ავიაბილეთები ყველაზე იაფად

ქართული საავიაციო ბაზრის ლიდერი კვლავ ავიაკომპანია Wizz Air -ია

ლიდერი ავიაკომპანიები

2024 წლის საავიაციო ბაზრის ლიდერი საქართველოში და მგზავრთნაკადის ზრდის ტენდენციები

2024 წლის პირველი 10 თვის მონაცემებით, საქართველოს საავიაციო ბაზარზე ლიდერობას კვლავ უნგრული ბიუჯეტური ავიაკომპანია Wizz Air ინარჩუნებს. საანგარიშო პერიოდში კომპანიამ მილიონზე მეტი მგზავრი გადაიყვანა და ბაზრის 19.1%-იანი წილი დაიკავა (1,208,499 მგზავრი).

Wizz Air ფრენები ქუთაისის აეროპორტიდან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
ათენი9 ივნისი 202519 ივნისი 2025Wizz Airავიაბილეთები 261 -დან
ბარსელონა6 ივნისი 202511 ივნისი 2025Wizz Airავიაბილეთები 617 -დან
ბერლინი11 ივნისი 202518 ივნისი 2025Wizz Airავიაბილეთები 465 -დან
ბრიუსელი24 დეკემბერი 20254 იანვარი 2026Wizz Airავიაბილეთები 405 -დან
ბუდაპეშტი6 ივნისი 202512 ივნისი 2025Wizz Airავიაბილეთები 314 -დან
დორტმუნდი26 ივლისი 20259 აგვისტო 2025Wizz Airავიაბილეთები 699 -დან
მემინგენი5 ივნისი 202519 ივნისი 2025Wizz Airავიაბილეთები 493 -დან
ფრანკფურტი9 ივნისი 202516 ივნისი 2025Wizz Airავიაბილეთები 500 -დან
ჰამბურგი10 ივნისი 202514 ივნისი 2025Wizz Airავიაბილეთები 352 -დან
კატოვიცა25 დეკემბერი 20251 იანვარი 2026Wizz Airავიაბილეთები 436 -დან

აღსანიშნავია, რომ ყველაზე მსხვილმა ქართულმა ავიაკომპანიამ, Georgian Airways -მა, გასული წლის მონაცემებთან შედარებით მგზავრთნაკადი გააორმაგა. ავიაკომპანიამ განმარტა, რომ ეს ზრდა კომპანიის “სწორი პოლიტიკის” შედეგია. მათი თქმით, მგზავრთნაკადის ზრდას ხელი შეუწყო ახალი მიმართულებების დამატებამ, ფრენების სიხშირეების ზრდამ და ავიაპარკის გაფართოებამ.

ამჟამად, ჯეორჯიან ეარვეისი 12 მიმართულებით ახორციელებს ფრენებს და სამომავლოდ გეგმავს ჩინეთისა და ინდოეთის ჩათვლით, აზიის მიმართულებების დამატებას, ასევე ავიაპარკის გაფართოებას.

მგზავრთნაკადის ზრდის დინამიკა

თბილისის აეროპორტისამი კვარტალის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადის რაოდენობა წლიურად 26%-ით გაიზარდა და 5 მილიონს გადააჭარბა. ტრადიციულად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ლიდერობს, რომელმაც 3,622,830 მგზავრი მოემსახურა.

ქუთაისის აეროპორტი, რომელიც ბოლო წლებში განსაკუთრებით მზარდია, ძირითადად Wizz Air-ის წარმატების ფონზე, 1.3 მილიონ მგზავრს მოემსახურა. განსაკუთრებით აღსანიშნავია ბათუმის აეროპორტის წლიური ზრდა, რომელმაც 753,485 მგზავრის მომსახურება უზრუნველყო, რაც ყველაზე დიდი ზრდაა ქვეყნის მასშტაბით.

ამ ეტაპზე, საქართველოს აეროპორტებში 53 ავიაკომპანია ოპერირებს და მგზავრებს 103 მიმართულებას სთავაზობს, რაც ქვეყნის საავიაციო ბაზრის განვითარების ნათელ სურათს წარმოადგენს.

საქართველოს საავიაციო ბაზარი 2024 წელს განაგრძობს ზრდას, რაც როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ავიაკომპანიების აქტიურობის შედეგია. Wizz Air-ი კვლავაც ბიუჯეტური ფრენების ლიდერია, ხოლო Georgian Airways-ი წარმატებით ახორციელებს განვითარების სტრატეგიას. თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის აეროპორტებში მგზავრთნაკადის ზრდა ქვეყნის ავიაციის პოტენციალს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს.

დაჯავშნეთ ფრენები ნებისმიერი მიმართულებით Avia.ge -ს დახმარებით. დაგვირეკეთ: 551 907 907

Exit mobile version