Site icon ავიაბილეთები ყველაზე იაფად

ევროპის აეროპორტებში რეკორდულ ტრაფიკს ელოდებიან

ტრაფიკის ზრდა

აეროპორტების ასოციაცია ACI Europe ​უახლესი ტრაფიკის მონაცემებზე დაყრდნობით, „საბოლოოდ ადასტურებს ინდუსტრიის სრულ აღდგენას“. ევროპის აეროპორტებში მგზავრთნაკადი 2024 წლის პირველ ნახევარში, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 0,4%-ით გაიზარდა, ხოლო 2023 წლის პირველ ნახევართან შედარებით კი – 10,3%-ით.

„ჩვენ ვხვდებით ისტორიაში საუკეთესო ზაფხულს მომსწრენი სამგზავრო ტრაფიკის თვალსაზრისით“, – ამბობს იანკოვეცი, ასოციაციის გენერალური დირექტორი.

ასოციაციის გენერალურმა დირექტორმა ასევე აღნიშნა, რომ ინდუსტრიამ “გადალახა პანდემიის ზღვარი”, თუმა ივნისისთვის ევროპის აეროპორტების მხოლოდ 53%-მა აღადგინა სრულად სამგზავრო მოძრაობა.

აღსანიშნავია, რომ ლონდონის ჰითროუ გახდა 2024 წლის ევროპის ყველაზე დატვირთული ჰაბი 39,8 მილიონი მგზავრით წლის პირველ ნახევარში. რამდენიმე ევროპული აეროპორტი რეკორდულ ტრაფიკს პროგნოზირებს 2024 წელს: ჰითროუ ელოდება 82,4 მილიონ მგზავრს, ხოლო სტამბულის აეროპორტი 85 მილიონ მგზავრს.

ავიაბილეთები ქუთაისის აეროპორტიდან

მიმართულებაგამგზავრების თარიღიდაბრუნების თარიღიავიაკომპანიის ლოგოავიაბილეთების მოძებნა
ალმათი22 ნოემბერი 202625 ნოემბერი 2026FlyArystanავიაბილეთები 632 -დან
ათენი29 ნოემბერი 20267 დეკემბერი 2026Wizz Airავიაბილეთები 230 -დან
ბარსელონა21 დეკემბერი 202624 იანვარი 2027Wizz Airავიაბილეთები 341 -დან
ბერლინი21 იანვარი 202726 იანვარი 2027Wizz Airავიაბილეთები 330 -დან
ბრიუსელი21 თებერვალი 202728 თებერვალი 2027Wizz Airავიაბილეთები 276 -დან

 

მგზავრთა რეკორდული მაჩვენებელი საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებშიც აღინიშნება. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, თბილისის , ქუთაისის და ბათუმის აეროპორტები 2024 წლის პირველი შვიდი თვის მონაცემებით, 4,047,097 მგზავრს მოემსახურა.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის, ირაკლი ქარქაშაძის თქმით, მოლოდინი არის, რომ 2024 წელს ქვეყნის საერთაშორისო აეროპორტებში მგზავრთნაკადი 6,5 მლნ-ს გადააჭარბებს.

დაჯავშნე ავიაბილეთები ევროპის მიმართულებით საუკეთესო ფასად Avia.ge-ზე. დაგვირეკე: 551 907 907 ხელმისაწვდომია ვაიბერიც. 

Exit mobile version