11.8 C
Tbilisi
ორშაბათი, თებერვალი 9, 2026

ბათუმი ათენი ავიაბილეთები 360 ლარიდან

იაფი ავიაბილეთები ბათუმიდან ათენში

შეიძლება თამამად ითქვას, რომ ათენი ძველი სამყაროს ნომერ პირველი ქალაქია. ტენდენცია თანამედროვეობაშიც გრძელდება მისი კულტურული და ისტორიული ძეგლების დამსახურებით. აქ იხილავთ ანტიკური სამყაროს დიდებულებას – პანთენონსა და აკროპოლისს, დაათვალიერებთ ქალაქის ისტორიულ მუზეუმებსა და ძეგლებს.

ათენი არც თავისი თანამედროვე ცხოვრების წესით დაგწყვეტთ გულს. მისი საოცარი სამზარეულო, ცოცხალი ქუჩები და გართობის კარგი შესაძლებლობა ნებისმიერი მოგზაურის გულს მოიგებს. სუვლაკი თავის უგემრიელეს სოუსთან, ძაძიკთან, ერთად კიდევ უფრო გემრიელსა და დასამახსოვრებელს გახდის თქვენს მოგზაურობას. ამ ბლოგში შეგიძლიათ დაათვალიეროთ ბათუმი ათენი ავიაბილეთები და თქვენზე საუკეთესოდ მორგებული ვარიანტი აირჩიოთ.

როგორ გავფრინდეთ ბათუმიდან ათენში?

ბათუმიდან ათენის მიმართულებით მხოლოდ გადაჯდომით ფრენებს ნახავთ. ყველაზე კომფორტული ავიარეისები სრულდება მხოლოდ 1 რამდენიმე საათიანი გადაჯდომით. დაბლა დაათვალიერეთ ბათუმი ათენი ფრენები ყველაზე კარგი პირობებით.

ინფორმაცია ბათუმი ათენი ფრენების შესახებ

ბათუმი ათენი ავიაბილეთები შეგვიძლია შემოგთავაზოთ სხვადასხვა პირობებით. ფრენები ხორციელდება მხოლოდ გადაჯდომით, გადაჯდომის რაოდენობა და ხანგრძლივობა კი თქვენს არჩევანზეა დამოკიდებული. ყველაზე კომფორტული ვარიანტისთვის, შემოგთავაზებთ Turkish Airlines -ის და Pegasus Airlines -ის ავიარეისებს 1 გადაჯდომით სტამბოლის აეროპორტში.

Turkish Airlines წამყვანი თურქული ავიაკომპანიაა და კომფორტულ მგზავრობას გპირდებათ. ყველაზე ბიუჯეტურ ავიარეისებშიც კი 23 კილო ბარგით შეგიძლიათ იმგზავროთ. პეგასუსი შედარებით ბიუჯეტურ ფრენებს გვთავაზობს ბათუმიდან ათენში. ორივე ავიაკომპანია ჩაფრინდება ათენის საერთაშორისო აეროპორტში, რომელიც ქალაქიდან სულ რაღაც 19 კილომეტრში მდებარეობს.

ავიაკომპანიები, რომლებიც ათენში დაფრინავს

ხშირად დასმული კითხვები ბათუმი ათენი ფრენების შესახებ

თუ უკვე შეიძინეთ ბათუმი ათენი ავიაბილეთები ან მომავალში აპირებთ საბერძნეთში მოგზაურობას, აუცილებლად გაეცანით ხშირად დასმული კითხვების სექციას. აქ ამოიკითხავთ საჭირო ინფორმაცია ათენში სამოგზაუროდ.

გაზაფხულზე ვიზიტი საუკეთესო ვარიანტია, რადგან სიცხე არ შეგაწუხებთ ამ დროს და თავისუფლად შეძლებთ სეირნობას. ზაფხული კი საუკეთესოა ზღვის სეზონის მოყვარულებისათვის, ათენთან ახლოს სანაპიროებზე დასასვენებლად.

ათენი ხელოვნების, დემოკრატიის, ისტორიისა და კულტურის სამშობლოა. აქ ანტიკური დროიდან თანამედროვეობამდე ბერძნულ ისტორიას გაეცნობით და მსოფლიოს ცივილიზაციის აკვანს ეზიარებით.

ბათუმიდან ათენის მიმართულებით მხოლოდ გადაჯდომით შეგიძლიათ იმოგზაუროთ.

ავიაკომპანია Turkish Airlines ათენში ყველაზე იაფ ფრენებს შემოგთავაზებთ.

avia.ge -ზე ავიაბილეთების შეძენა ძალიან მარტივია. საძიებო ველში შეგიძლიათ ჩაწეროთ თქვენთვის სასურველი მიმართულება, საიტი კი შემოგთავაზებთ საუკეთესო ავიარეისებს. სურვილისამებრ, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ჩვენს ქოლ-ცენტრს ან მობრძანდეთ avia.ge -ს ოფისში.

იაფი მოგზაურობისათვის უმჯობესია არატურისტული სეზონები აარჩიოთ. ამ დროს მოთხოვნა ნაკლებია და ავიაბილეთებიცა და დასარჩენი ადგილებიც იაფდება.

სამი დღე საკმარისია ათენის ძირითადი ისტორიული ძეგლების მოსანახულებლად, თუმცა ბერძნული კულტურის უკეთ გასაცნობად და დასასვნებელად, უფრო მეტი დღით წასვლას გირჩევდით.

ATH – ათენის აეროპორტი ქალაქთან ყველაზე ახლოს, 19 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს.

1 ან 2 თვით ადრე დაგეგმეთ მოგზაურობა და ფრენის თარიღი არ დაამთხვიოთ დასვენების ან დღესასწაულის დღეებს.

სანდოობა და მრავალწლიანი გამოცდილება – avia.ge მრავალი წელია ლიდერობს ბაზარზე. თუ გსურთ იაფი და სწრაფი მომსაუხრება მიიღოთ, avia.ge საუკეთესო არჩევანი იქნება. თქვენ მიიღებთ გამორჩეულ მომსახურებას როგორც ონლაინ, ასევე დისტანციურად, ქოლ-ცენტრის მეშვეობით ან ოფისში მოსვლით.