Site icon ავიაბილეთები ყველაზე იაფად

Red Wings-ი თბილისიდან და ბათუმიდან ნიჟნი-ნოვგოროდშიც იფრენს

red wings ახალი მიმართულება

რუსული ავიაკომპანია Red Wings -ი აპრილიდან ნიჟნი ნოვგოროდიდან თბილისის და ბათუმის მიმართულებით რეგულარულ ფრენებს იწყებს. აღნიშნულ ინფორმაციას რუსული მედია ავიაკომპანიის წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ბათუმის მიმართულებით ფრენები 26 აპრილიდან დაიწყება. საწყის ეტაპზე ნიჟნი ნოვგოროდიდან რეისები შაბათობით შესრულდება, ხოლო ბათუმიდან – კვირაობით. 28 მაისიდან კი ფრენების სიხშირე გაიზრდება: ნიჟნი ნოვგოროდიდან ბათუმში დამატებითი რეისი ოთხშაბათს, ხოლო ბათუმიდან ნიჟნი ნოვგოროდში ხუთშაბათს შესრულდება. მგზავრობის ხანგრძლივობა 3 საათი და 35 წუთი იქნება.

თბილისის მიმართულებით პირველი რეისი 28 აპრილს შესრულდება. ნიჟნი ნოვგოროდიდან თბილისის მიმართულებით ფრენები ორშაბათობით, ხოლო თბილისიდან სამშაბათობით განხორციელდება. 5 ივნისიდან მარშრუტს დამატებითი სიხშირე დაემატება: ნიჟნი ნოვგოროდიდან თბილისისკენ დამატებითი ფრენები ხუთშაბათს შესრულდება, ხოლო თბილისიდან ნიჟნი ნოვგოროდში პარასკევს. აღნიშნულ მარშრუტზე მგზავრობის დრო 3 საათი და 20 წუთი იქნება.

Red wings პირდაპირი ფრენები თბილისიდან

მიმართულებაგამგზავრების თარიღიდაბრუნების თარიღიავიაკომპანიის ლოგოავიაბილეთების მოძებნა
სოჭი26 დეკემბერი 202624 თებერვალი 2027Red Wingsავიაბილეთები 155 -დან
ნიჟნი ნოვგოროდი24 დეკემბერი 202613 იანვარი 2027Red Wingsავიაბილეთები 776 -დან
კრასნოდარი19 ნოემბერი 202626 ნოემბერი 2026Red Wingsავიაბილეთები 456 -დან
სამარა29 დეკემბერი 202617 იანვარი 2027Red Wingsავიაბილეთები 674 -დან
კაზანი28 დეკემბერი 202618 იანვარი 2027Red Wingsავიაბილეთები 502 -დან
სანკტ პეტერბურგი31 დეკემბერი 202614 იანვარი 2027Red Wingsავიაბილეთები 658 -დან
მოსკოვი30 დეკემბერი 202615 იანვარი 2027Red Wingsავიაბილეთები 344 -დან
ეკატერენბურგი28 დეკემბერი 20269 იანვარი 2027Red Wingsავიაბილეთები 466 -დან

 

შეგახსენებთ, რომ რედ ვინგსი ამ დროისათვის საქართველოდან, კერძოდ კი თბილისიდან და ბათუმიდან, პირდაპირ ავიამიმსოვლას რუსეთის არაერთ ქალაქში ასრულებს. უფრო ზუსტად კი:

შეიძინე ავიაბილეთები ყველაზე იაფად Avia.ge -ზე! დაგვირეკე: 551 907 907

Exit mobile version