თბილისი კოშიცე ავიაბილეთები 353 ლარიდან

იაფი ავიაბილეთები თბილისიდან კოშიცეში

სლოვაკეთის სიდიდით მეორე ქალაქი კოშიცე ცენტრალური ევროპის გამორჩეული, თუმცა ნაკლებად ცნობილი ქალაქია. 2013 წელს კოშიცე ევროპის კულტურის დედაქალაქი იყო, თუმცა ევროპის სხვა ქალაქებთან შედარებით ტურისტებში ჯერ კიდევ ნაკლებად პოპულარულია.

ჯერ მხოლოდ შორიდან თვალიერებაც კმარა იმის სანახავად, თუ რაოდენ საოცარი კულტურისა და ისტორიის ქალაქია კოშიცე. მისი ძველი გოთიკური სტილის შენობები ნებისმიერი მნახველის გულს უმალვე მოიგებს. თუ საიდუმლო ღირსშესანიშნაობების აღმოჩენაზე გული თქვენც გიჩქარდებათ, თბილისი კოშიცე ავიაბილეთები უდიდეს თავგადასავლებს გპირდებათ. აქაურობა ისტორიულ და არქიტექტურულ მრავალფეროვნებას კარგად უთავსებს ევროპული კაფეებისა და კომფორტის ესთეტიკას. მოკლედ, იჩქარეთ და დაასწარით მოგზაურობის მოყვარულ ადამიანთა უმეტესობას ამ ქალაქის ახლოდან გაცნობა.

როგორ გავემგზავროთ თბილისიდან კოშიცეში?

თბილისიდან კოშიცეში პირდაპირი ავიარეისი ამჟამად არ არის, ამიტომ გაფრენას გადაჯდომით შეძლებთ, ყველაზე ხშირად ვენაში (Austrian Airlines) ან ვარშავაში (LOT). ყველაზე იაფი ავიაბილეთების ფასი 353 ლარიდან იწყება. თბილისი კოშიცე ავიაბილეთები თქვენს დროსა და განრიგს შეგიძლიათ მოარგოთ. იხელმძღვანელეთ ქვემოთ მოცემული ავიარეისების ცხრილის მიხედვით.

ცალმხრივი
ორმხრივი
შეთავაზებები
გამგზავრების თარიღიგადაჯდომებიავიაბილეთების მოძებნა
28 ნოემბერი 20263 Გაჩერებაავიაბილეთები 508 -დან
30 ნოემბერი 20262 Გაჩერებაავიაბილეთები 514 -დან
29 ნოემბერი 20262 Გაჩერებაავიაბილეთები 558 -დან

მნიშვნელოვანი ინფორმაცია თბილისი კოშიცე ფრენების შესახებ

თბილისიდან კოშიცეს მიმართულებით გადაჯდომით ფრენებს ბევრ ავიაკომპანიასთან შეხვდებით. თბილისი კოშიცე ფრენები შეგვიძლია შემოგთავაზოთ LOT-ისა და Austrian Airlines-ის რეისებით: LOT-ით გადაჯდომა ვარშავაშია, Austrian Airlines-ით კი ვენაში. ორივე ავიაკომპანია კოშიცეს საერთაშორისო აეროპორტში (KSC) ჩაფრინდება, რომელიც ქალაქის ცენტრიდან დაახლოებით 6 კილომეტრშია.

გაითვალისწინეთ, რომ ისინი ფრენის სხვადასხვა პირობებს შემოგთავაზებენ, მაგალითად სხვადასხვა ადგილას და სხვადასხვა ხანგრძლივობით გადაჯდომას. ასევე, სპეციალური პირობები მოქმედებს ბარგზეც. ბარგის პირობები არჩეული ტარიფის მიხედვით გადაამოწმეთ. შესაბამისად, თბილისიდან კოშიცემდე მგზავრობას თქვენზე მაქსიმალურად მორგებული პირობებით აუცილებლად შეძლებთ.

რეისის შერჩევა

პირდაპირი რეისის ხელმისაწვდომობა, გამგზავრების დღეები და გადაჯდომების რაოდენობა კონკრეტული თარიღისთვის გადაამოწმეთ. განრიგი სეზონის მიხედვით იცვლება. ცხრილებში შეადარეთ მგზავრობის სრული დრო, ჩამოფრენის თარიღი და გამგზავრებისა და ჩამოსვლის აეროპორტების ზუსტი კოდები.

ბარგი და ავიაბილეთის სრული ღირებულება

ბარგის ნორმა არჩეულ ტარიფსა და რეისზეა დამოკიდებული. ცალ-ცალკე გადაამოწმეთ პატარა პირადი ჩანთის, სალონში შესატანი ჩემოდნისა და ჩასაბარებელი ბარგის პირობები. საჭირო ბარგის დამატების საფასური საბოლოო ღირებულებაში გაითვალისწინეთ.

თუ გადაჯდომით მგზავრობთ, შეამოწმეთ, ყველა მონაკვეთი ერთ ავიაბილეთშია თუ ცალკე ჯავშნებად. ცალკე ავიაბილეთებისას გაითვალისწინეთ ბარგის ხელახლა ჩაბარება, შესაძლო აეროპორტის შეცვლა და დამატებითი დრო. რეისის ცვლილებისა და დაბრუნების პირობები გადახდამდე წაიკითხეთ.

სამგზავრო დოკუმენტები და ტრანზიტი

საქართველოს მოქალაქის ჩვეულებრივი ბიომეტრიული პასპორტით მოკლე ვიზიტისას გაითვალისწინეთ შენგენის სივრცეში ყოფნის საერთო ლიმიტი: მაქსიმუმ 90 დღე ნებისმიერ 180 დღეში. სხვა მოქალაქეობის, პასპორტის ტიპის, მუშაობის ან სწავლის შემთხვევაში პირობები ცალკე გადაამოწმეთ. შეამოწმეთ პასპორტის მოქმედების ვადა და საჭიროებისას მოამზადეთ ვიზიტის მიზნის, განთავსებისა და დაბრუნების დამადასტურებელი საბუთები. გადაჯდომისას შეამოწმეთ სატრანზიტო ქვეყნის წესები, განსაკუთრებით მაშინ, თუ ცალკე ავიაბილეთებით მგზავრობთ, აეროპორტს ცვლით ან ბარგი ხელახლა უნდა ჩააბაროთ. შესვლის პირობების ოფიციალური ინფორმაცია.

ფრენის დეტალები
მიმართულების დეტალები
ფრენის ხანგრძლივობა
8 სთ 50 წთ
დისტანცია
2038 კმ
აერპორტის კოდი
KSC
ავიაკომპანიები
LOT, Austrian Airlines
სამოგზაურო დოკუმენტაცია
ჩვეულებრივი ბიომეტრიული პასპორტი; საქართველოს მოქალაქის მოკლე ვიზიტისთვის 90/180 დღის ლიმიტი. შესვლისა და ტრანზიტის პირობები წინასწარ გადაამოწმეთ.
ვალუტა
ევრო, Euro (€)
ენა
სლოვაკური
თაიმზონა
GMT+1
დღიური საშუალო თანხა
70 ევრო

ფრენები კოშიცეში

    კოშიცესთან დაკავშირებული სხვა სტატიები

    ხშირად დასმული კითხვები თბილისი კოშიცე ფრენების შესახებ

    თუ უკვე შეიძინეთ თბილისი კოშიცე ავიაბილეთები ან მომავალში გეგმავთ სლოვაკეთში მოგზაურობას, თვალი გადაავლეთ ხშირად დასმული კითხვების სექციას და გაიგეთ მეტი კოშიცეს შესახებ.

    გაზაფხული ამინდების მხრივ საუკეთესო სეზონია კოშიცეში სამოგზაუროდ.

    კოშიცე გამორჩეულია ისტორიული და არქიტექტურული მხარით. 2013 წელს კოშიცე ევროპის კულტურის დედაქალაქი იყო, ძველ ქალაქში კი წმინდა ელისაბედის გოთიკური ტაძარი დგას. ქალაქს ულამაზესი მწვანე ბაღები და ევროპული კაფეები აქვს.

    არა, თბილისიდან კოშიცეში პირდაპირი რეისი ამჟამად არ არის. გაფრენა შესაძლებელია გადაჯდომით, მაგალითად ვენაში (Austrian Airlines) ან ვარშავაში (LOT).

    ყველაზე დაბალი ფასი კონკრეტულ თარიღსა და ტარიფზეა დამოკიდებული. შეადარეთ რამდენიმე ავიაკომპანიის შეთავაზება ბარგის, გადაჯდომის ხანგრძლივობისა და დამატებითი მომსახურებების გათვალისწინებით. საბოლოო ღირებულება გადახდამდე გადაამოწმეთ.

    avia.ge -ზე ავიაბილეთების შეძენა ძალიან მარტივია. საძიებო ველში შეგიძლიათ ჩაწეროთ თქვენთვის სასურველი მიმართულება, საიტი კი შემოგთავაზებთ საუკეთესო ავიარეისებს. სურვილისამებრ, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ჩვენს ქოლ-ცენტრს ან მობრძანდეთ avia.ge -ს ოფისში.

    არატურისტულ სეზონებზე გირჩევდით მოგზაურობას, თუ ბიუჯეტური დასვენება გსურთ. ამ დროს ავიაბილეთებზე ფასი საგრძნობლად იკლებს.

    2 დღე ქალაქის მთავარი ღირსშესანიშნაობების მოსანახულებლად გეყოფათ.

    KSC – კოშიცეს საერთაშორისო აეროპორტი ქალაქის ცენტრიდან დაახლოებით 6 კილომეტრში, სამხრეთით მდებარეობს.

    გირჩევთ, 1 ან 2 თვით ადრე დაიჭიროთ განრიგი, წინასწარ ავიაბილეთები ყოველთვის ნაკლები დაგიჯდებათ. ასევე, დასვენება არ დაამთხვიოთ დღესასწაულებს.

    სანდოობა და მრავალწლიანი გამოცდილება – avia.ge მრავალი წელია ლიდერობს ბაზარზე. თუ გსურთ იაფი და სწრაფი მომსახურება მიიღოთ, avia.ge საუკეთესო არჩევანი იქნება. თქვენ მიიღებთ გამორჩეულ მომსახურებას როგორც ონლაინ, ასევე დისტანციურად, ქოლ-ცენტრის მეშვეობით ან ოფისში მოსვლით.