თურქული ავიაკომპანია Pegasus Airlines -ი ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე საქართველოს მიმართულებით ფრენებს სტამბოლიდან, ანტალიიდან და ანკარადან შეასრულებს.
- ანკარა თბილისი თბილისი ანკარა -ს საჰაერო ხაზზე ავიაკომპანია პეგასუსი კვირაში 2 სიხშირით მოახდენს ოპერირებას.
- ანტალია თბილისი თბილისი ანტალია -ს მიმართულებაზე კი ფრენებს საწყის ეტაპზე კვირაში 5 სიხშირით, ხოლო მოთხოვნის ზრდის ფონზე, რეისების რაოდენობას გაზრდის და კვირაში 7 სიხშირით იფრენს.
- რაც შეეხება სტამბოლი თბილისი თბილისი სტამბოლი -ს მიმართულებას, ავიაკომპანია ოპერირებას კვირაში 17 სიხშირით მოახდენს.