ავიაბილეთები ყველაზე იაფად

ევროპის აეროპორტებში რეკორდულ ტრაფიკს ელოდებიან

ტრაფიკის ზრდა

აეროპორტების ასოციაცია ACI Europe ​უახლესი ტრაფიკის მონაცემებზე დაყრდნობით, „საბოლოოდ ადასტურებს ინდუსტრიის სრულ აღდგენას“. ევროპის აეროპორტებში მგზავრთნაკადი 2024 წლის პირველ ნახევარში, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 0,4%-ით გაიზარდა, ხოლო 2023 წლის პირველ ნახევართან შედარებით კი – 10,3%-ით.

„ჩვენ ვხვდებით ისტორიაში საუკეთესო ზაფხულს მომსწრენი სამგზავრო ტრაფიკის თვალსაზრისით“, – ამბობს იანკოვეცი, ასოციაციის გენერალური დირექტორი.

ასოციაციის გენერალურმა დირექტორმა ასევე აღნიშნა, რომ ინდუსტრიამ “გადალახა პანდემიის ზღვარი”, თუმა ივნისისთვის ევროპის აეროპორტების მხოლოდ 53%-მა აღადგინა სრულად სამგზავრო მოძრაობა.

აღსანიშნავია, რომ ლონდონის ჰითროუ გახდა 2024 წლის ევროპის ყველაზე დატვირთული ჰაბი 39,8 მილიონი მგზავრით წლის პირველ ნახევარში. რამდენიმე ევროპული აეროპორტი რეკორდულ ტრაფიკს პროგნოზირებს 2024 წელს: ჰითროუ ელოდება 82,4 მილიონ მგზავრს, ხოლო სტამბულის აეროპორტი 85 მილიონ მგზავრს.

ავიაბილეთები ქუთაისის აეროპორტიდან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
ალმაატა28 მაისი 202531 მაისი 2025FlyArystanავიაბილეთები 626 -დან
ათენი9 აპრილი 202527 აპრილი 2025Wizz Airავიაბილეთები 201 -დან
აბუ დაბი12 მაისი 202517 მაისი 2025Wizz Airავიაბილეთები 361 -დან
ბარსელონა24 ოქტომბერი 202531 ოქტომბერი 2025Wizz Airავიაბილეთები 499 -დან
ბერლინი8 ივნისი 202515 ივნისი 2025Wizz Airავიაბილეთები 443 -დან

 

მგზავრთა რეკორდული მაჩვენებელი საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებშიც აღინიშნება. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, თბილისის , ქუთაისის და ბათუმის აეროპორტები 2024 წლის პირველი შვიდი თვის მონაცემებით, 4,047,097 მგზავრს მოემსახურა.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის, ირაკლი ქარქაშაძის თქმით, მოლოდინი არის, რომ 2024 წელს ქვეყნის საერთაშორისო აეროპორტებში მგზავრთნაკადი 6,5 მლნ-ს გადააჭარბებს.

დაჯავშნე ავიაბილეთები ევროპის მიმართულებით საუკეთესო ფასად Avia.ge-ზე. დაგვირეკე: 551 907 907 ხელმისაწვდომია ვაიბერიც. 

Exit mobile version