Site icon ავიაბილეთები ყველაზე იაფად

Red Wings -ი საქართველოში კიდევ ერთ მიმართულებას ამატებს

kutaisi peterburgi

რუსული ავიაკომპანია Red Wings -ი, საქართველოს მიმართულებით, ახალ პირდაპირ მიმართულებას ამატებს და სანკტ პეტერბურგი ქუთაისი -ს საჰაერო ხაზზე იწყებს ოპერირებას.

ამის შესახებ ინფორმაცია „პულკოვოს“ აეროპორტის პრესსამსახურმა გაავრცელა. სანკტ-პეტერბურგი ქუთაისი , ქუთაისი სანკტ-პეტერბურგი ს საჰაერო ხაზზე ავიაკომპანია, 2 დეკემბრიდან, რეისებს კვირაში 1 სიხშირით შეასრულებს. ფრენის ხანგრძლივობა პეტერბურგსა და ქუთაის შორის 4 საათი 25 წუთია.

რედ ვინგს -მა ასევე გაზარდა თბილისი სანკტ-პეტერბურგი ს მიმართულებით რეისების სიხშირე და დღეისათვის აღნიშნულ მიმართულებაზე კვირაში 2 სიხშირით ოპერირებს. ფრენის ხანგრძლივობა პეტერბურგსა და საქართველოს დედაქალაქს შორის 4 საათი და 5 წუთია.

ცნობისთვის, სანკტ-პეტერბურგის მიმართულებით ფრენების დაწყებას ქართული ავიაკომპანია Georgian Airways -იც გეგმავს. ავიაკომპანია პირდაპირი რეისების განხორციელებას 10 დეკემბრიდან აპირებს. რეისები კვირაში 2 სიხშირით, ყოველ ოთხშაბათს და კვირას შესრულდება.

თბილისი სანკტ პეტერბურგი

Departure atReturn atAirlineFind tickets
13 October 202627 October 2026Red Wingsავიაბილეთები 1 148 -დან
14 November 202621 November 2026Red Wingsავიაბილეთები 1 068 -დან
22 December 202624 December 2026Red Wingsავიაბილეთები 940 -დან

ავიაკომპანია Red Wings Airlines ასევე დაფრინავს ბათუმის აეროპორტი ს მიმართულებითაც. რეისებს მოსკოვის საჰაერო ხაზზე კვირაში 3 სიხშირით, ყოველ სამშაბათს, პარასკევს და კვირას ახორციელებს. ფრენის ხანგრძლივობა ბათუმსა და მოსკოვს შორის 3 საათი და 25 წუთია.

შეიძინეთ ავიაბილეთები ყველაზე იაფად Avia.ge -ზე და გაემგზავრეთ სასურველი მიმართულებით საუკეთესო ფასად. დაგვირეკეთ: 551 907 907 ხელმისაწვდომია ვაიბერიც.

Exit mobile version