ავიაბილეთები ყველაზე იაფად

ავიაბილეთები აბუ-დაბის მიმართულებით

აბუ დაბი

არაბთა გაერთიანებული საემიროების ქალაქი აბუ-დაბი მსოფლიოს უდიდესი ქალაქების სიაში შედის და მეტროპოლისის სახელიც მინიჭებული აქვს. თავის ქვეყანაში ის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკური და კულტურული ცენტრია და ყოველწლიურად მოგზაურების საკმაოდ დიდი რაოდენობაც სტუმრობს.

ავიაბილეთები აბუ-დაბის მიმართულებით თქვენ ცათამბჯენებისა და თანამედროვე შენობების ქალაქში გამოგზაურებთ. აქ შესაძლებელია ყველაზე მრავალფეროვანი და შთამბეჭდავი მოგზაურობა მოიწყოთ, რადგან ამ ერთ ქალაქში თქვენ ნახავთ ყველაფერს, რასაც ადამიანში ინტერესისა და აღფრთოვანების გამოწვევა შეუძლია.

ისტორიული და კულტურული ღირსშესანიშნაობები, კუნძულები, უდაბნოები, იუნესკოს მიერ დაცული ოაზისები, აქტიური ღამის ცხოვრება, შოპინგი – ეს ყველაფერია, რაც აბუ-დაბის შეუძლია თავის სტუმრებს შესთავაზოს. სწორედ ამიტომ, წარმოუდგენელია ამ ქალაქში მოხვდეთ და დაუვიწყარი დღეები არ გაატაროთ. განსაკუთრებით დასამახსოვრებელი და სასიამოვნო კი აბუ-დაბის ზოოპარკში ჟირაფებთან საუზმობა იქნება, რისი გაკეთების შესაძლებლობა ნებისმიერ ვიზიტორს აქვს.

განსაკუთრებით სასიხარულო და აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მალე ასეთ საოცარ ქალაქში საქართველოს მოქალაქეებს პირდაპირი რეისით მოხვედრა შეეძლებათ. ავიაბილეთებს აბუ დაბის მიმართულებით 2020 წლის მარტიდან არაბთა გაერთიანებული საემიროების ერთ-ერთი წამყავნი ავიაკომპანია Etihad Airways-ი შემოგვთავაზებს.

თუმცა, აბუ-დაბიში გაზაფხულამდეც შეძლებთ მოხვედრას ტრანზიტული რეისებით, რომლებსაც თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან სხვადასხვა ავიაკომპანიები ასრულებენ. ყველაზე კომფორტულ და ოპტიმალურ ვარიანტს Gulf Air-ი გვთავაზობს, რომელიც თბილისიდან ბაჰრეინის საერთაშორისო აეროპორტში გადაჯდომით ასრულებს ფრენას აბუ-დაბის მიმართულებით.

მთლიანი ფრენის ხანგრძლივობა 6სთ-დან 11სთ-მდეა, დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელ რეისს შეარჩევთ, ხოლო ორმხრივი ავიაბილეთის შეძენა 850-დან 1000 ლარის ფარგლებში შეგიძლიათ.

თბილისი აბუ-დაბი

გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
29 მაისი 20252 ივნისი 20251 ᲒაჩერებაFlyOneავიაბილეთები 672 -დან
2 ივნისი 20259 ივნისი 20251 ᲒაჩერებაFlyOneავიაბილეთები 694 -დან
28 ივლისი 20258 აგვისტო 2025პირდაპირიAir Arabia Abu Dhabiავიაბილეთები 767 -დან
2 აგვისტო 20259 აგვისტო 2025პირდაპირიAir Arabia Abu Dhabiავიაბილეთები 763 -დან
7 სექტემბერი 202516 სექტემბერი 2025პირდაპირიAir Arabia Abu Dhabiავიაბილეთები 785 -დან
30 ოქტომბერი 20254 ნოემბერი 20251 Გაჩერებააზერბაიჯანის ავიახაზებიავიაბილეთები 1 023 -დან
1 ნოემბერი 202515 ნოემბერი 2025პირდაპირიAir Arabia Abu Dhabiავიაბილეთები 789 -დან
4 დეკემბერი 20258 დეკემბერი 20251 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 890 -დან
14 იანვარი 202621 იანვარი 2026პირდაპირიAir Arabia Abu Dhabiავიაბილეთები 764 -დან
5 მარტი 20269 მარტი 2026პირდაპირიAir Arabia Abu Dhabiავიაბილეთები 784 -დან

საკმაოდ კარგ ვარიანტებს გვთავაზობს Turkish Airlines Georgia-ი, რომელიც თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან სტამბოლის ახალი აეროპორტში ტრანზიტით მოგახვედრებთ აბუ-დაბიში, ორი გზის ავიაბილეთს კი 1000-დან 1200 ლარის ფარგლებში შემოგთავაზებთ.

ავიაბილეთები აბუ დაბის მიმართულებით ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდანაც შეგიძლიათ შეიძინოთ. ტრანზიტულ რეისებს ისევ Turkish Airlines-ი ასრულებს, რომლის ორხმრივ ავიაბილეთს 1300-დან 1500 ლარის ფარგლებში შეიძენთ და საკმაოდ კომფორტულ მგზავრობას და მაღალი ხარისხის სერვისს მიიღებთ.

აბუ-დაბიში გასამგზავრებლად თქვენთვის სასურველი ვარიანტის შერჩევაში AVIA.GE-ის ვებსაიტი და მობილური აპლიკაცია დაგეხმარებათ, სადაც მარტივად და კომფორტულად შეძლებთ ავიაბილეთების მოძებნას და მათ საუკეთესო ფასად შეძენას.

Exit mobile version