ზაფხული იწურება, თუმცა მოგზაურობისთვის საუკეთესო პერიოდი, სწორედ ახლაა. განსაკუთრებით ევროპის მიმართულებით, სადაც აგვისტო და სექტემბერი საუკეთესო დროა დაუვიწყარი დროის გასატარებლად.
ზაფხულის პიკ დღეებში, ევროპის უმეტეს ქალაქში, ძალიან მაღალი ტემპერატურაა, რის გამოც რთულია ისიამოვნო ღირსშესანიშნაობებით და სხვადასხვა გარე აქტივობით. ამასთან, მაღალი ტემპერატურის მიუხედავად, ტურისტული სეზონი მაინც ზაფხულია და ხალხმრავლობაც საკმაოდ ხელისშემშლელი ფაქტორია მიიღო მაქსიმალური სიამოვნება ქალაქის დათვალიერებისას, კაფეში ყოფნისას, მუზეუმებში ვიზიტის დროს და სხვა.
თუ ფიქრობ, სად დაისვენო აგვისტო-სექტემბრის თვეში, ამ სტატიაში გაგიზიარებ საუკეთესო მიმართულბებეს, სადაც შეგიძლია გაემგზავრო და გაატარო დაუვიწყარი დრო.
ერთ-ერთი საუკეთესო მიმართულებაა კვიპროსი , კერძოდ კი აია-ნაპაა, სადაც გამგზავრება საკმაოდ ბიუჯეტურად შეგიძლია. აია-ნაპაზე მოსახვედრად ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი -დან ლარნაკას აეროპორშტი უნდა გაემგზავრო, იქედან კი ავტობუსით ან ტაქსით შეძლებ დანიშნულების ადგილზე მოხვედრას.
ლარნაკის მიმართულებით ავიაბილეთების ბიუჯეტურ ფასად შეძენას, ვიზეარი -ს ფრენებზე შეძლებ. ავიაკომპანია რეისებს კვირაში 6 -ჯერ გვთავაზობს, რაც ამარტივეს ხელსაყრელი ავიაბილეთების შეძენას ფასისა და დროის გათვალისწინებით.
ქუთაისი ლარნაკა
გამგზავრება | დაბრუნება | ავიაკომპანია | ბილეთების პოვნა |
---|---|---|---|
22 ნოემბერი 2024 | 24 ნოემბერი 2024 | ავიაბილეთები 143 -დან | |
8 დეკემბერი 2024 | 9 დეკემბერი 2024 | ავიაბილეთები 148 -დან | |
1 იანვარი 2025 | 8 იანვარი 2025 | ავიაბილეთები 147 -დან |
აია-ნაპა, კვიპროსის სიცოცხლით სავსე ქალაქი, გთავაზობს განსაცვიფრებელ პლაჟებს, კულტურულ ადგილებს და დაუვიწყარ გართობას. გაატარე დრო ნისის პლაჟზე ან გაემართე კეიპ გრეკოს თვალწარმტაცი სილამაზის შესასწავლად, სადაც შეგიძლია მოინახულო ზღვის გამოქვაბულები და დატკბე თვალწარმტაცი ხედებით. ეწვიე აია ნაპას მონასტერს, რომელიც ქალაქის ცენტრში მდებარეობს. და თუ გართობის მოყვარული ხარ, WaterWorld Waterpark დაუვიწყარ გართობას გპირდება თავისი საინტერესო სლაიდებითა და ატრაქციონებით. მზის ჩასვლისთანავე კი აია-ნაპზე საოცარი ღამის ცხოვრება იწყება თავისი ბარებისა და კლუბების ფართო არჩევნით, რომლებიც ყველა გემოვნებას ადამიანისთვისაა განკუთვნილი.
საუკეთესო მიმართულებებს შორისაა ასევე ბუდაპეშტი . ბუდაპეშტში მოხვედრას პირდაპირი რეისით და ყველაზე ბიუჯეტურად, ასევე ქუთაისის აეროპორტიდან შეძლებ. ქუთაისი ბუდაპეშტი ბუდაპეშტი ქუთაისი -ს საჰაერო ხაზზე ფრენებს, ავიაკომპანია wizz air ge აგვისტო-სექტემბრის თვეში, კვირაში 2-ჯერ გვთავაზობს.
ბუდაპეშტი, უნგრეთის დედაქალაქი, ისტორიით, არქიტექტურითა და კულტურით მდიდარი ქალაქია. მისი შესწავლა დაიწყე საკულტო ბუდას ციხის და ქალაქის პანორამული ხედების დათვალიერებით, შემდეგ გაიარე ჯაჭვის ხიდიზე, რათა ეწვიო შთამბეჭდავ პარლამენტის შენობას და წმინდა სტეფანეს ბაზილიკას. განიტვირთე ცნობილ Széchenyi თერმულ აბანოებში და გაისეირნე თვალწარმტაცი მდინარე დუნაის სანაპიროზე. არ გამოტოვო მეთევზის ბასტიონი თავისი ზღაპრული არქიტექტურითა და განსაცვიფრებელი ხედებით. დაასრულე დღე უნგრული სამზარეულოს დაგემოვნებით ტრადიციულ რესტორანში და ებრაულ კვარტალში მდებარე Ruin Bars-ის ენერგიული ატმოსფეროთი.
ქუთაისი ბუდაპეშტი
გამგზავრება | დაბრუნება | ავიაკომპანია | ბილეთების პოვნა |
---|---|---|---|
22 ნოემბერი 2024 | 26 ნოემბერი 2024 | ავიაბილეთები 338 -დან | |
6 დეკემბერი 2024 | 10 დეკემბერი 2024 | ავიაბილეთები 411 -დან | |
15 იანვარი 2025 | 21 იანვარი 2025 | ავიაბილეთები 250 -დან |
მესამე ადგილზე კი, ათენია, დასავლური ცივილიზაციის აკვანი, რომელიც გთავაზობს უძველესი ისტორიისა და თანამედროვეობის უნიკალურ ნაზავს. დაიწყე საკულტო აკროპოლისის მონახულებით, სადაც შეგიძლიათ შეისწავლო პართენონი და სხვა უძველესი ნანგრევები, შემდეგ გადაინახვლე აკროპოლისის მუზეუმში, რათა საკუთარი თვალით ნახო იქ განთავსებული მომხიბლავი არტეფაქტები. გაისეირნე ისტორიულ პლაკას უბანში, რომლეიც აუცილებლად შეგაყვარებს თავს თავისი მომხიბვლელი ქუჩებითა და ტრადიციული ტავერნებით და აუცილებლად ეწვიე ოლიმპიური ზევსის ტაძარს.
არ გამოტოვო უძველესი აგორა, რომ გაიგოთ როგორი იყო ძველი ათენელთა ყოველდღიური ცხოვრება. დაასრულე დღე ლიკაბეტუსის ბორცვიდან მზის ჩასვლით ან ისიამოვნე მონასტერაკის მოედანზე ცოცხალი ატმოსფეროთი, რომელიც სავსეა მაღაზიებით, კაფეებითა და მხიარული ქუჩის ცხოვრებით.
თბილისი ათენი
გამგზავრება | დაბრუნება | ავიაკომპანია | ბილეთების პოვნა |
---|---|---|---|
23 ნოემბერი 2024 | 29 ნოემბერი 2024 | ავიაბილეთები 448 -დან | |
10 დეკემბერი 2024 | 14 დეკემბერი 2024 | ავიაბილეთები 454 -დან | |
23 იანვარი 2025 | 26 იანვარი 2025 | ავიაბილეთები 517 -დან |
ათენის მიმართულებით პირდაპირი ფრენები სურლდება როგორც ქუთაისიდან, ისე თბილისის აეროპორტი –დან, რომელსაც ბერძნული ავიაკომპანია Aegean Airlines -ი გვთავაზობს. ეგეოსის ავიახაზები რეისებს კვირაში 4-ჯერ ასრულებს.
დაგეგმე მოგზაურობა ახლავე, შეიძინე ან დაჯავშნე ავიაბილეთები Avia.ge -ს დახმარებით და მიიღე საუკეთესო შემოთავაზება.
იმისათვის, რომ შეიძინო იაფი ავიაბილეთები, დაგვირეკე ნომერზე: 551 907 907 ხელმისაწვდომია ვაიბერიც.