ავიაბილეთები ყველაზე იაფად

საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში მგზავრთნაკადმა თითქმის 7 მლნ-ს მიაღწია

მგზავრთნაკადის ზრდა

2024 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოს აეროპორტებმა მგზავრთნაკადის 42%-იანი ზრდა აჩვენეს პანდემიამდელ დონესთან შედარებით. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, ამ პერიოდში ქვეყნის აეროპორტებმა რეგულარული და არარეგულარული რეისებით 6 908 493 მგზავრი მოემსახურა, რაც 2023 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 25%-ით, ხოლო 2022 წლისას 70%-ით აჭარბებს.

სტატისტიკის მიხედვით, პანდემიამდე, 2019 წლის იანვარ-ნოემბერში, საქართველოს აეროპორტებში 4 877 967 მგზავრი დაფიქსირდა, 2022 წელს – 4 059 453, 2023 წელს – 5 525 365, ხოლო 2024 წელს – 6 908 493 მგზავრი.

პირდაპირი ფრენები თბილისიდან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
სოჭი2 მარტი 202512 მარტი 2025Red Wingsავიაბილეთები 360 -დან
ალმაატა16 აპრილი 202520 აპრილი 2025Air Astanaავიაბილეთები 948 -დან
ამსტერდამი16 მარტი 202519 მარტი 2025Transaviaავიაბილეთები 550 -დან
ათენი14 სექტემბერი 202520 სექტემბერი 2025Sky Expressავიაბილეთები 363 -დან
აბუ დაბი1 მაისი 202510 მაისი 2025Air Arabia Abu Dhabiავიაბილეთები 755 -დან
ანტალია26 თებერვალი 20252 მარტი 2025Pegasus Airlinesავიაბილეთები 318 -დან

 

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი – 2024 წლის იანვარ-ნოემბერში 4 406 773 მგზავრი გაატარა, რაც 2023 წლის იმავე პერიოდთან შედარებით 30%-იანი ზრდაა. 2023 წელს აეროპორტმა 3 390 432 მგზავრს, 2022 წელს — 2 736 990, ხოლო 2019 წელს — 3 470 415 მგზავრს მოემსახურა. 2024 წლის მონაცემები აჩვენებს, რომ 2019 წელთან შედარებით ზრდამ 27%, ხოლო 2022 წელთან შედარებით 61% შეადგინა.

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი – 2024 წლის იანვარ-ნოემბერში მგზავრთნაკადი 897 159-ს შეადგენდა, რაც 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით 50%-იანი ზრდაა. 2023 წლის ანალოგიური პერიოდის 592 958 მგზავრთან შედარებით ზრდა 51%-ს, ხოლო 2022 წლის 584 114 მგზავრთან შედარებით 54%-ს შეადგენს.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი – 2024 წლის იანვარ-ნოემბერში 1 580 203 მგზავრს მოემსახურა, რაც 2019 წლის მონაცემებთან შედარებით 100%-იანი ზრდაა. 2023 წელს აეროპორტმა 1 514 105 მგზავრი გაატარა, 2022 წელს — 710 764 მგზავრი, ხოლო 2019 წელს — 791 399 მგზავრი. 2024 წელს 2023 წელთან შედარებით 4%-იანი და 2022 წელთან შედარებით 122%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

დაჯავშნეთ ავიაბილეთები იაფად ნებისმიერი მიმართულებით. დაგვირეკეთ: 551 907 907

Exit mobile version