგზაურობის განმავლობაში, უსაფრთხო, მუდმივი კავშირი შეინარჩუნო, გირჩევთ, mobineX-ის სამოგზაურო ინტერნეტი წინასწარ გაიაქტიურო.

შეარჩიე შენზე მორგებული mobineX-ის სამოგზაურო ინტერნეტ პაკეტი

საზღვარგარეთ წასვლამდე, ერთ-ერთი მნიშნელოვანი დეტალი, რაზეც გვიწევს ფიქრი ინტერნეტთან კავშირის უზრუნველყოფაა, სწორედ ამისთვის არის შექმნილი mobineX-ის სამოგზაურო ინტერნეტი. სერვისით სარგებლობა შესაძლებელია მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში როგორც ფიზიკური SIM ბარათით, ასევე – eSIM-ით ე.წ ელექტორნულ SIM-ით.

რა უნდა გავითვალისწინოთ ინტერნეტ პაკეტის შერჩევისას

ინტერნეტ პაკეტის შერჩევისას, პირველ რიგში, საკუთარ საჭიროებებზე უნდა დაფიქრდე. mobineX-ის სერვისები მოიცავს როგორც სტანდარტულ, ასევე – ულიმიტო პაკეტებს, რომლებიც ხელმისაწვდომია ცალკეული ქვეყნებისთვის, რეგიონებისთვის ან საერთაშორისო გამოყენებისთვის. ასე რომ, შენი სასურველი ლოკაციის მიხედვით კონკრეტულად ამ ადგილისთვის შესაბამის ოპტიმალურ შეთავაზებას იპოვი.

mobineX-ის ინტერნეტ პაკეტები

mobineX-ის ინტერნეტ პაკეტების შეძენა ფიზიკური SIM ბარათისა და ელექტრონული eSIM-ის სახით არის შესაძლებელი. ორივე მათგანი ფუნქციურად მსგავსია. განსხვავება მხოლოდ მათ ფორმაში მდგომარეობს. SIM და eSIM ბარათების გამოყენება თავისუფლად შეგიძლია მთელი მსოფლიოს მასშტაბით. იმ ქვეყნებში, სადაც არის 5G სიხშირე, ინტერნეტიც ამ სიხშირეზე იმუშავებს. რეგისტრაცია უმარტივესია – ამავე გვერდიდან ირჩევ სასურველ პაკეტს, ავსებ შენი პირადი კაბინეტის შექმნისთვის საჭირო ველებს და იხდი MasterCard/VISA ბარათით. თუ ელექტრონული ბარათით სარგებლობას გადაწყვეტ, დარწმუნდი, რომ შენს სმარტფონს აქვს eSIM-ის მხარდაჭერა. ამისთვის შეამოწმე, მობილურის პარამეტრებში არის თუ არა add eSIM ფუნქცია. თუ მობილურს არ აქვს eSIM-ის მხარდაჭერა, ესეც არ არის პრობლემა, რადგან როგორც დასაწყისში აღვნიშნეთ, mobineX-ს აქვს ფიზიკური SIM-იც, რომელიც ყველა ქვეყანაში მუშაობს. პაკეტების გააქტიურების შესახებ ზუსტ ინფორმაციას პაკეტების აღწერაში ნახავ. საჭიროების შემთხვევაში, პირადი კაბინეტიდან შეძლებ ახალი პაკეტის შეძენას. პირადი კაბინეტიდან ასევე შესაძლებელია სასურველი რაოდენობის SIM-ის და eSIM-ის დამატებაც. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი უპირატესობა, რაც mobineX-ს გამოარჩევს სხვებისგან, არის ის, რომ mobineX-ის აპლიკაციიდან შესაძლებელია ნებისმიერ მობილურ და ფიქსირებულ ნომერზე დარეკვა და შემომავალი ზარების მიღება. რეგისტრაციისას ან პაკეტის დამატებისას დახმარება თუ დაგჭირდა, mobineX-ის გუნდი 24/7-ზე სულ ხაზზეა: +995322040050 https://www.facebook.com/MobineXTravelSim