Site icon ავიაბილეთები ყველაზე იაფად

ავიაბილეთები სტამბოლის მიმართულებით

სტამბოლი

მსოფლიოს ყველაზე მოთხოვნად ტურისტულ ქალაქებს შორის სტამბოლი ერთ-ერთ მოწინავე ადგილს ნამდვილად საპატიოდ იკავებს. აზრიური და ევროპული კულტურის შერწყმა ამ ქალაქს ზღაპრულ ადგილად აქცევს და მის მნახველებს დაუვიწყარ მოგონებებს უტოვებს.

იაფი ავიაბილეთები სტამბოლის მიმართულებით თქვენ საშუალებას მოგცემთ მრავალფეროვანი და საინტერესო მოგზაურობა მოიწყოთ. ეს ქალაქი შთამბეჭდავი ღირსშესანიშნაობების სიმრავლით ნამდვილად გამოირჩევა და მართლაც რთულია, რომელიმე მათგანის ნახვაზე უარი თქვათ.

აქ შეგიძლიათ იხილოთ ულამაზესი და სახელგანთქმული ტაძარი „აია სოფია“ , რომელიც, ერთდროულად, დიდ ისტორიას, რელიგიურ მნიშვნელობას, გასაოცარ არქიტექტურასა და სილამაზეს იტევს. „ტოპკაპის სასახლე“- ში კი თქვენ საოცარი სიფერადისა და მოზაიკების ნახვას შეძლებთ და გაეცნობით თუ როგორც ცხოვრობდნენ ოსმალი სულთანები ამ სასახლეში საუკუნეების განმავლობაში.

თუ თქვენ გსურთ ბოლომდე ჩაწვდეთ და შეიგრძნოთ თურქეთის კულტურა, ეს ქალაქი მეჩეთების მონახულების გარეშე ნამდვილად არ უნდა დატოვოთ. „სულეიმანის მეჩეთი“ და „ლურჯი მეჩეთი“ თავისი არქიტექტურითა და ინტერიერით თქვენზე მართლაც დიდ შთაბეჭდილებას მოახდენს და  მოგზაურობას კიდევ უფრო სრულყოფილს გახდის.

რაც შეეხება გართობას, სტამბოლი ამ მხრივაც გამოირჩევა არჩევანის სიმრავლით. ავიაბილეთები სტამბოლის მიმართულებით საუკეთესო საშუალებაა ისტორიული და კულტურული ძეგლების მონახულებასთან ერთად, დასვენებისა დ გართობის სხვადასხვა გზებს მიმართოთ.

ბორანით გასეირნება სტამბოლში მოგზაურობის ერთ-ერთი მთავარი ნაწილია, რადგან თქვენ შეგიძლიათ გაისერნოთ თოლიების თანხლებით და დატკბეთ ულამაზესი ხედებით, გადაიღოთ დაუვიწყარი სურათები ბოსფორის ხიდის ფონზე, რომელიც განსაკუთრებული სილამაზით ღამის განმავლობაში გამოირჩევა.

ასეთ დაუვიწყარ მოგზაურობაზე უარის თქმა ნამდვილად რთულია, ამიტომ ავიაბილეთები სტამბოლის მიმართულებით გადაწყვეტილების მიღებას გაგიმარტივებთ. ამ საოცარ ქალაქში მოხვედრას თქვენ თბილისის აეროპორტიდან პირდაპირი რეისით შეძლებთ. რეგულარულ რეისებს დედაქალაქიდან სამი თურქული ავიაკომპანია : Turkish Airlines, Pegasus და Atlasglobal ასრულებენ.

თუ ბიუჯეტური მოგზაურობის მოყვარული ხართ, ამ შემთხვევაში პეგასუის ავიაბილეთები თქვენთვისაა. სხვა კონკურენტი ავიაკომპანიებისგან განსხვავებით მათი ფასებით მართლაც კმაყოფილი დარჩებით. აღსანიშნავია პეგასუის ავიაბილეთებს თუ რამდენიმე თვით ადრე შეიძენთ 250 ლარიდან 300 ლარამდეც კი შეძლება ორი გზის ყიდვას.

თბილისი სტამბოლი

გამგზავრების თარიღიდაბრუნების თარიღიგადაჯდომებიავიაკომპანიის ლოგოავიაბილეთების მოძებნა
2 დეკემბერი 20267 დეკემბერი 2026პირდაპირიPegasus Airlinesავიაბილეთები 415 -დან
24 მარტი 20271 აპრილი 2027პირდაპირიPegasus Airlinesავიაბილეთები 405 -დან
22 აპრილი 202726 აპრილი 2027პირდაპირიPegasus Airlinesავიაბილეთები 405 -დან
11 მაისი 202711 ივნისი 2027პირდაპირიPegasus Airlinesავიაბილეთები 459 -დან
22 ივნისი 202726 ივნისი 2027პირდაპირიPegasus Airlinesავიაბილეთები 419 -დან
20 ივლისი 202721 ივლისი 2027პირდაპირიPegasus Airlinesავიაბილეთები 417 -დან
27 აგვისტო 202731 აგვისტო 2027პირდაპირიPegasus Airlinesავიაბილეთები 427 -დან
2 სექტემბერი 20275 სექტემბერი 2027პირდაპირიPegasus Airlinesავიაბილეთები 426 -დან
1 ოქტომბერი 20274 ოქტომბერი 2027პირდაპირიPegasus Airlinesავიაბილეთები 608 -დან

თურქეთის ავიახაზებით  სტმაბოლის ორმხრივი ავიაბილეთის ღირებულება 500-დან 700 ლარამდე მერყეობს,  რათქმაუნდა Turkish Airlines -ი თავისი  სერვისით და ფასით იდელურია ისეთი კატეგორის მოგზაურთვის ვინც ფრენის დროს მაღალი სერვისი მოყვარულია.

სტამბოლში პირდაპირ ფრენებს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიც გვთავაზობს, თუმცა მხოლოდ „Turkish Airlines”- ით შეძლებთ სარგებლობას. რაც შეეხება ბათუმი სტამბოლის ავიაბილეთების ფასებს, ორმხრივი გზა 500-დან 900 ლარის ფარგლებში შეგიძლიათ შეიძინოთ.

ბათუმი სტამბოლი

გამგზავრების თარიღიდაბრუნების თარიღიავიაკომპანიის ლოგოავიაბილეთების მოძებნა
1 დეკემბერი 20264 დეკემბერი 2026Pegasus Airlinesავიაბილეთები 387 -დან
9 იანვარი 202712 იანვარი 2027Pegasus Airlinesავიაბილეთები 383 -დან
20 თებერვალი 202727 თებერვალი 2027Pegasus Airlinesავიაბილეთები 426 -დან
Exit mobile version