ავიაბილეთები ყველაზე იაფად

დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Sky Express მალე საქართველოში იფრენს

sky express

საქართველოს საავიაციო ბაზარზე ახალი ავიაკომპანია იწყებს ოპერირებას. ბერძნული Sky Express -ი 27 ოქტომბრიდან რეგულარულად შეასრულებს რეისებს ათენი თბილისი თბილისი ათენი -ს მარშრუტზე. ფრენები განხორციელდება კვირაში სამი სიხშირით – ორშაბათს, ოთხშაბათს და შაბათს, Airbus 320 ტიპის თვითმფრინავით.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ Sky Express georgia -ს რეგულარული ავიამიმოსვლისთვის აუცილებელი ნებართვა 24 სექტემბერს მიანიჭა.

ამჟამად, საქართველოსა და საბერძნეთს შორის ფრენებს ასრულებენ Aegean Airlines -ი და Wizz Air -ი, რომლებიც რეისებს ათენიდან და სალონიკიდან თბილისისა და ქუთაისის მიმართულებებით ახორციელებენ.

თბილისი ათენი

გამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
24 ოქტომბერი 202429 ოქტომბერი 2024Aegean Airlinesავიაბილეთები 637 -დან
9 ნოემბერი 202416 ნოემბერი 2024Sky Expressავიაბილეთები 477 -დან
2 დეკემბერი 20247 დეკემბერი 2024Aegean Airlinesავიაბილეთები 522 -დან

 

სქაი ექსპრეს ბერძნული ავიაკომპანიაა, რომელიც შიდა და საერთაშორისო რეისებს ასრულებს. იგი 2005 წელს დაფუძნდა და მას შემდეგ მნიშვნელოვანი განვითარება განიცადა, ამ დროის განმავლობასი მან გააფართოვა თავისი მარშრუტების ქსელი და ავიაპარკი. Sky Express-ი ცნობილია თავისი თანამედროვე Airbus-ის ტიპის თვითმფრინავებით, მათ შორის Airbus A320-ით, რომლითაც ძირითადად მოკლე და საშუალო მანძილის ფრენებს ახორციელებს.

შეიძინე Sky Express -ის ავიაბილეთები ყველაზე იაფად Avia.ge-ზე. დაგვირეკე: 551 907 907 ხელმისაწვდომია ვაიბერიც.

Exit mobile version