ავიაბილეთები ყველაზე იაფად

TAV Georgia-მ სამოქალაქო ავიაციის დღე თბილისის საავიაციო უნივერსიტეტის სტუდენტების დაჯილდოებით აღნიშნა

Tav Georgia students

თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველმა კომპანია TAV Georgia-მ (ტავ ჯორჯია) სამოქალაქო ავიაციის დღესთან დაკავშირებით თბილისის საავიაციო უნივერსიტეტის სტუდენტები დააჯილდოვა. მათ გადაეცათ სასწავლო სტიპენდიები, რომლითაც საავიაციო უნივერსიტეტში სწავლა დაუფინანსდებათ.

წელს, აკადემიური მოსწრებისა და სოციალური მდგომარეობის გათვალისწინებით, შეირჩა 5 სტუდენტი, რომლებიც უნივერსიტეტში ეუფლებიან შემდეგ სპეციალობებს:

იაფი ფრენები თბილისი - დან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაბილეთების პოვნა
ბაქო19 დეკემბერი 202619 იანვარი 2027ავიაბილეთები 255 -დან
სტამბოლი19 მარტი 20265 აპრილი 2026ავიაბილეთები 260 -დან
ერევანი14 აპრილი 202617 აპრილი 2026ავიაბილეთები 266 -დან
სოჭი26 მარტი 20261 აპრილი 2026ავიაბილეთები 313 -დან
ჟენევა1 ოქტომბერი 20268 ოქტომბერი 2026ავიაბილეთები 328 -დან
ანტალია17 აპრილი 202623 აპრილი 2026ავიაბილეთები 331 -დან

თანამშრომლობა და პრაქტიკული უნარების განვითარება

გარდა სტიპენდიებისა, რაც სტუდენტებისთვის მნიშვნელოვანი ფინანსური შეღავათია, TAV Georgia და საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი შესაბამისი მემორანდუმის ფარგლებში უკვე წლებია ერთობლივად მუშაობენ სტუდენტთა პრაქტიკული უნარების განვითარებასა და საავიაციო სფეროში კვალიფიციური კადრების მომზადებაზე.

ეს თანამშრომლობა გულისხმობს დამამთავრებელი კურსის სტუდენტებისთვის აეროპორტის მგზავრთა მომსახურებისა და ფრენების ოპერირების სამსახურებში სამუშაო პრაქტიკის შეთავაზებას, რაც სტუდენტებს სასწავლო კრედიტებში ეთვლებათ. შესაბამისი სტაჟირების პროგრამები ეტაპობრივად ცხადდება. წარმატებული სტაჟირების შემდეგ, TAV Georgia წარჩინებულ სტუდენტებს დასაქმების შესაძლებლობებს სთავაზობს.

20 წლიანი წვლილი კადრების განვითარებაში

TAV Georgia საქართველოში უკვე 20 წელია ოპერირებს და ამ პერიოდის განმავლობაში ააშენა და განავითარა ქვეყნის ორი საერთაშორისო აეროპორტი – თბილისსა და ბათუმში. ამ 20 წლის განმავლობაში კომპანია დიდ რესურსს დებდა კადრების განვითარებაში.

დღეისთვის TAV Georgia-ს 1900-ზე მეტი დასაქმებული ჰყავს. საავიაციო სფეროს სტაჟიანი და ღირებული კადრების შენარჩუნების გარდა, კომპანია დიდ რესურსს დებს ასევე იმ ახალგაზრდების ხელშეწყობაში, რომლებიც საკუთარ მომავალს საავიაციო სფეროში ხედავენ.

Avia.ge – 8 წელი თქვენს სამსახურში! საიმედო პარტნიორი მოგზაურობაში.
აგვირეკე: 551 907 907

Exit mobile version