Site icon ავიაბილეთები ყველაზე იაფად

18 ახალი ავიარეისი რუსეთიდან

ruseti saqrtvelos aviabiletebi

ქართველი ტურისტების, სწავლით დაინტერესებული პირებისა და ბიზნესმენებისთვის საინტერესო სიახლე გახდა ცნობილი. ბოლო პერიოდში ევროპის მიმართულებით თბილისისა და საქართველოს სხვა ქალაქების აეროპორტებიდან განხორციელებული ფრენების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. ქართულ ბაზარზე აქტიურად იკიდებენ ფეხს ისეთი ცნობილი ავიაკომპანიები, როგორიცაა მაგალითად Air France. ამ სეზონიდან ქართველ მოგზაურებს უკვე ახალი ქართული ავიაკომპანიაც ემსახურება. თუმცა, როგორც ცნობილი გახდა, საქართველოს მოსახლეობისთვის საავიაციო სფეროს წინსვლა და სიახლეების სია ამით არ მთავრდება.

ახლახანს რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტოს საიტზე საკმაოდ მნიშვნელოვანი ინფორმაცია გამოქვეყნდა. აღნიშნული განცხადების მიხედვით, რუსეთიდან საქართველოს მიმართულებით რეისების რაოდენობა მალე 18 ახალი ავიარეისით გაიზრდება. როგორც ირკვევა, აღნიშნული სიახლის მონაწილე და სიახლის შემომტანი ავიაკომპანიების სია 6 კომპანიისგან შედგება.

ბათუმისა და თბილისის საერთაშორისო აეროპორტების მიმართულებით ფრენები მალე დაიწყება კრასნოდარის, უფის, ყაზანის, პერმის,ეკატერინბურგის, ჩელიაბინსკის, ვოლგოგრადის, კრასნოიარსკის, ბარნაულის, ნოვოსიბირსკის, ტომსკის, ორენბურგის, ომსკისა და ასევე სამარის საერთაშორისო აეროპორტებიდან. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მთლიანობაში ახალი ნებართვები ითვალისწინებს კვირაში 51 ფრენის განხორციელებას.

რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტოს საიტზე გამოქვეყნებულ ტექსტში ახალი ნებართვის მფლობელი კომპანიების სიაცაა მოცემული. როგორც ირკვევა, აღნიშნულ ფრენებს საქართველოს მიმართულებით განახორციელებენ შემდეგი ავიაკომპანიები: Nordwind Airlines, Pobeda Airlines, UVT Aero, Ural Airlines და S7 Airlines. ასეთი სიახლე მნიშვნელოვნად ზრდის ამ ორ ქვეყანას შორის მიმოსვლის სიხშირეს, რაც სავარაუდოდ კონკურენტუნარიანი ბაზრის განვითარებასა და ხარისხის ამაღლებასაც გამოიწვევს ამ ბაზარზე.

ქართველი მოგზაურებისთვის ასეთი მოვლენების განვითარება მართლაც მნიშვნელოვნად გაამარტივებს არდადეგებისა და მივლინებების დაგეგმვას. ევროპისა და მსოფლიოს ნებისმიერი მიმართულებით ახალი რეისისა და ავიაბილეთების ფასების შესახებ დეტალური ინფორმაციის ნახვა Avia.Ge –ს საძიებო სისტემის წყალობით შეგიძლიათ. ეს მეთოდი სახლიდან გაუსვლელად დაგაგეგმინებთ მთლიან მოგზაურობას და ტურისტული სააგენტოების ოფისში სტუმრობის დროს მარტივად დაგაზოგინებთ. რაც შეეხება ზემოთხსენებულ სიახლეზე ბოლო ინფორმაციას, რუსული მხარის წარმომადგენლებს ჯერჯერობით საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო -ში განაცხადები არ შეუტანიათ.

ავიაბილეთები თბილისიდან

მიმართულებაგამგზავრების თარიღიავიაბილეთების მოძებნა
ჟენევა25 დეკემბერი 2026ავიაბილეთები 99 -დან
სოჭი25 დეკემბერი 2026ავიაბილეთები 123 -დან
მილანი20 აპრილი 2027ავიაბილეთები 128 -დან
ერევანი20 ნოემბერი 2026ავიაბილეთები 144 -დან
ლონდონი2 თებერვალი 2027ავიაბილეთები 159 -დან
მოსკოვი31 დეკემბერი 2026ავიაბილეთები 174 -დან
ანკარა30 ნოემბერი 2026ავიაბილეთები 177 -დან
ბერლინი30 ნოემბერი 2026ავიაბილეთები 181 -დან
მიუნხენი1 მარტი 2027ავიაბილეთები 183 -დან
ფრანკფურტი30 ნოემბერი 2026ავიაბილეთები 183 -დან
ჰელსინკი24 დეკემბერი 2026ავიაბილეთები 184 -დან
დუსელდორფი20 მარტი 2027ავიაბილეთები 186 -დან
ბარსელონა17 დეკემბერი 2026ავიაბილეთები 191 -დან
ანთალია29 ოქტომბერი 2026ავიაბილეთები 191 -დან
რომი26 მარტი 2027ავიაბილეთები 192 -დან
მადრიდი4 თებერვალი 2027ავიაბილეთები 200 -დან
ამსტერდამი1 მარტი 2027ავიაბილეთები 201 -დან
ბრიუსელი2 დეკემბერი 2026ავიაბილეთები 202 -დან
მინვოდი23 დეკემბერი 2026ავიაბილეთები 204 -დან
ტირანა28 იანვარი 2027ავიაბილეთები 205 -დან
Exit mobile version