ავიაბილეთები ყველაზე იაფად

Red Wings-ი საქართველო-რუსეთს შორის ფრენებს ვერ განახორციელებს

საქართველო-რუსეთი

რუსულ ავიაკომპანია Red Wings -სს ამ ეტაპზე საქართველო-რუსეთის მიმართულებით ფრენების დაწყება არ შეუძლია. როგორც რუსული გამოცემა „იზვესტია“ წერს, ავიაკომპანიას რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროსგან ნებართვა ჯერ არ მიუღია.

გამოცემა ასევე აღნიშნავს, რომ კომპანიას ქართულმა მხარემ ქუთაისი-მოსკოვისა და თბილისი-სოჭის მიმართულებებთან ერთად, უფლება მისცა, რომ თბილისის მიმართულებით მოსკოვის ჟუკოვსკის აეროპორტიდანაც იფრინოს. აღსანიშნავია, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ქართულ მხარეს ინფორმაცია ჯერ არ გაუვრცელებია. პირველი რეისი 16 ივნისს იყო დაგეგმილი.

ცნობისთვის, საქართველო-რუსეთს შორის პირდაპირ რეისებს რუსული კომპანია “Azimuth Airlines” და Georgian Airways -ი ახორციელებს.

თბილისი მოსკოვი

გამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
9 თებერვალი 202618 თებერვალი 2026Red Wingsავიაბილეთები 656 -დან
18 მარტი 202623 მარტი 2026Azimuthავიაბილეთები 781 -დან
15 აპრილი 202620 აპრილი 2026Azimuthავიაბილეთები 866 -დან

„რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროსგან ველოდებით თანხმობას. ჩვენ ყველაფერი წესრიგში გვაქვს, ქართული მხარე დაგვთანხმდა. ფრენების არ დაწყება ჩვენთვის მტკივნეული საკითხია, რადგან სეზონი მოდის“, – განაცხადა წყარომ გამოცემასთან.

მსოფლიოს ნებისმიერი მიმართულებით იაფი ავიაბილეთების შესაძენად დაგვიკავშირდით ნომერზე: 551 907 907 ხელმისაწვდომია ვაიბერიც.

Exit mobile version