fbpx
27.8 C
Tbilisi
სამშაბათი, აპრილი 30, 2024

სამოგზაურო დაზღვევის დაბრუნების პოლიტიკა

1. სადაზღვევო პოლისის მოქმედების დასრულება, შეწყვეტა და სადაზღვევო პრემიის დაბრუნების პირობა 1.1 სადაზღვევო პოლისის მოქმედება დასრულებულად ჩაითვლება:

  • პოლისის მოქმედების ვადის(სადაზღვევო პერიოდის) გასვლის შემთხვევაში;
  • პოლისის პირობებით გათვალისწინებული სადაზღვევო ლიმიტის ამოწურვის შემთხვევაში.

სამოგზაურო დაზღვევის პოლისის გაუქმება შესაძლებელია როგორც პოლისით გათვალისწინებული სადაზღვევო პერიოდის დაწყებამდე ასევე სადაზღვევო პერიოდის დაწყების შემდეგ. პოლისის ვადამდე გაუქმების შემთხვევაში სადაზღვევო პრემიის დაბრუნების საკითხი რეგულირდება მზღვეველის გადაწყვეტილების შესაბამისად 4.2 მუხლში მითითებული წესით. 1.2 წინამდებარე სამოგზაურო დაზღვევის ვადამდე შეწყვეტა/პოლისის გაუქმება დასაშვებია როგორც სადაზღვევო პერიოდის დაწყებამდე ასევე სადაზღვევო პერიოდის დაწყების შემდეგ, შემდეგი მიზეზების არსებობისას: ა) ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება ბ) მივლინების გაუქმება გ) სხვა გარემოება რომელიც შეუძლებელს ხდის მოგზაურობას დ) ვიზაზე უარი ე)ქვეყანაში შესვლაზე უარი (ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, პოლისში მითითებულ ქვეყანაში შესვლაზე, შესაბამისი კომპეტენციის მქონე ორგანოს/პირის მიერ უარის თქმა) მითითებული გარემოებების დადგომისას დაზღვეული ვალდებულია დამზღვევს წარუდგინოს: ჯანმრთელობის მგომარეობის გაუარესებისას – პასპორტი და ჯანმრთელობის ცნობა (ფორმა 100). მივლინების გაუქმების შემთხვევაში – პასპორტი და დამსაქმებლის ცნობა მივლინების გაუქმების თაობაზე. სხვა გარემოების არსებობის შემთხვევაში – პასპორტი, განცხადება პოლისის გაუქმების თაობაზე და დოკუმენტი/მტკიცებულება რაც გამორიცხავს/ართულებს ან შეუძლებელს ხდის მოგზაურობას. ვიზაზე უარი – პასპორტი, საელჩოს ცნობა ვიზაზე უარის თქმის შესახებ. ქვეყანაში შესვლაზე უარის შემთხვევაში – პასპორტი, შესაბამისი კომპეტენციის ორგანოს ცნობა. 1.3 იმ შემთხვევაში თუ სამოგზაურო დაზღვევის ვადამდე შეწყვეტა/პოლისის გაუქმება მოთხოვნილია პოლისში მითითებული სადაზღვევო პერიოდის დაწყებამდე და მზღვეველის მიერ პოლისის გაუქმების მიზეზი მიჩნეულ იქნა საპატიო მიზეზად, პოლისის ფარგლებში გადახდილი სადაზღვევო პრემია (მზღვეველის მიერ გაწეული ხარჯის გამოკლებით), სრულად ექვემდებარება დაბრუნებას, ხოლო იმ შემთხვევაში თუ სამოგზაურო დაზღვევის ვადამდე შეწყვეტა მოთხოვნილია პოლისში მითითებული სადაზღვევო პერიოდის დაწყების შემდეგ და პოლისის გაუქმების მიზეზი მზღვეველის მიერ მიჩნეულ იქნა საპატიო მიზეზად, დაბრუნებას ექვემდებარება მხოლოდ პოლისის ფარგლებში გამოუმუშავებელი სადაზღვევო პრემია (მზღვეველის მიერ გაწეული ხარჯის გამოკლებით). 1.4 დღეთა ოდენობით განსაზღვრული სადაზღვევო პერიოდის შესაბამისი სამოგზაურო დაზღვევის პოლისის გაუქმების მიზნებისათვის, პრემიის გამომუშავება იწყება პოლისის გაცემის თარიღიდან და სრულად გამომუშავებულად ჩაითვლება სამოგზაურო დაზღვევის პოლისის გაცემის თარიღიდან იმ თარიღამდე რა ვადაც (დღეთა ოდენობა) პოლისით არის გათვალისწინებული სადაზღვევო დაფარვისთვის. 1.4.1 მითითებული სამოგზაურო დაზღვევის პოლისის გაუქმებისას თუ პოლისის გაუქმების მიზეზი მზღვეველის მიერ მიჩნეულ იქნა საპატიო მიზეზად, დაბრუნებას ექვემდებარება მხოლოდ სადაზღვევო პრემია, გამოუმუშავებელი პერიოდის პროპორციულად, შესაბამისად იმ შემთხვევაში თუ პოლისის გაუქმების დროისთვის სადაზღვევო პრემია პოლისის ფარგლებში სრულად არის გამომუშავებული პრემია არ ექვემდებარება დაბრუნებას. 1.5 იმ შემთხვევაში თუ, დაზღვეულის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების შესწავლის შედეგად, მზღვეველი, სამოგზაურო დაზღვევის ვადამდე შეწყვეტა/პოლისის გაუქმების მიზეზს მიიჩნევს არასაპატიო მიზეზად, მიუხედავად იმისა პოლისის გაუქმება მოთხოვნილია სადაზღვევო პერიოდის დაწყებამდე თუ პერიოდის დაწყების შედეგ, სადაზღვევო პრემია არ ექვემდებარება დაბრუნებას.