Site icon ავიაბილეთები ყველაზე იაფად

TOP-5 ავიაკომპანია საქართველოს ავიაბაზარზე

ლიდერი ავიაკომპანიები

საქართველოს ავიაბაზარზე მგზავრთნაკადის გადაყვანის მხრივ კვლავ ავიაკომპანია Wizz Air -ი ლიდერობს, რომელიც რეგულარულ და არარეგულარულ რეისებს ასრულებს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-სექტემბრის განმავლობაში Wizz Air-მა რეგულარული ავიარეისებით 922,969 მგზავრი გადაიყვანა, რაც საქართველოს საავიაციო ბაზრის 16%-ს შეადგენს. რეიტინგში მეორე ადგილს იკავებს თურქეთის ავიახაზები , ხოლო მესამე პოზიციას თანაბრად იყოფენ Georgian Airways -ი და პეგასუსი.

Wizz Air ფრენები ქუთაისიდან

DestinationDeparture atReturn atAirlineFind tickets
Athens13 January 202720 January 2027Wizz Airავიაბილეთები 200 -დან
Barcelona2 November 20269 November 2026Wizz Airავიაბილეთები 489 -დან
Berlin5 December 20268 December 2026Wizz Airავიაბილეთები 328 -დან
Brussels24 November 20263 December 2026Wizz Airავიაბილეთები 243 -დან
Bratislava24 November 20261 December 2026Wizz Airავიაბილეთები 256 -დან

2024 წლის პირველ 9 თვეში გადაყვანილი მგზავრთნაკადის მიხედვით TOP-5 ავიაკომპანიის რეიტინგი ასეთია:

  1. Wizz Air – 16%
  2. Turkish Airlines – 8%
  3. Pegasus Airlines – 7%
  4. Georgian Airways – 7%
  5. Azerbaijan Airlines (AZAL) – 5%

შეგახსენებთ, რომ ავიაკომპანია ვიზეარმა აღადგინა ფრენები პოლონეთის ქალაქ ვროცლავის მიმართულებით. რეისები ქუთაისის აეროპორტიდან კვირაში 2-ჯერ, ყოველ ოთხშაბათსა და კვირას განხორციელდება. ფრენები ქუთაისი ვროცლავი -ს საჰაერო ხაზზე 2024 წლის 30 ოქტომბრიდან იქნება შესაძლებელი.

დაჯავშნე ავიაბილეთები ყველაზე იაფად Avia.ge -ზე. დაგვირეკე: 551 907 907 ხელმისაწვდომია ვაიბერიც.

Exit mobile version