ავიაბილეთები ყველაზე იაფად

თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტი ვაზიანში 2031 წელს გაიხსნება

აეროპორტში ვაზიანში

თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტი, რომელიც ვაზიანის ტერიტორიაზე აშენდება, 2031 წელს დაიწყებს ფუნქციონირებას და წლის განმავლობაში 19 მილიონ მგზავრს მოემსახურება. ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა კომპანია TAV Airports-ის პრეზიდენტ სერქან კაპტანთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, სადაც აეროპორტის განვითარების პერსპექტივები განიხილეს.

მგზავრთნაკადის ზრდა და მომავალი გეგმები

მინისტრის განმარტებით, სამოქალაქო ავიაცია დღესდღეობით ერთ-ერთი ყველაზე დინამიურად განვითარებადი სფეროა საქართველოში. 2024 წელს მგზავრთა რაოდენობა 24%-ით გაიზარდა და 7.4 მილიონ ადამიანს გადააჭარბა. ეს ზრდა 2025 წელსაც გაგრძელდა. შესაბამისად, იზრდება როგორც საერთაშორისო რეისების რაოდენობა, ისე მიმართულებები. იმისთვის, რომ ახალ აეროპორტამდე გადაამუშავდეს გაზრდილი მგზავრთნაკადი შეფერხების გარეშე, მთავრობა თბილისის არსებული აეროპორტის მოდერნიზაციასა და გაფართოებას გეგმავს.

პირდაპირი ფრენები თბილისიდან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
სოჭი16 ოქტომბერი 202521 ოქტომბერი 2025Red Wingsავიაბილეთები 455 -დან
ალმაატა10 სექტემბერი 202517 სექტემბერი 2025Air Astanaავიაბილეთები 972 -დან
ამსტერდამი18 ოქტომბერი 202525 ოქტომბერი 2025Transaviaავიაბილეთები 964 -დან
ათენი6 ნოემბერი 202510 ნოემბერი 2025Sky Expressავიაბილეთები 491 -დან
აბუ დაბი11 აგვისტო 202516 აგვისტო 2025Air Arabia Abu Dhabiავიაბილეთები 749 -დან
ანტალია11 ივლისი 202515 ივლისი 2025Pegasus Airlinesავიაბილეთები 398 -დან

TAV Georgia წელს 20 წლის იუბილეს აღნიშნავს თბილისში და ბათუმში ოპერირების დაწყებიდან და აპირებს 150 მილიონი აშშ დოლარით თბილისის აეროპორტი -ის ინვესტირებას არსებული ტერმინალის გაფართოებისა და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის. ეს ინვესტიცია მიზნად ისახავს აეროპორტის გამტარუნარიანობის გაზრდას 10 მილიონ მგზავრამდე 2031 წლამდე.

„2023 წელს 4.7 მილიონი მგზავრი მივიღეთ, ხოლო არსებული ტერმინალის შესაძლებლობები თითქმის ამოწურულია. სწორედ ამიტომ ვთხოვეთ საქართველოს მთავრობას, განიხილოს ჩვენი წინადადება აეროპორტის გაფართოებასთან დაკავშირებით,“ – განაცხადა TAV Airports-ის პრეზიდენტმა.

პირდაპირი ფრენები ბათუმიდან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
სოჭი12 ივლისი 202514 ივლისი 2025Red Wingsავიაბილეთები 376 -დან
ალმაატა22 აგვისტო 202525 აგვისტო 2025Air Astanaავიაბილეთები 1 580 -დან
ბაქო10 ოქტომბერი 202512 ოქტომბერი 2025აზერბაიჯანის ავიახაზებიავიაბილეთები 491 -დან
დუბაი24 ივლისი 202529 ივლისი 2025Flydubaiავიაბილეთები 1 538 -დან
ნიჟნი ნოვგოროდი10 აგვისტო 202520 აგვისტო 2025Red Wingsავიაბილეთები 953 -დან
სტამბოლი19 ივლისი 202521 ივლისი 2025Pegasus Airlinesავიაბილეთები 444 -დან

შეხვედრაში მონაწილეობდნენ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი, მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელმძღვანელი გივი დავითაშვილი, აეროპორტების გაერთიანების სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე თამარ იოსელიანი, გენერალური დირექტორი ლევან მოსეშვილი და TAV Georgia-ის გენერალური მენეჯერი თეა ზაქარაძე.

შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ TAV Airports-ის ინვესტიციების გეგმა დეტალურად შეფასდება. აღსანიშნავია, რომ ტავ ჯორჯია ს საქართველოში ოპერირებიდან დღემდე 230 მილიონ აშშ დოლარამდე აქვს ინვესტირებული თბილისის და ბათუმის აეროპორტი -ს განვითარებაში.

Avia.ge – 8 წელი თქვენს სამსახურში! საიმედო პარტნიორი მოგზაურობაში. დაგვირეკე: 551 907 907

Exit mobile version