ავიაბილეთები ყველაზე იაფად

მალე თბილსიდან: ანტალიის და სალონკის ავიარესიები

tbilisis aerporti

2019 წლის საზაფხულო სეზონი მართლაც უდიდესი სიახლეების პერიოდად იქცა ქართველი მოგზაურებისთვის. როგორც უკვე ცნობილი გახდა, ქართულ საჰაერო სივრცეში არაერთი ცნობილი ავია კომპანია აპირებს შემოსვლას და უკვე დაგეგმილია ახალი რეისები ბათუმის აეროპორტიდან კიევისა და სეულის მიმართულებითაც კი. თუმცა, ყველაზე მეტად საქართველოს საჰაერო სივრცით დაინტერესებული ავიახაზები თბილისის საერთაშორისო აეროპორტზე აკეთებენ აქცენტს.

როგორც ახლახანს გახდა ცნობილი, კავკასიის ამ ულამაზესი ქვეყნის ავია სივრცეში ოპერირების დაწყება კიდევ ორ ახალ ავია კომპანიას სურს. ტავ ჯორჯიას წარმომადგენლები ამჟამად მოლაპარაკებების ეტაპზე იმყოფებიან ისეთი ცნობილი ავია კომპანიების წარმომადგენლებთა, როგორიცაა Onur Air და Jet Handling–ი.

Onur Air–ი გამორჩეული თურქული ავიაკომპანიაა, რომელიც უკვე საკმაოდ დიდი ხანია რაც წარმატებით ანხორციელებს კომფორტულ და დაბალბიუჯეტიან ფრენებს ჩვენს რეგიონში. ამჯერად მათი ინტერესი თბილისის საერთაშორისო აეროპორტზეა შეჩერებული, საიდანაც ისინი ისეთი პოპულარული მიმართულებით აპირებენ რეისების განხორციელებას, როგორიც ანტალიაა. აღნიშნული ლოკაციის მიმართულებით სავარაუდოდ კვირაში სამჯერ განხორციელდება ფრენები.

თბილისი ანტალია

გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
28 მარტი 202630 მარტი 2026პირდაპირიPegasus Airlinesავიაბილეთები 326 -დან
2 აპრილი 202612 აპრილი 2026პირდაპირიPegasus Airlinesავიაბილეთები 330 -დან
1 მაისი 20264 მაისი 2026პირდაპირიPegasus Airlinesავიაბილეთები 423 -დან
28 ივნისი 20263 ივლისი 2026პირდაპირიSunExpressავიაბილეთები 587 -დან
7 ივლისი 202615 ივლისი 2026პირდაპირიSunExpressავიაბილეთები 565 -დან
11 აგვისტო 202618 აგვისტო 20261 ᲒაჩერებაSunExpressავიაბილეთები 619 -დან
11 სექტემბერი 202614 სექტემბერი 2026პირდაპირიSunExpressავიაბილეთები 572 -დან
8 ოქტომბერი 202618 ოქტომბერი 20261 ᲒაჩერებაSunExpressავიაბილეთები 503 -დან
16 ნოემბერი 202623 ნოემბერი 20261 ᲒაჩერებაTurkish Airlinesავიაბილეთები 651 -დან
24 დეკემბერი 202631 დეკემბერი 20261 ᲒაჩერებაTurkish Airlinesავიაბილეთები 743 -დან

რაც შეეხება ქართულ ავია ბაზარზე შემოსვლით დაინტერესებულ მეორე ავია კომპანიას, მათი წარმომადგენლები ჩარტერული რეისების განხორციელებით არიან დაინტერესებულნი. კვიპროსული ავიახაზების წარმომადგენლები თბილისის მიმართულებით ახალი რეისის დანიშვნას აპირებენ. აღნიშნული ინფორმაციის თანახმად, Jet Handling-ის თვითმფრინავები კვიპროსიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით დაიწყებენ ხშირი ფრენების განხორციელებას.

თბილისი სალონიკი

გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
27 მარტი 202627 მარტი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 1 335 -დან
1 აპრილი 20266 აპრილი 20261 ᲒაჩერებაLOT Polish Airlinesავიაბილეთები 731 -დან
12 მაისი 202620 მაისი 20261 ᲒაჩერებაSky Expressავიაბილეთები 788 -დან
21 ივნისი 202625 ივნისი 20262 ᲒაჩერებაAJetავიაბილეთები 681 -დან
5 ივლისი 20269 ივლისი 20261 ᲒაჩერებაSky Expressავიაბილეთები 961 -დან
2 აგვისტო 202612 აგვისტო 20261 ᲒაჩერებაSky Expressავიაბილეთები 915 -დან
27 სექტემბერი 20262 ოქტომბერი 20261 ᲒაჩერებაAegean Airlinesავიაბილეთები 840 -დან

Onur Air–ის მთავარი საჰაერო ბაზა სტამბოლის საერთაშორისო აეროპორტში მდებარეობს. აღნიშნული ლოკაციის მიმართულებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან უკვე მრავალი რეისი ხორციელდება, რის გამოც ახალი მოთამაშის საჰაერო სივრცეში შემოსვლა საკმაოდ კარგად აისახება კონკურენტულ ბაზარსა და ავია ბილეთების ბაზარზე. რაც შეეხება Jet Handling–ის ავიახაზებს, ისინიც საკმაოდ მრავალფეროვანი სერვისებით გამოირჩევიან საკუთარ სფეროში.

ყველაზე იაფი და საუკეთესო ავია ბილეთების შესაძენად თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ Avia.Ge-ს ვებგვერდის ან მობილური აპლიკაციის საძიებო სისტემა. ამ თანამედროვე და მოხერხებული ინტერფეისის მქონე სერვისის გამოყენებით თქვენ შეძლებთ ორ წუთში იპოვოთ ყველაზე იაფი ავიაბილეთები ნებისმიერი მიმართულებით.

Exit mobile version