ავიაბილეთები ყველაზე იაფად

ქუთაისის აეროპორტი / kutaisi airport qutaisis aeroporti

ქუთაისის აეროპორტი

ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი ერთ-ერთია საქართველოს სამ საერთაშორისო აეროპორტს შორის. დასავლეთ საქართველოს ცენტრში წარმოდგენილი ეს საკვანძო აეროპორტი ქალაქ ქუთაისიდან 14 კილომეტრითაა დაშორებული, ხოლო საქართველოს დედაქალაქიდან კი 200 კილომეტრით.

აეროპორტი 2012 წელს იქნა განახლებული. თუმცა 2022 წლის ოქტომბერში ასაფრენ-დასაფრენ ზოლს ჩაუტარდა სრულმასშტაბიანი რეაბილიტაცია, რაც გამოწვეული იყო მგზავრთა ნაკადის მატებით და მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფის იდეით. 

2,5 კმ -იანი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის ასფალტის საფარის გადაგების და საფუძვლის გამაგრებითი სამუშაოების ჩატარების შემდეგ კი ფრენები ქუთაისის აეროპორტიდან სრულად აღდგა. აეროპორტს შეუძლია ერთდროულად 600 მგზავრის და ოთხი თვითმფრინავის მიღება. ავტოსადგომი კი 124 ავტომობილს იტევს, რომელიც  24 საათიან მომსახურებას გვთავაზობს.

ქუთაისის აეროპორტის მიზანს დაბალბიუჯეტური კომპანიების მიზიდვა წარმოადგენს, რათა საქართველო ტურისტულად მიმზიდველი ქვეყანა გახდეს და ქართველ მოქალაქეებს შეეძლოთ ხელმისაწვდომ ფასად გამგზავრება სხვადასხვა მიმართულებით.

გეოგრაფიული ადგილმდებარეობის, კლიმატური პირობებისა და ხელსაყრელი ინფრასტრუქტურის გამო, აეროპორტი სათადარიგო და საკვანძო მნიშვნელობისაა, ის 300 კმ-ის რადიუსით უკავშირდება თურქეთს, სომხეთს, აზერბაიჯანსა და რუსეთს. 

თანამედროვე ინფრასტრუქტურის დახმარებით, პირდაპირი რეგულარული ფრენები 17 ქვეყნის 28 მიმართულებით, ნებისმიერი ამინდის და ხილვადობის პირობებში, დღის ნებისმიერ მონაკვეთში, ყოველთვის ჩვეულ რეჟიმში ხორციელდება. 

ქუთაისის აეროპორტი, რომელიც ასევე მოიხსენება, როგორც კოპიტნარის აეროპორტი, ცნობილია მისი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების მრავალფეროვნებით, როგორიცაა ყველასათვის კარგად ნაცნობი უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizzair, Ural Airlines, უკრაინული ავიახაზები, Air Astana, belavia და Wizz Air Abu Dhabi

პირდაპირი რეისები სრულდება ისეთ მიმრათულებებზე, როგორიცაა: ბუდაპეშტი, დორტმუნდი, ლარნაკა, მილანი, სალონიკი, ვილნიუსი, ლონდონი, ვარშავა, პარიზი, რომი, პრაღა, მოსკოვი, ბუქარესტი, ბარსელონადა სხვ. ჩამონათვალი კი მუდმივად მზარდია.

ავიაკომპანია wizzair უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიაა, რომელიც საქართველოში 2012 წლიდან ოპერირებს. ის ფრენებს რეგიონში მხოლოდ ქუთაისის აეროპორტიდან ახორციელებს. ასევე შესრულებული რეისებისა და დაბალფასიანი ავიაბილეთების გათვალისწინებით ის პირველ ადგილზეა. 

პირდაპირი ფრენები ქუთაისიდან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
ალმაატა4 მაისი 202625 მაისი 2026FlyArystanავიაბილეთები 543 -დან
ათენი29 აპრილი 20264 მაისი 2026Wizz Airავიაბილეთები 193 -დან
ბარსელონა25 მარტი 202621 აპრილი 2026Wizz Airავიაბილეთები 332 -დან
ბერლინი1 აპრილი 202615 აპრილი 2026Wizz Airავიაბილეთები 287 -დან
ბრიუსელი23 აპრილი 202610 მაისი 2026Wizz Airავიაბილეთები 251 -დან
ბრატისლავა18 მარტი 202623 მარტი 2026Wizz Airავიაბილეთები 192 -დან
ბუდაპეშტი1 აპრილი 20269 აპრილი 2026Wizz Airავიაბილეთები 243 -დან
დორტმუნდი15 დეკემბერი 202612 იანვარი 2027Wizz Airავიაბილეთები 330 -დან
მემინგენი26 მარტი 20266 აპრილი 2026Wizz Airავიაბილეთები 235 -დან
ფრანკფურტი22 იანვარი 202729 იანვარი 2027Wizz Airავიაბილეთები 150 -დან
ატირაი3 მარტი 202610 მარტი 2026FlyArystanავიაბილეთები 398 -დან
ჰამბურგი2 მაისი 202616 მაისი 2026Wizz Airავიაბილეთები 156 -დან
სტამბოლი30 აპრილი 20263 მაისი 2026Pegasus Airlinesავიაბილეთები 195 -დან
კატოვიცა12 მარტი 202619 მარტი 2026Wizz Airავიაბილეთები 235 -დან
ლარნაკა2 აპრილი 202616 აპრილი 2026Wizz Airავიაბილეთები 103 -დან
ლიონი21 მაისი 202628 მაისი 2026Wizz Airავიაბილეთები 169 -დან
მადრიდი21 აპრილი 202625 აპრილი 2026Wizz Airავიაბილეთები 363 -დან
მილანი3 აპრილი 202624 აპრილი 2026Wizz Airავიაბილეთები 222 -დან
მოსკოვი24 თებერვალი 20262 მარტი 2026Azimuthავიაბილეთები 593 -დან
მინსკი23 მარტი 202629 მარტი 2026Belaviaავიაბილეთები 845 -დან

 

ტრანსპორტირება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში

როგორც ზემოთ აღინიშნა, აეროპორტი 124 ავტომობილის სადგომს უზრუნველყოფს, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის პირთათვის გამოყოფილ სპეციალურ ადგილებს, რომლის მომსახურების მიღებაც 24 საათის განმავლობაშია შესაძლებელი, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ პარკირება ფასიანია და განსხვავდება ავტომობილის ტიპის მიხედვით. 

მგზავრებს, რომელთაც არ აქვს თავიანთი ავტომობილი, აეროპორტში მოსახვედრად, აეროპორტიდან ქალაქში წასასვლლელად ან სასტუმროში გადასაადგილებლად შეუძლიათ ისარგებლონ სპეციალური ავტობუსებით / მიკროავტობუსებით, რომლის სერვისაც georgian bus და Omnibus Express სთავაზობს. 

ტრანსპორტირების განრიგი აეროპორტის მიმართულებით და პირიქით, მორგებულია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ავიარეისების განრიგზე. ბილეთების შეძენა ხდება ონლაინ, ან შესაძლებელია დაიჯავშნოს სატელეფონო ზარის მეშვეობითაც.

აეროპორტში ასევე შეგიძლიათ აიყვაოთ ტაქსი, რომელის სადგომიც აეროპორტის ტერმინალის შენობის გასასვლელთან მდებარეობს.

აეროპორტში განთავსებულია სამი ბანკის ბანკომატი

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ტერმინალის საერთო ზონაში თქვენ შეხვდებით თიბისი ბანკის, ლიბერთი ბანკისა და ქართუ ბანკის ბანკომატებს, რომლითაც დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში ისარგებლებთ.

მაღაზიები და კვება

ქუთაისის აეროპორტი მგზავრებს მრავალფეროვან ობიექტებს სთავაზობს, რომლით სარგებლობაც შეუძლიათ როგორც გამფრენ ასევე ჩამომფრენ მგზავრებს. სხვადასხვა მაღაზიებსა და რესტორნებს შორისაა როგროც ადგილობრივი ასევე საერთაშორისო ბრენდები, რაც თავის მხრივ, ყველა მგზვრისთვის, არჩევანის მრავალფეროვნებას უზრუნველყოფს.

ასევე, აეროპორტსი შეხვდებით ჯპს-ს აფთიაქს, რომელიც ღიაა ფრენების განრიგის შესაბამისად და მდებარეობს გაფრენის დარბაზში, პასპორტკონტროლამდე.

ავიაბილეთბის დასაჯავშნად დაგვიკავშირდით ნომერზე: 551 907 907 ან გვეწვიეთ თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში და ჩვენი გამოცდილი ოპერატორები დაგეხმარებიან იაფი ავიაბილეთების შერჩევაში.

Exit mobile version