ავიაბილეთები ყველაზე იაფად

როდის აღდგება ფრენები ?!

ფრენების განახლება


მას შემდეგ, რაც მსოფლიო პანდემიის გამო ქვეყნებმა საზღვრები ჩაკეტეს და ავიაკომპანიებმა ფრენები შეწყვიტეს, გაჩნდა კითხვა, რომელიც დღეს ყველაზე ხშირად დაისმის და მოსახლეობა მოუთმენლად ელოდება ამ კითხვაზე პასუხს.

როდის აღდგება ფრენები?

საბედნიეროდ, დღეისათვის უკვე დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ 1 ივლისიდან საქართველოში საჰაერო მიმოსვლა აღდგება. ქვეყანა მზად იქნება მიიღოს საერთაშორისო ტურისტები და ამასთანავე, საქართველოს მოსახლეობაც შეძლებს სხვა ქვეყნებში გამგზავრებას.

დღევანდელი მონაცემებით, 20-მდე ავიაკომპანიამ გამოთქვა მზადყოფნა და სურვილი, რომ დაუბრუნდნენ საქართველოს საავიაციო ბაზარს და განაახლონ რეგულარული ფრენები სხვადასხვა ქვეყნების მიმართულებით.

რომელი ავიაკომპანიები იწყებენ ოპერირებას ?

ჯერჯერობით უცნობია ყველა ავიაკომპანიის ჩამონათვალი, თუმცა შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველასათვის ცნობილი დაბალბიუჯეტური ავიაკომპანიები Wizz Air-ი და Ryanair-ი ნამდვილად დაიწყებენ ოპერირებას საქართველოში.

ქართული ავიაკომპანიები Georgian Airways და MyWay Airlines-იც განაახლებენ ფრენებს 1 ივლისიდან.

ასევე, მზადყოფნა საქართველოში ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით გამოთქვა მსოფლიოში ერთ-ერთმა წამყვანმა ავიაკომპანიამ, Qatar Airways-მა.

Turkish Airlines-იც იმ ავიაკომპანიების რიცხვს მიეკუთვნება, რომელიც ივლისიდან დაუბრუნდება საქართველოს საავიაციო ბაზარს და მოგზაურებს თავის მაღალი ხარისხის სერვისს ისევ შესთავაზებს.

აღსანიშნავია, რომ უკრაინული ავიაკომპანია YanAir-ი დაუბრუნდება ბათუმის საერთაშორისო აეროპორტს. ის ჯერჯერობით ერთადერთი უკარაინული ავიაკომპანიაა, რომელსაც უკვე ჩანიშნული აქვს ფრენები საქართველოს მიმართულებით.

პოლონური ავიახაზები LOT Airlines-ი, ასევე, ივილისიდან საქართველოს მიმართულებით ფრენების აღდგენას ვარაუდობს.

ლატვიურმა ავიაკომპანია Airbaltic-მაც დააანონსა საქართველოს მიმართულებით რეისების განახლება.

გერმანული ავიაკომპანია Lufthansa-ც ბრუნდება თბილისის საერთაშორისო აეროპორტში. აღსანიშნავია, რომ საქართველოდან გერმანიაში ჩასულ მგზავრებს კარანტინის გავლა არ მოუწევთ.

რომელი მიმართულებებით იწყება ფრენები?

სრული ინფორმაცია იმ მიმართულებებზე, სადაც ივლისიდან შესაძლებელი გახდება საქართველოდან გამგზავრება, ჯერჯერობით არ არის ცნობილი. თუმცა, იმ ავიაკომპანიების მიხედვით, რომლებიც ბრუნდებიან საქართველოს აეროპორტებში, შეგვიძლია მიმართულებების მცირე ნაწილი გაგაცნოთ.

ავიაკომპანია Ryanair-ის განრიგის მიხედვით, თბილისიდან მილანის მიმართულებით 3 ივლისიდან, ხოლო კიოლნის მიმართულებით 5 ივლისიდან შესრულდება რეისები.

ოფიციალური ინფორმაციით, ავიაკომპანია Wizz Air-ი ვილნიუსის და ბუდაპეშტის მიმართულებებს განაახლებს.

Myway Airlines-ი 1 ივლისიდან თელ-ავივის მიმართულებით დაიწყებს რეგულარულ რეისებს.

რაც შეეხება Georgian Airways-ს, ავიაკომპანიის წარმომადგენლობის განცხადებით, ისინი ყველა მიმართულებას აღადგენენ, რომლებზეც პანდემიამდე ასრულებდნენ რეისებს.

ფრენები აღდგება უკრაინასა და საქართველოს შორის. ავიაკომპანია YanAir-ი ბათუმიდან კიევის, ოდესის და ხარკოვის მიმართულებით ისევ მოემსახურება მგზავრებს.

Turkish Airlines-ი თბილისსა და სტამბოლს, ხოლო Qatar Airways-ი თბილისსა და დოჰას ისევ დააკავშირებს ერთმანეთს.

LOT Airlines-ი ვარშავა-თბილისის მიმართულებით განაახლებს პირდაპირ მიმოსვლას.

Airbaltic-ს 9 ივლისიდან ჩანიშნული აქვს ფრენა თბილისი-რიგას მიმართულებით.

Lufthansa თბილისი-მიუნხენის მიმართულებით პირველ რეისს, სავარაუდოდ, 3 ივლისს შეასრულებს.

 

 

იაფი ავიაბილეთები ქუთაისიდან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
ალმაატა9 აპრილი 202613 აპრილი 2026FlyArystanავიაბილეთები 499 -დან
ათენი3 აპრილი 202624 აპრილი 2026Wizz Airავიაბილეთები 126 -დან
ბარსელონა31 მარტი 20267 აპრილი 2026Wizz Airავიაბილეთები 425 -დან
ბერლინი26 აპრილი 202629 აპრილი 2026Wizz Airავიაბილეთები 386 -დან
ბრიუსელი2 აპრილი 202619 აპრილი 2026Wizz Airავიაბილეთები 314 -დან
ბრატისლავა16 მარტი 202620 მარტი 2026Wizz Airავიაბილეთები 220 -დან
ბუდაპეშტი3 აპრილი 20264 აპრილი 2026Wizz Airავიაბილეთები 271 -დან
დორტმუნდი21 აპრილი 202628 აპრილი 2026Wizz Airავიაბილეთები 298 -დან
მემინგენი19 იანვარი 20272 თებერვალი 2027Wizz Airავიაბილეთები 257 -დან
ფრანკფურტი27 მარტი 20266 აპრილი 2026Wizz Airავიაბილეთები 325 -დან

იაფი ავიაბილეთები თბილისიდან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
სოჭი19 მარტი 202626 მარტი 2026Red Wingsავიაბილეთები 314 -დან
ალმაატა12 თებერვალი 202719 თებერვალი 2027Air Astanaავიაბილეთები 968 -დან
ამსტერდამი22 მარტი 202625 მარტი 2026Transaviaავიაბილეთები 735 -დან
ანკარა9 აპრილი 202613 აპრილი 2026AJetავიაბილეთები 339 -დან
ათენი3 აპრილი 202617 აპრილი 2026Aegean Airlinesავიაბილეთები 443 -დან
აბუ დაბი17 აპრილი 202624 აპრილი 2026Air Arabia Abu Dhabiავიაბილეთები 766 -დან
ანტალია17 აპრილი 202623 აპრილი 2026Pegasus Airlinesავიაბილეთები 329 -დან
ბაჰრეინის კუნძული11 აპრილი 202618 აპრილი 2026Gulf Airავიაბილეთები 1 504 -დან
ბაქო19 დეკემბერი 202619 იანვარი 2027აზერბაიჯანის ავიახაზებიავიაბილეთები 255 -დან
ბელგრადი3 ივნისი 202610 ივნისი 2026Air Serbiaავიაბილეთები 838 -დან
Exit mobile version