ავიაბილეთები ყველაზე იაფად

ვაზიანის ახალი აეროპორტი 20 მლნ-მდე მგზავრზე იქნება გათვლილი

ვაზიანის აეროპორტითბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტი, რომლის გამტარუნარიანობაც 20 მილიონამდე მგზავრს მოიცავს, ქვეყნის ავიაბაზრის განვითარების მნიშვნელოვანი ნაბიჯია. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა, ირაკლი ქარქაშაძემ განაცხადა, რომ ეს პროექტი ერთდროულად პასუხობს როგორც საქართველოს სწრაფად მზარდ ავიაბაზარს, ასევე გლობალურ ტენდენციებს.

მისივე თქმით, თბილისის ამჟამინდელი აეროპორტის შესაძლებლობები უკვე ამოწურულია: ის თავდაპირველად 60-70 წლის წინ შეიქმნა და დღევანდელ მოთხოვნებს ვეღარ აკმაყოფილებს. თბილისის ახალი აეროპორტი ვაზიანის ტერიტორიაზე აშენდება, რაც ორჯერ მეტი ფართის გამოყენების შესაძლებლობას იძლევა. პროექტის პირველი ეტაპი მოიცავს აეროპორტისა და ტერმინალის მშენებლობას, რომელიც გათვლილი იქნება 20 მილიონამდე მგზავრზე 25-წლიანი პერსპექტივით.

პირდაპირი ფრენები თბილისიდან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
სოჭი13 აპრილი 202616 აპრილი 2026Red Wingsავიაბილეთები 299 -დან
ალმაატა3 სექტემბერი 202613 სექტემბერი 2026Air Astanaავიაბილეთები 956 -დან
ამსტერდამი11 ივნისი 202618 ივნისი 2026Transaviaავიაბილეთები 714 -დან
ანკარა9 აპრილი 202613 აპრილი 2026AJetავიაბილეთები 339 -დან
ათენი3 აპრილი 202617 აპრილი 2026Aegean Airlinesავიაბილეთები 443 -დან
აბუ დაბი1 მაისი 20267 მაისი 2026Air Arabia Abu Dhabiავიაბილეთები 771 -დან

 

ქარქაშაძემ ასევე ხაზი გაუსვა ძლიერი ავიაკომპანიების როლის მნიშვნელობას რეგიონული ჰაბის ჩამოყალიბებაში. ამჟამად, wizz air kutaisi ბაზრის 20%-ს იკავებს, რომელსაც მოჰყვება Turkish Airlines ge და Georgian Airways , რაც ქართული ავიაციის გაძლიერების დიდ პოტენციალზე მიუთითებს. მისი თქმით, 2024 წლის ტენდენციები საქართველოს ავიაბაზრის კიდევ უფრო განვითარებისთვის მყარი საფუძველია.

თბილისიდან იაფი ავიაბილეთების დასაჯავშნად, დაგვიკავშირდით ნომერზე: 551 907 907

Exit mobile version