Site icon ავიაბილეთები ყველაზე იაფად

TAV Georgia-მ სამოქალაქო ავიაციის დღე თბილისის საავიაციო უნივერსიტეტის სტუდენტების დაჯილდოებით აღნიშნა

Tav Georgia students

თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველმა კომპანია TAV Georgia-მ (ტავ ჯორჯია) სამოქალაქო ავიაციის დღესთან დაკავშირებით თბილისის საავიაციო უნივერსიტეტის სტუდენტები დააჯილდოვა. მათ გადაეცათ სასწავლო სტიპენდიები, რომლითაც საავიაციო უნივერსიტეტში სწავლა დაუფინანსდებათ.

წელს, აკადემიური მოსწრებისა და სოციალური მდგომარეობის გათვალისწინებით, შეირჩა 5 სტუდენტი, რომლებიც უნივერსიტეტში ეუფლებიან შემდეგ სპეციალობებს:

Cheap Flights from Tbilisi

DestinationDeparture atReturn atFind tickets
Milan29 December 20262 January 2027ავიაბილეთები 246 -დან
Geneva1 December 20264 December 2026ავიაბილეთები 261 -დან
Yerevan23 October 202625 October 2026ავიაბილეთები 276 -დან
Adler/Sochi5 October 20267 October 2026ავიაბილეთები 293 -დან
Istanbul24 October 20261 November 2026ავიაბილეთები 333 -დან
Ankara24 October 202631 October 2026ავიაბილეთები 342 -დან
Mineralnye Vody19 September 202629 September 2026ავიაბილეთები 367 -დან
Antalya9 November 202620 November 2026ავიაბილეთები 387 -დან
Barcelona20 April 202724 April 2027ავიაბილეთები 416 -დან
London5 December 202612 December 2026ავიაბილეთები 435 -დან

თანამშრომლობა და პრაქტიკული უნარების განვითარება

გარდა სტიპენდიებისა, რაც სტუდენტებისთვის მნიშვნელოვანი ფინანსური შეღავათია, TAV Georgia და საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი შესაბამისი მემორანდუმის ფარგლებში უკვე წლებია ერთობლივად მუშაობენ სტუდენტთა პრაქტიკული უნარების განვითარებასა და საავიაციო სფეროში კვალიფიციური კადრების მომზადებაზე.

ეს თანამშრომლობა გულისხმობს დამამთავრებელი კურსის სტუდენტებისთვის აეროპორტის მგზავრთა მომსახურებისა და ფრენების ოპერირების სამსახურებში სამუშაო პრაქტიკის შეთავაზებას, რაც სტუდენტებს სასწავლო კრედიტებში ეთვლებათ. შესაბამისი სტაჟირების პროგრამები ეტაპობრივად ცხადდება. წარმატებული სტაჟირების შემდეგ, TAV Georgia წარჩინებულ სტუდენტებს დასაქმების შესაძლებლობებს სთავაზობს.

20 წლიანი წვლილი კადრების განვითარებაში

TAV Georgia საქართველოში უკვე 20 წელია ოპერირებს და ამ პერიოდის განმავლობაში ააშენა და განავითარა ქვეყნის ორი საერთაშორისო აეროპორტი – თბილისსა და ბათუმში. ამ 20 წლის განმავლობაში კომპანია დიდ რესურსს დებდა კადრების განვითარებაში.

დღეისთვის TAV Georgia-ს 1900-ზე მეტი დასაქმებული ჰყავს. საავიაციო სფეროს სტაჟიანი და ღირებული კადრების შენარჩუნების გარდა, კომპანია დიდ რესურსს დებს ასევე იმ ახალგაზრდების ხელშეწყობაში, რომლებიც საკუთარ მომავალს საავიაციო სფეროში ხედავენ.

Avia.ge – 8 წელი თქვენს სამსახურში! საიმედო პარტნიორი მოგზაურობაში.
აგვირეკე: 551 907 907

Exit mobile version