ავიაბილეთები ყველაზე იაფად

ავიაბილეთები უნგრეთის მიმართულებით

უნგრეთის ავიაბილეთები

უნგრეთი ცენტრალური ევროპის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ქვეყანაა და მოგზაურებშიც საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს. წარმოუდგენელია მის ისტორიას და კულტურას მცირედით მაინც გაეცნო და ამ ქვეყანაში მოგზაურობის სურვილი არ გაგიჩნდეს.

ავიაბილეთები უნგრეთის მიმართულებით აღმოგაჩენინებთ ღირსშესანიშნაობებითა და სხვადასხვა აქტივობებით მდიდარ და მრავალფეროვან ქვეყანას, რომლის ერთი ვიზიტით ბოლომდე გაცნობა ნამდვილად შეუძლებელი იქნება. გარდა ამისა, უნგრეთი ულამაზესი ბუნებითაც გამოირჩევა, რაშიც დარწმუნდებით ცენტრალური ევროპის ყველაზე დიდი ტბის – ბალატონის მონახულების შემდეგ.

უნგრეთში მოხვედრა და მისი ულამაზესი ქალაქების მონახულება შესაძლებელია როგორც თბილისის, ასევე ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტებიდანაც. ავიაბილეთებს უნგრეთის მიმართულებით თბილისის აეროპორტიდან საკმაოდ ბევრი ავიაკომპანია გვთავაზობს.

ერთ-ერთ ქალაქში, დებრეცენში მოხვედრა Lufthansa-ს ავიახაზებით არის შესაძლებელი, რომელიც ჯერ მიუნხენში ჩაგიყვანთ, შემდეგ კი პირდაპირ დებრესენში ჩაფრინდება. ორი გზის ავიაბილეთის შეძენას 800-დან 1000 ლარის ფარგლებში შეძლებთ და საკმაოდ მაღალი ხარისხის მომსახურებას მიიღებთ.

თბილისი Debrecen

გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
1 ოქტომბერი 20265 ოქტომბერი 20262 ᲒაჩერებაeasyJetავიაბილეთები 1 149 -დან

რაც შეეხება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს, ავიაკომპანია ვიზეარი საკმაოდ დაბალბიუჯეტურ ფრენებს გვთავაზობს დებრეცენში. ქუთაისიდან ეინდჰოვენში ან მილანში გადაჯდომით თქვენ ორი გზის ავიაბილეთს 250-300 ლარის ფარგლებში შეიძენთ და საკმაოდ დაბალ ფასად დაუვიწყარ მოზაგურობას მოიწყობთ.

უნგრეთის ქალაქებს შორის მისი დედაქალაქი ბუდაპეშტი ყველაზე ცნობილია და ტურისტების უმეტესობაც სწორედ ამ ქალაქს სტუმრობს.

მდინარე დანუბიზე გაშენებული ქალაქი მის ნებისმიერ მნახველს საკმაოდ საინტერესო მოგზაურობას მოუწყობს და დაუვიწყარ დღეებს აჩუქებს. რაც ყველაზე მთავარია, ბუდაპეშტში მოხვედრა საქართველოს სამივე აეროპორტიდან არის შესაძლებელი და ავიაბილეთების არჩევანიც საკმაოდ დიდია.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ავიაკომპანია Wizz Air ბუდაპეშტის მიმართულებით პირდაპირ რეისებს ასრულებს, რომლის ხანგრძლივობა 3 საათი და 15 წუთია, ხოლო რაც ყველაზე მთავარია, ორი გზის ავიაბილეთს 230 ლარადაც კი შეიძენთ.

ქუთაისი ბუდაპეშტი

გამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
10 ივლისი 202614 ივლისი 2026Wizz Airავიაბილეთები 604 -დან
14 აგვისტო 202618 აგვისტო 2026Wizz Airავიაბილეთები 577 -დან
4 სექტემბერი 202612 სექტემბერი 2026Wizz Airავიაბილეთები 491 -დან

თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ტრანზიტულ ფრენას რამდენიმე ავიაკომპანია გვთავაზობს. ყველაზე დაბალბიუჯეტურ ფრენას პეგასუს ჯორჯია გვთავაზობს, რომლის ორი გზის ავიაბილეთის ღირებულება 500-დან 650 ლარის ფარგლებში მერყეობს. შემდეგ მოდის პოლონური ავიაკომპანია LOT და უკრაინული ავიაკომპანია UIA, რომლებიც ორმხრივ ავიაბილეთს 700-დან 900 ლარის ფარგლებში შემოგვთავაზებენ.

კომფორტითა და მაღალი სერვისით განთქმული ავიაკომპანიები Lufthansa და თურქიშ ეარლაინი ავიაბილეთებს ბუდაპეშტის მიმართულებით 900-1000 ლარის ფარგლებში გვთავაზობს. Turkish Airlines-ი ასევე, ბათუმის აეროპორტიდანაც ასრულებს ფრენებს ბუდაპეშტის მიმართულებით, რომლის ორი გზის ავიაბილეთის ღირებულება 1000-დან 1200 ლარამდეა.

თბილისი ბუდაპეშტი

გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
21 ივლისი 202626 ივლისი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 782 -დან
18 აგვისტო 202628 აგვისტო 20262 ᲒაჩერებაDan Airავიაბილეთები 751 -დან
19 სექტემბერი 202621 სექტემბერი 20262 ᲒაჩერებაDan Airავიაბილეთები 718 -დან
3 ოქტომბერი 20268 ოქტომბერი 20261 ᲒაჩერებაDan Airავიაბილეთები 639 -დან
29 ნოემბერი 20264 დეკემბერი 20262 ᲒაჩერებაeasyJetავიაბილეთები 672 -დან
15 დეკემბერი 202619 დეკემბერი 20261 ᲒაჩერებაeasyJetავიაბილეთები 625 -დან
24 თებერვალი 202728 თებერვალი 20271 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 677 -დან
3 მარტი 20273 მარტი 20271 ᲒაჩერებაLufthansaავიაბილეთები 700 -დან
1 ივნისი 20278 ივნისი 20271 ᲒაჩერებაLOT Polishავიაბილეთები 689 -დან

უნგრეთის მიმართულებით ავიაბილეთების საკმაოდ დიდი არჩევანი AVIA.GE-ის ვებსაიტზე ან აპლიკაცია შეგიძლიათ ნახოთ და შეარჩიოთ თქვენთვის საუკეთესო ვარიანტი საუკეთესო ფასად. ხოლო, უფრო მეტი კომფორტისთვის, დაგვიკავშირდით და მიიღეთ ჩვენგან ინდივიდუალური შემოთავაზება.

Exit mobile version