ავიაბილეთები ყველაზე იაფად

საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადი გაიზარდა

passenger flow

2024 წლის იანვარ-მაისში, საქართველოს აეროპორტებმა პოსტპანდემიურ მაჩვენებელთან შედარებით, მგზავრთნაკადის 31,48%-იანი ზრდა აჩვენეს. აღნიშნულ პერიოდში, აეროპორტები რეგულარული და არარეგულარული რეისებით ჯამში 2 517 829 მგზავრს მოემსახურა.

სტატისტიკის მიხედვით, ბოლო წლებში საქართველოს აეროპორტებში გადაყვანილი მგზავრთნაკადის რაოდენობა ასე გამოიყურება :

2024 წლის იანვარ-მაისის მონაცემებით, მხოლოდ თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 1 669 628 მგზავრს მოემსახურა, რაც 34%-ით მეტია, ვიდრე 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში აეროპორტის მიერ გატარებული მგზავრების რაოდენობა.

2023 წლის იანვარ-მაისში თბილისის აეროპორტი 1 245 990 მგზავრს მოემსახურა, 2022 წლის იანვარ-მაისში 916 016 მგზავრს, ხოლო 2019 ანალოგიურ პერიოდში კი 1 485 118 მგზავრს.

აღნიშნულ სტატისტიკურ მაჩვენებლებზე დაყრდნობით, კარგად ჩანს, რომ 2024 წლის ხუთ თვის 2019 წლის ხუთ თვესთან შედარებით მგზავრთნაკადის 12,42%-იანი ზრდაა, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი 82,27%-იანი ზრდა.

პირდაპირი ფრენები თბილისიდან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
სოჭი2 ივნისი 20265 ივნისი 2026Red Wingsავიაბილეთები 443 -დან
ალმაატა19 ნოემბერი 202622 ნოემბერი 2026Air Astanaავიაბილეთები 1 139 -დან
ამსტერდამი1 ოქტომბერი 20264 ოქტომბერი 2026Transaviaავიაბილეთები 597 -დან
ანკარა22 ივნისი 202625 ივნისი 2026Ajetავიაბილეთები 470 -დან
ათენი23 ოქტომბერი 20262 ნოემბერი 2026Aegean Airlinesავიაბილეთები 472 -დან

 

რაც შეეხება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი -ს მიერ აეროპორტში გატარებულ მგზავრთა რადენობას, 2024 წლის იანვარ-მაისის მონაცემებით, პანდემიამდე არსებულ მაჩვენებლებთან შედარებით, მგზავრთნაკადი 107,94%-იან ზრდას აჩვენებს.

ამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-მაისში, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მგზავრთნაკადი 19,52%-ით გაიზარდა, ხოლო 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი 138,01%-ით.

2019 წლის პირველ 5 თვეში ქუთაისის აეროპორტი 288 626 მგზავრს მოემსახურა, 2022 წლის იანვარ-მაისში – 252 160 მგზავრს, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში – 502 158 მგზავრს, ხოლო 2024 წელს კი – 600 166 მგზავრს.

პირდაპირი ფრენები ქუთაისიდან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
ალმაატა24 სექტემბერი 20261 ოქტომბერი 2026FlyArystanავიაბილეთები 727 -დან
ათენი30 აპრილი 20279 მაისი 2027Wizz Airავიაბილეთები 231 -დან
ბარსელონა17 იანვარი 202722 იანვარი 2027Wizz Airავიაბილეთები 436 -დან
ბერლინი8 დეკემბერი 202612 დეკემბერი 2026Wizz Airავიაბილეთები 336 -დან
ბრიუსელი11 მარტი 202714 მარტი 2027Wizz Airავიაბილეთები 315 -დან

 

მიმდინარე წლის იანვარ-მაისში, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი 234 989 მგზავრს მოემსახურა, რაც 40,46%-ით მეტია 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 53,86%-ით მეტი, ვიდრე 2022 წლის ანალოგიური პერიოდი. 2019 წლის იანვარ-მაისთან შედარებით კი მგზავრთნაკადი 72,88%-ითაა გაზრდილი.

სტატისტიკის მიხედვით, 2023 წლის პირველი ხუთი თვის განმავლობაში, ბათუმის აეროპორტი 167 294 მგზავრს მოემსახურა, 2022 წლის იანვარ-მაისში 152 733 მგზავრს, ხოლო 2019 წლის იანვარ-მაისში კი 135 926 მგზავრს.

პირდაპირი ფრენები ბათუმიდან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
სოჭი4 ივნისი 202610 ივნისი 2026Red Wingsავიაბილეთები 209 -დან
ალმაატა3 ივნისი 202610 ივნისი 2026Air Astanaავიაბილეთები 1 173 -დან
ბაქო20 ივნისი 202624 ივნისი 2026აზერბაიჯანის ავიახაზებიავიაბილეთები 562 -დან
ჩელიაბინსკი10 ივნისი 202618 ივნისი 2026Red Wingsავიაბილეთები 999 -დან
დუბაი26 ივნისი 20262 ივლისი 2026Flydubaiავიაბილეთები 1 749 -დან

 

რა მიმართულებით სრულდება პირდაპირი ფრენები საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებიდან?

პირდაპირი ფრენები საქართველოდან ევროპის, აზიის, ახლო არმოსავლეთისა და დსთ-ს უამრავი მიმართულებით სრულდება. ქვეყნის საერთაშორისო აეროპორტებში არაერთი ავიაკომპანია ოპერირებს, რომლებიც ახორციელებენ მრავალფეროვან საერთაშორისო და რეგიონულ რეისებს და აკავშირებს საქართველოს მსოფლიოს მრავალ წერტილთან.

პირდაპირი ფრენები თბილისიდან სრულდება ისეთი მოთხოვანდი მიმართულებებით, როგორიცაა: ვენა , ბერლინი, ამსტერდამი, ვარშავა, პარიზი, მიუნხენი, ათენი, დუბაი, პეკინი, ბაქო და სხვ.

ქუთაისიდან პირდაპირი ავიამიმოსვლა ბერლინის , მილანის, პრაღის, ვენის, აბუ-დაბის და სხვა უამრავი მიმართულებით სრულდება, ხოლო ბათუმიდან ფრენები კი სტამბოლის , თელ–ავივის, ასტანას, დუბაის და კიდევ რამდენიმე საჰაერო ხაზზე ხორციელდება.

შეიძინე ავიაბილეთები ყველაზე იაფად Avia.ge -ზე. დაგვირეკე: 551 907 907 ხელმისაწვდომია ვაიბერიც.

Exit mobile version