ავიაბილეთები ყველაზე იაფად

18 ახალი ავიარეისი რუსეთიდან

ruseti saqrtvelos aviabiletebi

ქართველი ტურისტების, სწავლით დაინტერესებული პირებისა და ბიზნესმენებისთვის საინტერესო სიახლე გახდა ცნობილი. ბოლო პერიოდში ევროპის მიმართულებით თბილისისა და საქართველოს სხვა ქალაქების აეროპორტებიდან განხორციელებული ფრენების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. ქართულ ბაზარზე აქტიურად იკიდებენ ფეხს ისეთი ცნობილი ავიაკომპანიები, როგორიცაა მაგალითად Air France. ამ სეზონიდან ქართველ მოგზაურებს უკვე ახალი ქართული ავიაკომპანიაც ემსახურება. თუმცა, როგორც ცნობილი გახდა, საქართველოს მოსახლეობისთვის საავიაციო სფეროს წინსვლა და სიახლეების სია ამით არ მთავრდება.

ახლახანს რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტოს საიტზე საკმაოდ მნიშვნელოვანი ინფორმაცია გამოქვეყნდა. აღნიშნული განცხადების მიხედვით, რუსეთიდან საქართველოს მიმართულებით რეისების რაოდენობა მალე 18 ახალი ავიარეისით გაიზრდება. როგორც ირკვევა, აღნიშნული სიახლის მონაწილე და სიახლის შემომტანი ავიაკომპანიების სია 6 კომპანიისგან შედგება.

ბათუმისა და თბილისის საერთაშორისო აეროპორტების მიმართულებით ფრენები მალე დაიწყება კრასნოდარის, უფის, ყაზანის, პერმის,ეკატერინბურგის, ჩელიაბინსკის, ვოლგოგრადის, კრასნოიარსკის, ბარნაულის, ნოვოსიბირსკის, ტომსკის, ორენბურგის, ომსკისა და ასევე სამარის საერთაშორისო აეროპორტებიდან. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მთლიანობაში ახალი ნებართვები ითვალისწინებს კვირაში 51 ფრენის განხორციელებას.

რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტოს საიტზე გამოქვეყნებულ ტექსტში ახალი ნებართვის მფლობელი კომპანიების სიაცაა მოცემული. როგორც ირკვევა, აღნიშნულ ფრენებს საქართველოს მიმართულებით განახორციელებენ შემდეგი ავიაკომპანიები: Nordwind Airlines, Pobeda Airlines, UVT Aero, Ural Airlines და S7 Airlines. ასეთი სიახლე მნიშვნელოვნად ზრდის ამ ორ ქვეყანას შორის მიმოსვლის სიხშირეს, რაც სავარაუდოდ კონკურენტუნარიანი ბაზრის განვითარებასა და ხარისხის ამაღლებასაც გამოიწვევს ამ ბაზარზე.

ქართველი მოგზაურებისთვის ასეთი მოვლენების განვითარება მართლაც მნიშვნელოვნად გაამარტივებს არდადეგებისა და მივლინებების დაგეგმვას. ევროპისა და მსოფლიოს ნებისმიერი მიმართულებით ახალი რეისისა და ავიაბილეთების ფასების შესახებ დეტალური ინფორმაციის ნახვა Avia.Ge –ს საძიებო სისტემის წყალობით შეგიძლიათ. ეს მეთოდი სახლიდან გაუსვლელად დაგაგეგმინებთ მთლიან მოგზაურობას და ტურისტული სააგენტოების ოფისში სტუმრობის დროს მარტივად დაგაზოგინებთ. რაც შეეხება ზემოთხსენებულ სიახლეზე ბოლო ინფორმაციას, რუსული მხარის წარმომადგენლებს ჯერჯერობით საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო -ში განაცხადები არ შეუტანიათ.

ავიაბილეთები თბილისიდან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებაბილეთების პოვნა
ჟენევა6 ივლისი 2026ავიაბილეთები 107 -დან
სტამბოლი14 მარტი 2026ავიაბილეთები 120 -დან
ერევანი8 მარტი 2026ავიაბილეთები 143 -დან
ანკარა5 მარტი 2026ავიაბილეთები 156 -დან
მილანი31 მარტი 2026ავიაბილეთები 161 -დან
ანტალია19 მარტი 2026ავიაბილეთები 169 -დან
ბოდრუმი5 მარტი 2026ავიაბილეთები 169 -დან
იზმირი26 თებერვალი 2026ავიაბილეთები 170 -დან
ლონდონი31 მარტი 2026ავიაბილეთები 171 -დან
დალამანი28 მარტი 2026ავიაბილეთები 175 -დან
კიშინიოვი14 თებერვალი 2026ავიაბილეთები 176 -დან
სარაევო5 მარტი 2026ავიაბილეთები 178 -დან
კეისერი6 მარტი 2026ავიაბილეთები 181 -დან
ნიკოსია9 მარტი 2026ავიაბილეთები 184 -დან
ლარნაკა6 მარტი 2026ავიაბილეთები 194 -დან
ალანია4 მარტი 2026ავიაბილეთები 196 -დან
მედინა17 მარტი 2026ავიაბილეთები 199 -დან
ბაზელი9 მარტი 2026ავიაბილეთები 199 -დან
ბრიუსელი5 მარტი 2026ავიაბილეთები 200 -დან
ეინდჰოვენი5 მარტი 2026ავიაბილეთები 204 -დან
Exit mobile version