ავიაბილეთები ყველაზე იაფად

ავიაბილეთები უნგრეთის მიმართულებით

უნგრეთის ავიაბილეთები

უნგრეთი ცენტრალური ევროპის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ქვეყანაა და მოგზაურებშიც საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს. წარმოუდგენელია მის ისტორიას და კულტურას მცირედით მაინც გაეცნო და ამ ქვეყანაში მოგზაურობის სურვილი არ გაგიჩნდეს.

ავიაბილეთები უნგრეთის მიმართულებით აღმოგაჩენინებთ ღირსშესანიშნაობებითა და სხვადასხვა აქტივობებით მდიდარ და მრავალფეროვან ქვეყანას, რომლის ერთი ვიზიტით ბოლომდე გაცნობა ნამდვილად შეუძლებელი იქნება. გარდა ამისა, უნგრეთი ულამაზესი ბუნებითაც გამოირჩევა, რაშიც დარწმუნდებით ცენტრალური ევროპის ყველაზე დიდი ტბის – ბალატონის მონახულების შემდეგ.

უნგრეთში მოხვედრა და მისი ულამაზესი ქალაქების მონახულება შესაძლებელია როგორც თბილისის, ასევე ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტებიდანაც. ავიაბილეთებს უნგრეთის მიმართულებით თბილისის აეროპორტიდან საკმაოდ ბევრი ავიაკომპანია გვთავაზობს.

ერთ-ერთ ქალაქში, დებრეცენში მოხვედრა Lufthansa-ს ავიახაზებით არის შესაძლებელი, რომელიც ჯერ მიუნხენში ჩაგიყვანთ, შემდეგ კი პირდაპირ დებრესენში ჩაფრინდება. ორი გზის ავიაბილეთის შეძენას 800-დან 1000 ლარის ფარგლებში შეძლებთ და საკმაოდ მაღალი ხარისხის მომსახურებას მიიღებთ.

რაც შეეხება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს, ავიაკომპანია ვიზეარი საკმაოდ დაბალბიუჯეტურ ფრენებს გვთავაზობს დებრეცენში. ქუთაისიდან ეინდჰოვენში ან მილანში გადაჯდომით თქვენ ორი გზის ავიაბილეთს 250-300 ლარის ფარგლებში შეიძენთ და საკმაოდ დაბალ ფასად დაუვიწყარ მოზაგურობას მოიწყობთ.

უნგრეთის ქალაქებს შორის მისი დედაქალაქი ბუდაპეშტი ყველაზე ცნობილია და ტურისტების უმეტესობაც სწორედ ამ ქალაქს სტუმრობს.

მდინარე დანუბიზე გაშენებული ქალაქი მის ნებისმიერ მნახველს საკმაოდ საინტერესო მოგზაურობას მოუწყობს და დაუვიწყარ დღეებს აჩუქებს. რაც ყველაზე მთავარია, ბუდაპეშტში მოხვედრა საქართველოს სამივე აეროპორტიდან არის შესაძლებელი და ავიაბილეთების არჩევანიც საკმაოდ დიდია.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ავიაკომპანია Wizz Air ბუდაპეშტის მიმართულებით პირდაპირ რეისებს ასრულებს, რომლის ხანგრძლივობა 3 საათი და 15 წუთია, ხოლო რაც ყველაზე მთავარია, ორი გზის ავიაბილეთს 230 ლარადაც კი შეიძენთ.

ქუთაისი ბუდაპეშტი

გამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
23 მარტი 202527 მარტი 2025Wizz Airავიაბილეთები 304 -დან
4 აპრილი 202512 აპრილი 2025Wizz Airავიაბილეთები 287 -დან
2 მაისი 20258 მაისი 2025Wizz Airავიაბილეთები 302 -დან

თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ტრანზიტულ ფრენას რამდენიმე ავიაკომპანია გვთავაზობს. ყველაზე დაბალბიუჯეტურ ფრენას პეგასუს ჯორჯია გვთავაზობს, რომლის ორი გზის ავიაბილეთის ღირებულება 500-დან 650 ლარის ფარგლებში მერყეობს. შემდეგ მოდის პოლონური ავიაკომპანია LOT და უკრაინული ავიაკომპანია UIA, რომლებიც ორმხრივ ავიაბილეთს 700-დან 900 ლარის ფარგლებში შემოგვთავაზებენ.

კომფორტითა და მაღალი სერვისით განთქმული ავიაკომპანიები Lufthansa და თურქიშ ეარლაინი ავიაბილეთებს ბუდაპეშტის მიმართულებით 900-1000 ლარის ფარგლებში გვთავაზობს. Turkish Airlines-ი ასევე, ბათუმის აეროპორტიდანაც ასრულებს ფრენებს ბუდაპეშტის მიმართულებით, რომლის ორი გზის ავიაბილეთის ღირებულება 1000-დან 1200 ლარამდეა.

თბილისი ბუდაპეშტი

გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
28 თებერვალი 20256 მარტი 20251 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 841 -დან
5 მარტი 20257 მარტი 20251 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 590 -დან
15 აპრილი 202521 აპრილი 20251 ᲒაჩერებაEasyJetავიაბილეთები 619 -დან
17 მაისი 202530 მაისი 20251 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 721 -დან
13 ივნისი 202522 ივნისი 20251 ᲒაჩერებაAJetავიაბილეთები 737 -დან
7 ივლისი 202513 ივლისი 20251 ᲒაჩერებაAJetავიაბილეთები 1 068 -დან
5 აგვისტო 202513 აგვისტო 20251 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 968 -დან
9 სექტემბერი 202521 სექტემბერი 20253 ᲒაჩერებაAegean Airlinesავიაბილეთები 889 -დან
3 ოქტომბერი 202511 ოქტომბერი 20251 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 716 -დან
26 იანვარი 20262 თებერვალი 20261 ᲒაჩერებაLOT Polish Airlinesავიაბილეთები 856 -დან

უნგრეთის მიმართულებით ავიაბილეთების საკმაოდ დიდი არჩევანი AVIA.GE-ის ვებსაიტზე ან აპლიკაცია შეგიძლიათ ნახოთ და შეარჩიოთ თქვენთვის საუკეთესო ვარიანტი საუკეთესო ფასად. ხოლო, უფრო მეტი კომფორტისთვის, დაგვიკავშირდით და მიიღეთ ჩვენგან ინდივიდუალური შემოთავაზება.

Exit mobile version