ავიაბილეთები ყველაზე იაფად

ცვლილებები აშშ-ის ვიზის მსურველთათვის

ამერიკის ვიზა

მსოფლიოს ტურიზმის რუკაზე საქართველო სულ უფრო და უფრო მკაფიოდ იკვეთება მას შემდეგ, რაც ქართველ მოგზაურებს ვიზალიბერალიზაციის წყალობით ევროპის უპრობლემოდ დათვალიერების საშუალება მიეცათ. გამარტივებული მოგზაურობის წესების წყალობით, ქართველების უდიდესი ნაკადი უკვე წლებია რაც ცნობილ ქვეყნებს დიდი სიხშირიდ სტუმრობს და საკმაოდ ნასიამოვნებიც რჩება ამით. თუმცა, ამჯერად გავრცელებული ახალი სიახლე იმ მოგზაურებს ეხებათ, რომლებსაც ისეთი ეგზოტიკური ქვეყნების მონახულება სურთ, როგორიცაა ამერიკის შეერთებული შტატები.

როგორც ცნობილი გახდა, ამერიკის შეერთებული შტატების სტუმრობისათვის საჭირო ვიზის აღების წესები გარკვეულწილად შეიცვალა. ეს ამჯერად ეხება იმ დოკუმენტების სიას, რომლებიც ვიზის მსურველებმა უნდა წარადგინონ დოკუმენტის მიღებამდე.

ვაშინგტონის წარმომადგენლების გადაწყვეტილებით, იმ ადამიანებს, რომლებსაც მონდებათ ამერიკის ვიზია ს მიღება, მოუწევთ სხვა უკვე ცნობილ საბუთებთან ერთად წარმოადგინონ ასევე სოციალურ ქსელებში საკუთარი ანგარიშების შესახებ ცნობებიც. კერძოდ, სავიზო განყოფილებაში მოხვედრისას ოფიციალურ დოკუმენტებთან ერთად ვიზის აპლიკანტები ისეთი სოციალური ქსელების ანგარიშებზე წარადგენენ ინფორმაციას, როგორიცაა „ტვიტერი“ , „ინსტაგრამი“ , „ფეისბუქი“ და ა.შ მათ ექაუნთების მისამართების წარდგენა მოუწევთ, რის შემდეგაც აქტიური გვერდების გადამოწმება მოხდება.

ახალი ინფორმაციის მიხედვით გამოცხადებული გარკვეული ცვლილებები ვიზის აღების პროცედურაში შეეხება ტურისტული, სამუშაო და სტუდენტური ტიპის ვიზების აღების საკითხს. გამონაკლისად დარჩება მხოლოდ დიპლომატიური და ოფიციალური დელეგაციების ვიზების აღების პროცედურები. როგორც ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლები თვლიან, აღნიშნული ცვლილებები მათი ქვეყნის დაცვას გაადვილებს პოტენციური საფრთხეებისა და ტერორისტული საშიშროების წინააღმდეგ და მათ თავიდან არიდებას უკეთეს დონეზე უზრუნველყოფს.

ზემოთხსენებული რეგულაცია საკმაოდ ბევრ ადამიანს შეეხება, რადგან ყოველწლიურად ამერიკის შეერთებული შტატების ვიზის მსურველთა სია დაახლოებით 15 მილიონ ადამიანს მოიცავს. ამერიკის შეერთებული შტატებისა და სხვა ცნობილი ლოკაციების მიმართულებით ყველაზე იაფად ავიაბილეთების შეძენა avia.ge-ის საშუალებით შეგიძლიათ. მოხერხებული და სწრაფი საძიებო სისტემის დახმარებით ვებგვერდი და ასევე მობილური აპლიკაციაც საშუალებას მოგცემთ 2 წუთში, სახლიდან გაუსვლელად იპოვოთ ყველაზე იაფი ავიაბილეთები ნებისმიერი მიმართულებით.

თბილის ნიუ იორკი

გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
31 მარტი 202624 აპრილი 20261 ᲒაჩერებაUnited Airlinesავიაბილეთები 2 049 -დან
28 აპრილი 20265 მაისი 20261 ᲒაჩერებაSky Expressავიაბილეთები 1 732 -დან
5 მაისი 202610 მაისი 20261 ᲒაჩერებაTurkish Airlinesავიაბილეთები 1 971 -დან
26 ივნისი 202626 ივლისი 20261 ᲒაჩერებაLOT Polish Airlinesავიაბილეთები 1 923 -დან
7 ივლისი 20267 აგვისტო 20261 ᲒაჩერებაLOT Polish Airlinesავიაბილეთები 1 883 -დან
20 აგვისტო 20263 სექტემბერი 20261 ᲒაჩერებაCondorავიაბილეთები 2 286 -დან
21 სექტემბერი 20266 ოქტომბერი 20261 ᲒაჩერებაLOT Polish Airlinesავიაბილეთები 1 924 -დან
1 ოქტომბერი 202615 ოქტომბერი 20261 ᲒაჩერებაLOT Polish Airlinesავიაბილეთები 2 020 -დან
10 ნოემბერი 202616 ნოემბერი 20261 ᲒაჩერებაLufthansaავიაბილეთები 2 187 -დან
11 დეკემბერი 20265 იანვარი 20271 ᲒაჩერებაLOT Polish Airlinesავიაბილეთები 1 942 -დან
2 იანვარი 20279 იანვარი 20272 ᲒაჩერებაLufthansaავიაბილეთები 2 291 -დან
15 თებერვალი 20275 მარტი 20271 ᲒაჩერებაLOT Polish Airlinesავიაბილეთები 1 893 -დან
Exit mobile version