ავიაბილეთები ყველაზე იაფად

პეგასუსი ბათუმის მიმართულებით საჰაერო მიმოსვლას იწყებს

პეგასუსი ბათუმში

საქართველოს საავიაციო ბაზარზე კიდევ ერთი სასიამოვნო სიახლეა, რაც საქართველოში უკვე მოქმედ და ყველასათვის კარგად ცნობილ თურქულ ავიაკომპანიას, პეგასუსს უკავშირდება.

Pegasus Airlines-ი საქართველოში 2010 წლიდან შემოვიდა და ფრენებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ასრულებს, 2018 წელს კი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდანაც დაიწყო ოპერირება, თუმცა მალევე შეწყვიტა.

2020 წლის მარტიდან კი პეგასუსი სტამბოლი-ბათუმი-სტამბოლის მიმართულებით იწყებს ფრენების განხორციელებას. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს გვერდზე გამოქვეყნებულ 2019-20 წლების ზამთრის სანავიგაციო სეზონის განრიგის მიხედვით პეგასუსი კვირაში 4 რეისს შეასრულებს.

მართალია, ფრენების დაწყების კონკრეტული თარიღი ჯერჯერობით ცნობილი არ არის, მაგრამ რეისები ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათს, პარასკევს და კვირას განხორციელდება.

ბათუმიდან სტამბოლში მოხვედრა Turkish Airlines-ის გარდა, კიდევ ერთი ავიაკომპანიით იქნება შესაძლებელი და მგზავრებს უფრო ფართო არჩევანი ექნებათ. ამასთანავე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, პეგასუსი საკმაოდ მისაღებ ფასებს სთავაზობს მომხმარებელს, ამიტომ ავიაბილეთების შეძენა კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდება.

ბათუმი სტამბოლი

გამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
26 აპრილი 202528 აპრილი 2025Pegasus Airlinesავიაბილეთები 450 -დან
23 მაისი 202531 მაისი 2025Pegasus Airlinesავიაბილეთები 449 -დან
2 ივნისი 20259 ივნისი 2025Pegasus Airlinesავიაბილეთები 462 -დან
14 ივლისი 202518 ივლისი 2025Pegasus Airlinesავიაბილეთები 554 -დან

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან Pegasus Airlines-ის დახმარებით ევროპის და აზიის ბევრ ქვეყანაში გახდება შესაძლებელი მოხვედრა ტრანზიტული რეისით, რადგან ეს ავიაკომპანია დაახლოებით 109 მიმართულებით ასრულებს პირდაპირ ფრენებს სტამბოლის საბიჰა გოქჩენის აეროპორტიდან.

Exit mobile version