Site icon ავიაბილეთები ყველაზე იაფად

პეგასუსი ბათუმის მიმართულებით საჰაერო მიმოსვლას იწყებს

პეგასუსი ბათუმში

საქართველოს საავიაციო ბაზარზე კიდევ ერთი სასიამოვნო სიახლეა, რაც საქართველოში უკვე მოქმედ და ყველასათვის კარგად ცნობილ თურქულ ავიაკომპანიას, პეგასუსს უკავშირდება.

Pegasus Airlines-ი საქართველოში 2010 წლიდან შემოვიდა და ფრენებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ასრულებს, 2018 წელს კი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდანაც დაიწყო ოპერირება, თუმცა მალევე შეწყვიტა.

2020 წლის მარტიდან კი პეგასუსი სტამბოლი-ბათუმი-სტამბოლის მიმართულებით იწყებს ფრენების განხორციელებას. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს გვერდზე გამოქვეყნებულ 2019-20 წლების ზამთრის სანავიგაციო სეზონის განრიგის მიხედვით პეგასუსი კვირაში 4 რეისს შეასრულებს.

მართალია, ფრენების დაწყების კონკრეტული თარიღი ჯერჯერობით ცნობილი არ არის, მაგრამ რეისები ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათს, პარასკევს და კვირას განხორციელდება.

ბათუმიდან სტამბოლში მოხვედრა Turkish Airlines-ის გარდა, კიდევ ერთი ავიაკომპანიით იქნება შესაძლებელი და მგზავრებს უფრო ფართო არჩევანი ექნებათ. ამასთანავე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, პეგასუსი საკმაოდ მისაღებ ფასებს სთავაზობს მომხმარებელს, ამიტომ ავიაბილეთების შეძენა კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდება.

ბათუმი სტამბოლი

Departure atReturn atAirlineFind tickets
11 August 202623 August 2026Pegasus Airlinesავიაბილეთები 538 -დან
11 September 202614 September 2026Turkish Airlinesავიაბილეთები 499 -დან
13 October 202620 October 2026Pegasus Airlinesავიაბილეთები 576 -დან

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან Pegasus Airlines-ის დახმარებით ევროპის და აზიის ბევრ ქვეყანაში გახდება შესაძლებელი მოხვედრა ტრანზიტული რეისით, რადგან ეს ავიაკომპანია დაახლოებით 109 მიმართულებით ასრულებს პირდაპირ ფრენებს სტამბოლის საბიჰა გოქჩენის აეროპორტიდან.

Exit mobile version