ავიაბილეთები ყველაზე იაფად

მგზავრთა რეკორდული მაჩვენებელი საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში

მგზავრთნაკადის ზზრდა

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ქუთაისის , თბილისის და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში, მგზავრთა რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის, ირაკლი ქარქაშაძის განცხადებით, 2024 წელს საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში მგზავრთნაკადი 6,5 მლნ-ს გადააჭარბებს.

მისივე თქმით, 2024 წლის იანვარ-ივლისის მონაცემებით, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, აეროპორტებში მგზავრთნაკადის 28%-იანი ზრდა ფიქსირდება. უფრო კონკრეტულად კი, 7 თვის მონაცემებით, ქვეყნის აეროპორტები 4,047,097 მგზავრს მოემსახურა.

პირდაპირი ფრენები ქუთაისიდან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
ალმაატა14 მაისი 202628 მაისი 2026FlyArystanავიაბილეთები 756 -დან
ათენი9 ნოემბერი 202615 ნოემბერი 2026Wizz Airავიაბილეთები 253 -დან
ბარსელონა22 ოქტომბერი 202628 ოქტომბერი 2026Wizz Airავიაბილეთები 464 -დან
ბერლინი21 ნოემბერი 202628 ნოემბერი 2026Wizz Airავიაბილეთები 366 -დან
ბრიუსელი11 მარტი 202714 მარტი 2027Wizz Airავიაბილეთები 320 -დან

 

ქართული საავიაციო ინდუსტრია ყოველთვიურად ახალი რეკორდის დამყარებას აგრძელებს. 2024 წლის 7 თვის მონაცემებით საქართველოს საერთაშორისო აეროპორტები 4 მლნ-ზე მეტ მგზავრს მოემსახურა. რაც წინა წელთან შედარებით 28%-იანი ზრდაა.

მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მოვახდინეთ და აქტიურად ვაგრძელებთ ბაზრების დივერსიფიკაციას. ტურისტები სხვადასხვა ახალი მიმართულებებიდან შემოდიან ქვეყანაში. მოლოდინი გვაქვს, რომ წელს ჩვენს საერთაშორისო აეროპორტებში 6,5 მლნ-ზე მეტ მგზავრს მოვემსახურებით. აღნიშნული ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდება.

მიმდინარე წლის სექტემბერში სიახლეები გვექნება ახალ მიმართულებებთან და ავიაკომპანიებთან დაკავშირებით. შესაბამისად, აქტიურად ვაგრძელებთ ქართული საავიაციო ინდუსტრიის განვითარებას“, – განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.

პირდაპირი ფრენები თბილისიდან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
სოჭი14 მაისი 202616 მაისი 2026Red Wingsავიაბილეთები 476 -დან
ალმაატა7 ივლისი 202618 ივლისი 2026Air Astanaავიაბილეთები 1 137 -დან
ამსტერდამი1 ოქტომბერი 202615 ოქტომბერი 2026Transaviaავიაბილეთები 604 -დან
ანკარა16 მაისი 202621 მაისი 2026Ajetავიაბილეთები 372 -დან
ათენი8 ოქტომბერი 202614 ოქტომბერი 2026Sky Express Greeceავიაბილეთები 459 -დან

 

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, გასულ თვეს თბილისისა და ბათუმის აეროპორტებში, მგზავრთნაკადის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა . თბილისის აეროპორტი ივლისში 519,275 მგზავრს მოემსახურა, რაც გასული წლის ამავე პერიოდის მონაცემებთან შედარებით 29% -იანი ზრდაა. ხოლო ბათუმის აეროპორტმა 147,584 მგზავრი გადაიყვანა, რაც წინა წლის მონაცემებს 48% -ით აჭარბებს.

პირდაპირი ფრენები ბათუმიდან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
სოჭი5 მაისი 20268 მაისი 2026Red Wingsავიაბილეთები 378 -დან
ალმაატა3 ივნისი 20267 ივნისი 2026Air Astanaავიაბილეთები 1 295 -დან
ბაქო1 მაისი 20268 მაისი 2026აზერბაიჯანის ავიახაზებიავიაბილეთები 533 -დან
ჩელიაბინსკი5 ივლისი 202623 ივლისი 2026Red Wingsავიაბილეთები 1 198 -დან
დუბაი29 მაისი 202614 ივნისი 2026Emiratesავიაბილეთები 2 915 -დან

 

ისტორიული მაქსიმუმი დაფიქსირდა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტშიც. 2024 წლის 7 თვეში აეროპორტი თითქმის მილიონამდე მგზავრს მოემსახურა. იანვარ-ივლისის პერიოდში ქუთაისის აეროპორტმა 921,030 მგზავრი და 2,803 რეისი მიიღო, რაც ისტორიული მაქსიმუმია ქუთაისის აეროპორტის არსებობის მანძილზე.

დაგეგმე მოგზაურობა ყველაზე მარტივად Avia.ge -სთან ერთად. დაგვირეკე: 551 907 907 ხელმისაწვდომია ვაიბერიც.

Exit mobile version