ავიაბილეთები ყველაზე იაფად

ავიაბილეთები კვიპროსის მიმართულებით

კვიპროსი

ხმელთაშუა ზღვის მესამე ყველაზე დიდი და დასახლებული კუნძული კვიპროსი თავისი საოცარი მდებარეობის გამო ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული მიმართულებაა. თუმცა, მდებარეობასთან ერთად, მას გამოარჩევს საინტერესო და მრავალფეროვანი კულტურული კონტრასტი, რასაც ევროპული და აზიური კულტურების შერწყმა განაპირობებს.

ავიაბილეთები კვიპროსის მიმართულებით თქვენ საშუალებას მოგცემთ აღმოაჩინოთ ულამაზესი ზღვისპირა ქალაქები და სანაპიროები, რაც კვიპოსში მრავლადაა. ყველაზე გამორჩეული ტურისტული ქალაქებია ლარნაკა, ლიმასოლი, პაფოსი, აია-ნაპა. ხოლო დედაქალაქი ნიქოსია, რომლის ჩრდილოეთ მხარე თურქეთს ეკუთვნის, ნამდვილად გამოირჩევა როგორც სილამაზით, ისე საინტერესო ისტორიითა და კულტურით.

კვიპროსი განსაკუთრებით პოპულარობით სარგებლოს წყვილებში, რადგან ის ბერძენი სიყვარულის ქალღმერთის, აფროდიტეს სამშობლოა და თაფლობის თვიის დღეების გატარებას ამ კუნძულზე ამჯობინებენ ხოლმე.

კვიპროსში მოხვედრის ყველაზე მარტივი და ბიუჯეტური გზაა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდანაა. ავიაკომპანია Wizz Air-ი საკმაოდ მისაღებ ფასად გვთავაზობს ავიაბილეთებს კვიპროსის მიმართულებით.

პირდაპირი რეისი ლარნაკაში სრულდება, სადაც კოპიტნარის აეროპორტიდან 2 საათსა და 40 წუთში აღმოჩნდებით, ხოლო ორი გზის ავიაბილეთს 120 ლარის ფარგლებში შეიძენთ. ლარნაკადან კი, თქვენთვის სასურველ ნებისმიერ ქალაქში ავტობუსის საშუალებით საკმაოდ იაფად და მარტივად მოხვდებით.

ქუთაისი ლარნაკა

გამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
20 მარტი 202630 მარტი 2026Wizz Airავიაბილეთები 121 -დან
2 აპრილი 20267 აპრილი 2026Wizz Airავიაბილეთები 121 -დან
1 მაისი 20265 მაისი 2026Wizz Airავიაბილეთები 145 -დან

რაც შეეხება თბილისის საერთაშორისო აეროპორტს, ბერძნული ავიაკომპანია Aegean Georgia-ი გვთავაზობს ფრენებს ასევე ლარნაკას მიმართულებით ათენში გადაჯდომით. ამ შემთხვევაში, თქვენი ფრენა საკმაოდ კომფორტული იქნება და კარგ სერვისსაც მიიღებთ, ხოლო ორი გზის ავიაბილეთს 500-დან 600 ლარის ფარგლებში შეიძენთ.

თბილისი ლარნაკა

გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
19 მარტი 202626 მარტი 20261 ᲒაჩერებაFlyOneავიაბილეთები 471 -დან
3 აპრილი 20266 აპრილი 20261 ᲒაჩერებაFlyOneავიაბილეთები 413 -დან
12 მაისი 202616 მაისი 20261 ᲒაჩერებაFlyOneავიაბილეთები 657 -დან
26 ივნისი 202630 ივნისი 20261 ᲒაჩერებაAegean Airlinesავიაბილეთები 758 -დან
28 ივლისი 20263 აგვისტო 20261 ᲒაჩერებაSky Expressავიაბილეთები 743 -დან
8 აგვისტო 202615 აგვისტო 20261 ᲒაჩერებაSky Expressავიაბილეთები 697 -დან
24 სექტემბერი 202626 სექტემბერი 20261 ᲒაჩერებაSky Expressავიაბილეთები 744 -დან
17 ოქტომბერი 202631 ოქტომბერი 20261 ᲒაჩერებაSky Expressავიაბილეთები 688 -დან
15 ნოემბერი 202622 ნოემბერი 20261 ᲒაჩერებაAegean Airlinesავიაბილეთები 820 -დან
9 დეკემბერი 202616 დეკემბერი 20261 ᲒაჩერებაEasyJetავიაბილეთები 757 -დან
4 თებერვალი 202710 თებერვალი 20271 ᲒაჩერებაSky Expressავიაბილეთები 651 -დან

ჩრდილოეთ კვიპროსში მოხვედრის საუკეთესო გზა კი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან პეგასუსის ავიახაზებით გამგზავრებაა. ავიარეისი სტამბოლში, გოქჩენის აეროპორტში გადაჯდომით სრულდება და ჩაფრენა ჩრდილოეთ ნიქოზიაში, ერჯანის საერთაშორისო აეროპორტშია. ორმხრივი ავიაბილეთის ღირებულება კი 350-400 ლარს არ აღემატება.

თბილისი ერჯანის

გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
19 მარტი 202622 მარტი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 484 -დან
1 აპრილი 20264 აპრილი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 518 -დან
24 მაისი 202630 მაისი 20261 ᲒაჩერებაTurkish Airlinesავიაბილეთები 659 -დან
25 ივნისი 20263 ივლისი 20261 ᲒაჩერებაAJetავიაბილეთები 814 -დან
9 ივლისი 202620 ივლისი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 784 -დან

თუ თქვენ უპირატესობას არა ბიუჯეტურ, არამედ კომფორტულ მგზავრობას და მაღალი ხარისხის მომსახურებას ანიჭებთ, საუკეთესო ვარიანტი Turkish Airlines-ია. ამ შემთხვევაში, ტრანზიტი თურქეთის ახალ აეროპორტში ან ანკარაშია, ხოლო დანიშნულების აეროპორტი ისევ ერჯანია. რაც შეეხება, ღირებულებას, ორიხრივი ავიაბილეთის ფასი 600-დან 700 ლარამდე მერყეობს.

ავიაბილეთები კვიპროსის მიმართულებით ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდანაც შეგიძლიათ შეიძინოთ. ამ შემთხვევაში, თურქეთის ავიახაზები გვთავაზობს ფრენებს ნიქოზიის მიმართულებით. ფასები თითქმის იგივეა, რაც თბილისიდან. ორი გზის ავიაბილეთს 600-დან 750 ლარის ფარგლებში შეიძენთ.

ბათუმი ერჯანი

გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
27 მარტი 202629 მარტი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 618 -დან
11 მაისი 202625 მაისი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 752 -დან
1 ივნისი 20268 ივნისი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 744 -დან

თქვენ შეგძლიათ საუკეთესო ვარიანტი AVIA.GE-ის საძიებო სისტემის დახმარებით შეარჩიოთ, რომელიც საკმაოდ მარტივი და მოსახერხებელია. ხოლო, უფრო დეტალური ინფორმაციისთვის და ინდივიდუალური შემოთავაზებისთვის დაგვიკავშირდით.

Exit mobile version