ავიაბილეთები ყველაზე იაფად

ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე, ყველაზე მეტი რეისი, ევროპის მიმართულებით შესრულდება

ზაფხულის განრიგი

2024 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე, საქართველოსა და ევროპის ქვეყნებს შორის 2500-მდე ავიარეისი შესრულდება. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში ავიაკომპანიების მიერ დამტკიცებული განრიგების და წარმოდგენილი განაცხადების შესაბამისად, მიმდინარე წლის ზაფხულის აქტიურ სანავიგაციო სეზონზე, სულ 13 600 ავიარეისის შესრულებაა დაგეგმილი.

აღსანიშნავია, რომ ივნისი-ოქტომბრის პერიოდში, საქართველოდან ყველაზე მეტი – 2 480 რეისი ევროპის მიმართულებით შესრულდება, რაც დაგეგმილი ფრენების საერთო რაოდენობის 18%-ს შეადგენს.

ასევე, იზრდება ფრენის სიხშირე გალფის ქვეყნების – საუდის არაბეთის, არაბთა გაერთიანებული საემიროების, ბაჰრეინის, ქუვეითის, ომანის და კატარის მიმართულებითაც. 2024 წლის ივნის-ოქტომბერში, საქართველოსა და გალფის ქვეყნებს შორის დაგეგმილია 2255 რეისის შესრულება, რაც ფრენების საერთო რაოდენობის 17%-ია.

ზაფხულის სანავიგაციო სეზონის იგივე პერიოდში, საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის 1761 რეისის განხორციელება იგეგმება, რაც რეისების საერთო რაოდენობის 13%-ს შეადგენს. საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის ფრენებს 3 ავიაკომპანია ახორციელებს და რეისები მხოლოდ იმ ავიაკომპანიების მიერ სრულდება, რომლებიც არ იმყოფებიან ევროკავშირის შავ სიაში. ფრენები არ ხორციელდება ასევე, იმ თვითმფრინავებით, რომელთაც საჰაერო ხომალდების მწარმოებლებმა შეუწყვიტეს ტექნიკური მხარდაჭერა, რაც გულისხმობს როგორც ტექნიკურ და საფრენოსნო დოკუმენტაციაზე წვდომის შეზღუდვას, ისე მარაგი ნაწილების მოწოდებას.

პირდაპირი ფრენები თბილისიდან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
სოჭი21 ნოემბერი 202525 ნოემბერი 2025Red Wingsავიაბილეთები 430 -დან
ალმაატა21 აპრილი 20267 მაისი 2026Air Astanaავიაბილეთები 956 -დან
ამსტერდამი4 მარტი 20268 მარტი 2026Transaviaავიაბილეთები 570 -დან
ანკარა8 დეკემბერი 20258 დეკემბერი 2025AJetავიაბილეთები 337 -დან
ათენი27 ივნისი 20264 ივლისი 2026Sky Expressავიაბილეთები 407 -დან
აბუ დაბი13 ნოემბერი 202518 ნოემბერი 2025Air Arabia Abu Dhabiავიაბილეთები 848 -დან
ანტალია6 აპრილი 202613 აპრილი 2026Pegasus Airlinesავიაბილეთები 361 -დან
ბაჰრეინის კუნძული4 დეკემბერი 202511 დეკემბერი 2025Gulf Airავიაბილეთები 1 761 -დან
ბაქო15 ნოემბერი 202521 ნოემბერი 2025აზერბაიჯანის ავიახაზებიავიაბილეთები 302 -დან
ბელგრადი1 თებერვალი 20267 თებერვალი 2026Air Serbiaავიაბილეთები 821 -დან

 

აღნიშნული მონაცემების მიხედვით, 2024 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე დაგეგმილი 13 600 რეისიდან:

აღსანიშნავია, რომ 2024 წელს, საავიაციო ბაზარზე შემოვიდა ნიდერლანდების სამეფოს დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Transavia, რომელმაც რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელება ამსტერდამიდან თბილისის აეროპორტი -ს მიმართულებით დაიწყო. ასევე, დიდხნიანი პაუზის შემდეგ, საქართველოში ოპერირება ავსტრიულმა ავიაკომპანია Austrian Airlines -მა ვენიდან თბილისის საჰაერო ხაზზე განაახლა. რეგულარული რეისების განხორციელება დაიწყო თურქულმა დაბალბიუჯეტურმა ავიაკომპანია AJET -მაც.

ზაფხულის სეზონზე საქართველოსა და ევროკავშირს შორის ფრენებს 11 ავიაკომპანია 38 მიმართულებით განახორციელებს.

2024 წლის იანვარ-აპრილის თვეში, საქართველოს საერთაშორისო აეროპორტები, რეგულარული და არარეგულარული რეისებით, 1 946 881 მგზავრს მოემსახურა, რაც 31%-ით აღემატება 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში მიღებული მგზავრების რაოდენობას.

დაჯავშნე ავიაბილეთები ყველაზე იაფად Avia.ge -ზე. დაგვირეკე 551 907 907 ხელმისაწვდომია ვაიბერიც.

Exit mobile version