ავიაბილეთები ყველაზე იაფად

Transavia პარიზსა და თბილისს შორის იწყებს ოპერირებას

transavia tbilisi

2025 წლის 9 აპრილიდან, დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Transavia France პარიზის ორლის აეროპორტიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტი -ს მიმართულებით იწყებს ფრენებს.

როგორც უცხოური მედია წერს, ავიაბილეთების გაყიდვა 2024 წლის 1-ელი ოქტომბრიდან დაიწყებს, ხოლო ავიაკომპანია პარიზი თბილისი თბილისი პარიზი -ს საჰაერო ხაზზე ფრენებს კვირაში 2 სიხშირით, ყოველ ოთხშაბათს და შაბათს განახორციელებს. ერთი გზის ავიაბილეთების ღირებულება 79 ევროდან დაიწყება.

პირდაპირი ფრენები თბილისი დან პარიზი მიმართულებით

გამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
7 დეკემბერი 202514 დეკემბერი 2025Georgian Airwaysთბილისი პარიზი
13 იანვარი 202617 იანვარი 2026Georgian Airwaysთბილისი პარიზი
22 თებერვალი 202624 თებერვალი 2026Air Franceთბილისი პარიზი

 

შეგახსენებთ, რომ პარიზსა და თბილისს შორის ფრენებს უკვე ასრულებენ Air France და Georgian Airways -ი.

Transavia georgia

კავკასიაში, Air France-KLM Group-ში შემავალი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია, რომლის ფლოტი მომავალ ზაფხულს 87 თვითმფრინავი იქნება, უკვე ემსახურება სომხეთის დედაქალაქ ერევანს.

„მგზავრების გადაყვანის თვალსაზრისით რეკორდული ზაფხულის შემდეგ, მომავალი წლის ზაფხულისთვის ჩვენ 15%-იანი ზრდისკენ და ორლის აეროპორტში ჩვენი პოზიციების გამყარებისკენ მივისწრაფვით. როგორც საქართველოს შემთხვევაში, ჩვენ მზად ვართ დავაკმაყოფილოთ ჩვენი მომხმარებლების მოთხოვნა, რომელთაც სურთ შვებულებაში წასვლა და ოჯახების ან მეგობრების მონახულება“, – ამბობს Transavia France-ის გაყიდვებისა და მარკეტინგის გენერალური დირექტორის მოადგილე ნიკოლას ჰენინი.

იაფი ავიაბილეთების დასაჯავშნად, დაგვიკავშირდით ნომერზე:  551 907 907

Exit mobile version