ავიაბილეთები ყველაზე იაფად

Red Wings Airlines / რედ ვინგს

ავიაკომპანია red wings

Red Wings რუსული ავიაკომპანიაა, რომელიც მოსკოვის დომოდედოვოს აეროპორტშია დაფუძნებული. 1999 წელს იგი Airlines 400 -ის სახელით დაარსდა, ამჟამინდელი სახელი კი 2007 წელს მიიღო. დღეს ავიაკომპანია რუსეთის ათი უმსხვილესი ავიაკომპანიიდან ერთ-ერთია, რომელიც დაგეგმილ და ჩარტერულ რეისებზეა სპეციალიზირებული.

რა მიმართულებით ახორციელებს რეისებს Red Wings -ი?

რედ ვინგსი -ს მარშრუტის ქსელი  100-ზე მეტი რუსული და საერთაშორისო მიმართულებისგან შედგება.

შიდა რეისები მოიცავს სანკტ პეტერბურგი ს, სოჭის, მახაჩკალასა და ვლადიკავკაზის მიმართულებას. ხოლო საერთაშორისო რეისები კი: სტამბოლი ს, ანტალიას, ბაქოს, ერევანს, თელ-ავივს, ასტანასა და საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტს – თბილისის, ბათუმის და ქუთაისის აეროპორტებს.

თბილისის მიმართულებით ფრენებს ავიაკომპანია ეკატერინბურგიდან, სანკტ პეტერბურგიდან, სოჭიდან, ჩელიაბინსკიდან, სამარადან და კაზანიდან ახორციელებს.

Red Wings -ის პირდაპირი ფრენები თბილისიდან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
სამარა27 მაისი 202410 ივნისი 2024Red Wingsავიაბილეთები 995 -დან
კაზანი26 მაისი 20242 ივნისი 2024Red Wingsავიაბილეთები 1 091 -დან
ეკატერენბურგი5 ივნისი 202419 ივნისი 2024Red Wingsავიაბილეთები 1 086 -დან

რაც შეეხება ქუთაისის აეროპორტი ს მიმართულებით ფრენებს, დღეისათვის ავიაკომპანია მხოლოდ მოსკოვიდან დაფრინავს. 2024 წლის დეკემბრიდან კი სანკტ პეტერბურგი, ეკატერინბურგი და კაზანი დაემატება.

Red Wings -ის პირდაპირი ფრენები ქუთაისიდან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
სანკტ პეტერბურგი3 ივნისი 202410 ივნისი 2024Red Wingsავიაბილეთები 1 169 -დან

ბათუმის აეროპორტი ს მიმართულებით კი ავიამიმოსვლას მხოლოდ მოსკოვიდან ახორციელებს.

Red Wings -ის პირდაპირი ფრენები ბათუმიდან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
სანკტ პეტერბურგი13 ივნისი 20244 ივლისი 2024Red Wingsავიაბილეთები 1 225 -დან
ეკატერენბურგი9 ივლისი 202430 ივლისი 2024Red Wingsავიაბილეთები 1 043 -დან

Red Wings -ის ფლოტი

ავიაკომპანიის ფლოტი შედგება 24 სამგზავრო თვითმფრინავისაგან: 14 Airbus 320/321, შვიდი რუსული რეგიონალური SSJ100 და სამი Boeing 777 თვითმფრინავსგან. ყველა ხომალდი აკმაყოფილებს მაღალ ტექნიკურ მოთხოვნებს და უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტებს.

თვითმფრინავები შექმნილია ეკონომ კლასის მონო განლაგებით. ბორტზე მგზავრების კომფორტს ფართო კაბინები, სავარძლებისთვის განკუთვნილი დიდი ადგილი და ხელბარგის ზომიერუ თაროები უზრუნველყოფს.

Red Wings -ის თითოეული თვითმფრინავი ფრენის საფუძვლიან წინასწარ მომზადებას გადის, რომელსაც ახორციელებენ როგორც ტექნიკური პერსონალი, ასევე პილოტები. სპეციალისტები ამოწმებენ ყველა საჰაერო სისტემას, ადგენენ თვითმფრინავის საწვავის დონეს, ამინდისთვის მზადყოფნას, ასევე ატარებენ გარე შემოწმებას, რომელიც შეესაბამება უსაფრთხოების ყველა ფედერალურ რეგულაციებს.

Red Wings -ში ჩსხდომისას მგზავრებს შეუძლიათ დარწმუნებულები იყვნენ, რომ მათი თვითმფრინავი სრულად ფუნქციონირებს და მზადაა უსაფრთხო ფრენისათვის.

ინფორმაცია ბარგის შესახებ:

ხელბარგი

უსაფრთხოებისა და კომფორტის უზრუნველსაყოფად, სალონში დასაშვებია მხოლოდ ერთი ერთეული ხელბარგი, რომლის მაქსიმალური წონა არ უნდა აღემატებოდეს 10 კგ-ს, ხოლო ზომები კი – 55 x 40 x 25 სმ-ს.

ბორტზე ხელბარგის გარდა ასევე შესაძლებელია შემდეგი ნივთების ატანა:

ჩასაბარებელი ბარგი

დამატებითი ბარგი

თუ თქვენ გჭირდებათ იმაზე მეტი ბარგი, ვიდრე მგზავრობის საფასური უფასოდ გთავაზობთ, უნდა გადაიხადოთ დამატებითი საფასური. გადასახადის ოდენობა დამოკიდებულია ბარგის ოდენობაზე და გამგზავრებამდე დარჩენილ დროზე.

ინფორმაცია რეგისტრაციის შესახებ:

ონლაინ რეგისტრაცია / online check-in

აეროპორტში რიგში დგომის თავიდან ასაცილებლად, გაიარეთ ონლაინ რეგისტრაცია, რომელიც გამგზავრებამდე 24სთ-ით ადრე იხსნება და 3 საათით ადრე იხურება. თუ მხოლოდ ხელბარგით მიფრინავთ, აეროპორტში რიგში დგომა აღარ მოგიწევთ და შეძლებთ პირდაპირ თქვენს “გეითთან” გამოცხადდეთ.

ბორტზე ადგილის არჩევაც თავად შეგიძლიათ. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათთვის, ვინც თანამგზავრებთან ერთად მიფრინავს.

როგორ დაარეგისტრიროთ თქვენი ბარგი ონლაინ?

თუ ბარგით მოგზაურობთ, ონლაინ რეგისტრაციის შემდეგ, ის აეროპორტის სარეგისტრაციო მაგიდასთან უნდა წარადგინოთ.

შეზღუდვები ონლაინ რეგისტრაციისთვის

რეგისტრაციის გავლას შეძლებთ მხოლოდ აეროპორტში, თუ:

შეიძინეთ ავიაბილეთები საუკეთესო ფასად ნებისმიერი მიმართულებით. ფრენების დასაჯავშნად, დაგვირეკეთ ნომერზე: 551 907 907 ხელმისაწვდომია ვაიბერიც.

Exit mobile version