ავიაბილეთები ყველაზე იაფად

Pegasus Airlines-ი საქართველოს მიმართულებით რეგულარულ ოპერირებას იწყებს

თურქული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Pegasus Airlines -ი ანკარა-თბილისი-ანკარას საჰაერო ხაზზე რეგულარულ ოპერირებას იწყებს. ავიაკომპანიის მიერ საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი ფრენების განაცხადის შესაბამისად, თურქეთისა და საქართველოს დედაქალაქებს შორის ფრენები, მიმდინარე წლის 2 ნოემბრიდან 2023 წლის 26 მარტის ჩათვლით, კვირაში 2 სიხშირით, ყოველ ოთხშაბათსა და კვირას შესრულდება.

თბილისი ანკარა

გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
7 მარტი 202515 მარტი 2025პირდაპირიPegasus Airlinesავიაბილეთები 469 -დან

 

პეგასუსს აღნიშნული მიმართულებით ოპერირების ნებართვა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ, 19 ოქტომბერს მიანიჭა.

აღსანიშნავია, რომ 2019-2020 წლებში, ფრენები ანკარასა და თბილისს შორის ავიაკომპანია Turkish Airlines -ის მიერ სრულდებოდა, თუმცა კოვიდ პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების გამო ვერ გაგრძელდა.

თუ გსურთ შეიძინოთ იაფი ავიაბილეთები ანკარას მიმართულებით, დასაჯავშნად დაგვიკავშირდით ნომერზე: 551 907 907

Exit mobile version