ავიაბილეთები ყველაზე იაფად

მგზავრთა რეკორდული მაჩვენებელი საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში

მგზავრთნაკადის ზზრდა

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ქუთაისის , თბილისის და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში, მგზავრთა რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის, ირაკლი ქარქაშაძის განცხადებით, 2024 წელს საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში მგზავრთნაკადი 6,5 მლნ-ს გადააჭარბებს.

მისივე თქმით, 2024 წლის იანვარ-ივლისის მონაცემებით, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, აეროპორტებში მგზავრთნაკადის 28%-იანი ზრდა ფიქსირდება. უფრო კონკრეტულად კი, 7 თვის მონაცემებით, ქვეყნის აეროპორტები 4,047,097 მგზავრს მოემსახურა.

პირდაპირი ფრენები ქუთაისიდან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
ალმაატა2 აპრილი 20266 აპრილი 2026FlyArystanავიაბილეთები 560 -დან
ათენი5 აპრილი 202624 აპრილი 2026Wizz Airავიაბილეთები 178 -დან
ბარსელონა25 აპრილი 202628 აპრილი 2026Wizz Airავიაბილეთები 403 -დან
ბერლინი26 აპრილი 202629 აპრილი 2026Wizz Airავიაბილეთები 386 -დან
ბრიუსელი2 აპრილი 202619 აპრილი 2026Wizz Airავიაბილეთები 314 -დან

 

ქართული საავიაციო ინდუსტრია ყოველთვიურად ახალი რეკორდის დამყარებას აგრძელებს. 2024 წლის 7 თვის მონაცემებით საქართველოს საერთაშორისო აეროპორტები 4 მლნ-ზე მეტ მგზავრს მოემსახურა. რაც წინა წელთან შედარებით 28%-იანი ზრდაა.

მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მოვახდინეთ და აქტიურად ვაგრძელებთ ბაზრების დივერსიფიკაციას. ტურისტები სხვადასხვა ახალი მიმართულებებიდან შემოდიან ქვეყანაში. მოლოდინი გვაქვს, რომ წელს ჩვენს საერთაშორისო აეროპორტებში 6,5 მლნ-ზე მეტ მგზავრს მოვემსახურებით. აღნიშნული ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდება.

მიმდინარე წლის სექტემბერში სიახლეები გვექნება ახალ მიმართულებებთან და ავიაკომპანიებთან დაკავშირებით. შესაბამისად, აქტიურად ვაგრძელებთ ქართული საავიაციო ინდუსტრიის განვითარებას“, – განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.

პირდაპირი ფრენები თბილისიდან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
სოჭი19 მარტი 202626 მარტი 2026Red Wingsავიაბილეთები 313 -დან
ალმაატა12 თებერვალი 202719 თებერვალი 2027Air Astanaავიაბილეთები 968 -დან
ამსტერდამი11 ივნისი 202618 ივნისი 2026Transaviaავიაბილეთები 714 -დან
ანკარა9 აპრილი 202613 აპრილი 2026AJetავიაბილეთები 339 -დან
ათენი3 აპრილი 202617 აპრილი 2026Aegean Airlinesავიაბილეთები 443 -დან

 

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, გასულ თვეს თბილისისა და ბათუმის აეროპორტებში, მგზავრთნაკადის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა . თბილისის აეროპორტი ივლისში 519,275 მგზავრს მოემსახურა, რაც გასული წლის ამავე პერიოდის მონაცემებთან შედარებით 29% -იანი ზრდაა. ხოლო ბათუმის აეროპორტმა 147,584 მგზავრი გადაიყვანა, რაც წინა წლის მონაცემებს 48% -ით აჭარბებს.

პირდაპირი ფრენები ბათუმიდან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
სოჭი21 მარტი 202623 მარტი 2026Red Wingsავიაბილეთები 284 -დან
ალმაატა24 ივნისი 20261 ივლისი 2026Air Astanaავიაბილეთები 1 295 -დან
ბაქო8 ივნისი 202611 ივნისი 2026აზერბაიჯანის ავიახაზებიავიაბილეთები 496 -დან
დუბაი6 ივნისი 202620 ივნისი 2026Emiratesავიაბილეთები 1 805 -დან
ერევანი1 ივნისი 20263 ივნისი 2026FlyOneავიაბილეთები 391 -დან

 

ისტორიული მაქსიმუმი დაფიქსირდა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტშიც. 2024 წლის 7 თვეში აეროპორტი თითქმის მილიონამდე მგზავრს მოემსახურა. იანვარ-ივლისის პერიოდში ქუთაისის აეროპორტმა 921,030 მგზავრი და 2,803 რეისი მიიღო, რაც ისტორიული მაქსიმუმია ქუთაისის აეროპორტის არსებობის მანძილზე.

დაგეგმე მოგზაურობა ყველაზე მარტივად Avia.ge -სთან ერთად. დაგვირეკე: 551 907 907 ხელმისაწვდომია ვაიბერიც.

Exit mobile version