ავიაბილეთები ყველაზე იაფად

თბილისსა და პარიზს შორის რეგულარულ საჰაერო მიმოსვლა იწყება

ეარ ფრანსის ავიაბილეთები

საქართველოს საჰაერო სივრცე რეგულარული მიმოსვლისთვის თანდათან იხსნება. როგორც ცნობილი გახდა, Lufthansa-ს შემდეგ, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ავიაკომპანია Air France-ი განაახლებს ოპერირებას და თბილისსა და პარიზს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა აღდგება.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს განცხადებით, თბილისსა და პარიზს შორის რეგულარული საჰაერო მიმოსვლა 8 აგვისტოდან განახლდება.

Air France-ი თბილისის საერთაშორისო აეროპორტსა და პარიზის შარლ დე გოლის აეროპორტს შორის პირდაპირ ფრენას კვირაში ორი სიხშირით შეასრულებს:

პარიზი-თბილისის რეისი შესრულდება ყოველ ოთხშაბათს და შაბათს.

პარიზი თბილისი

გამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
10 აგვისტო 202512 აგვისტო 2025Air Dilijansავიაბილეთები 1 609 -დან
6 სექტემბერი 202513 სექტემბერი 2025Transaviaავიაბილეთები 1 156 -დან
7 ოქტომბერი 202518 ოქტომბერი 2025Transaviaავიაბილეთები 745 -დან

თბილისი-პარიზის რეისი შესრულდება ყოველ ხუთშაბათს და კვირას.

თბილისი პარიზი

გამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
9 აგვისტო 202530 აგვისტო 2025Transaviaავიაბილეთები 1 108 -დან
16 სექტემბერი 202530 სექტემბერი 2025Transaviaავიაბილეთები 985 -დან
18 ოქტომბერი 202525 ოქტომბერი 2025Transaviaავიაბილეთები 723 -დან

როგორც ცნობილია, რეგულარულ რეისებს Air France-ი Airbus A320 და A321 ტიპის საჰაერო ხომალდებით შეასრულებს.

საფრანგეთი ერთ-ერთია იმ 5 ქვეყნიდან, რომელთანაც საქართველოს მთავრობამ რეგულარული ფრენების აღდგენა დაანონსა. როგორც ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა, ამ ეტაპზე მოლაპარაკებები მიდის ლატვიურ ავიაკომპანია Air Baltic-თან თბილისი-რიგას შორის რეგულარული მიმოსვლის აღდგენის თაობაზე.

Exit mobile version