როგორც უკვე ცნობილია, 1 თებერვლიდან საქართველოს მთავრობამ რეგულარულ რეისებზე დაწესებული შეზღუდვები მოხსნა. შესაბამისად, ავიაკომპანიები ეტაპობრივად იწყებენ რეგულარული ავიამიმოსვლის აღდგენას და ფრენების სიხშირეს ზრდიან.
რეგულარულ ფრენებს აღადგენს და კვირაში 3 სიხშირით იფრენს ავიაკომპანია Belavia. 3 თებერვლიდან მინსკი-თბილისის მიმართულებაზე რეისები შესრულდება ყოველ ოთხშაბათს, ხუთშაბათს და კვირას, ხოლო თბილისი-მინსკის მიმართულებით ყოველ ორშაბათს, ხუთშაბათს და პარასკევს.
თბილისი მინსკის ავიაბილეთები
გამგზავრება | დაბრუნება | ავიაკომპანია | ბილეთების პოვნა |
---|---|---|---|
7 მაისი 2024 | 14 მაისი 2024 | ავიაბილეთები 1 139 -დან | |
26 ივნისი 2024 | 27 ივნისი 2024 | ავიაბილეთები 1 103 -დან | |
1 ივლისი 2024 | 31 ივლისი 2024 | ავიაბილეთები 1 102 -დან |
ფრენის სიხშირეებს ზრდიან ყველასათვის კარგად ნაცნობი თურქული ავიაკომპანიები Pegasus Airlines-ი და Turkish Airlines-ი.
11 თებერვლიდან Pegasus-ი სტამბოლი-თბილისი-სტამბოლის საჰაერო ხაზზე ყოველდღიურად, კვირაში 7 სიხშირით იფრენს, ხოლო Turkish Airlines-ი ყოველდღიურ მიმოსვლას 15 თებერვლიდან აღადგენს.
თბილისი სტამბოლის ავიაბილეთები
გამგზავრება | დაბრუნება | ავიაკომპანია | ბილეთების პოვნა |
---|---|---|---|
23 მაისი 2024 | 28 მაისი 2024 | ავიაბილეთები 324 -დან | |
6 ივნისი 2024 | 12 ივნისი 2024 | ავიაბილეთები 437 -დან | |
8 ივლისი 2024 | 15 ივლისი 2024 | ავიაბილეთები 429 -დან |
რეგულარული მიმოსვლა აღადგინეს, ასევე, უკრაინულმა ავიაკომპანიებმა, Fly UIA-მ და Skyup Airlines-მა.
უკრაინის საერთაშორისო ავიახაზები (FlyUIA) კიევი-თბილისი-კიევის საჰაერო ხაზზე კვირაში 2 სიხშირით, ყოველ ორშაბათს და შაბათს იფრენს, ხოლო Skyup-ი ყოველ ხუთშაბათს და კვირას.
თბილისის საერთაშორიო აეროპორტს რეგულარული რეისების აღდგენაში უკვე ბათუმის აეროპორტიც შეუერთდა. დადასტურებული ინფორმაციით, უკრაინული ავიაკომპანია YanAir-ი კიევი-ბათუმი-კიევის საჰაერო ხაზზე რეგულარულ ავიამიმოსვლას აღადგენს.
YanAir Airlines-ი კიევი-ბათუმი-კიევის მიმართულებით ფრენებს 3 მარტიდან განაახლებს. აღნიშნულ მიმართულებაზე, ავიაკომპანია კვირაში 7 სიხშირით, ანუ ყოველდღიურად შეასრულებს ავიარეისებს.
თბილისი დუბაის ავიაბილეთები
გამგზავრება | დაბრუნება | ავიაკომპანია | ბილეთების პოვნა |
---|---|---|---|
19 მაისი 2024 | 25 მაისი 2024 | ავიაბილეთები 1 278 -დან | |
1 ივნისი 2024 | 30 ივნისი 2024 | ავიაბილეთები 1 301 -დან | |
15 ივლისი 2024 | 29 ივლისი 2024 | ავიაბილეთები 1 257 -დან |
რეგულარულ რეისებს განაახლებს კატარის სახელმწიფოს ავიაკომპანია Qatar Airways-ი. 15 თებერვლიდან, Qatar Airways-ი დოჰა-თბილისი-დოჰას საჰაერო ხაზზე რეგულარულ ფრენებს ყოველდღიურად განახორციელებს.
თბილისი დოჰა
გამგზავრება | დაბრუნება | ავიაკომპანია | ბილეთების პოვნა |
---|---|---|---|
16 მაისი 2024 | 19 მაისი 2024 | ავიაბილეთები 1 347 -დან | |
7 ივნისი 2024 | 10 ივნისი 2024 | ავიაბილეთები 1 366 -დან | |
14 ივლისი 2024 | 19 ივლისი 2024 | ავიაბილეთები 1 306 -დან |
Turkish Airlines-ი, ასევე, რეგულარულ ავიამიმოსვლას აღადგენს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდანაც. ავიაკომპანია ბათუმი-სტამბოლი-ბათუმის საჰაერო ხაზზე 3 მარტიდან კვირაში ორი სიხშირით, ყოველ ოთხშაბათს და შაბათს იფრენს
ბათუმი სტამბოლის ავიაბილეთები
გამგზავრება | დაბრუნება | ავიაკომპანია | ბილეთების პოვნა |
---|---|---|---|
8 მაისი 2024 | 13 მაისი 2024 | ავიაბილეთები 380 -დან | |
1 ივნისი 2024 | 12 ივნისი 2024 | ავიაბილეთები 420 -დან | |
6 ივლისი 2024 | 27 ივლისი 2024 | ავიაბილეთები 506 -დან |